საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანია POSTV-ის მიერ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხება. როგორც მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი, „მრავალეროვანმა საქართველომ“ აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ განმარტავს, რომ ჟურნალისტი ეთნიკური ნიშნით ახდენს რესპონდენტის დისკრიმინაციას. „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა, ამა წლის 11 ოქტომბერს, […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის პატრონაჟით, საქართველოს სამთო საზოგადოების ყრილობა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და პატრონაჟით, საქართველოს სამთო საზოგადოების ყრილობა გაიმართა, რომელსაც დარგში მოღვაწე მეცნიერები, ექსპერტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სტუმრები, საერთო ჯამში, 700-მდე მეტი პირი ესწრებოდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, სამთო საზოგადოების ყრილობას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, სამთო ინჟინერია […]
სახალხო დამცველი – მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს

მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი POSTV-ის ჟურნალისტის მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიმართ დასმულ შეკითხვას ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით. როგორც იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს მოქალაქე რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. „მიუხედავად იმისა, რომ […]
ალექსანდრე წულაძემ და ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტ პედაგოგთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრმა პედაგოგებს მასწავლებლების მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით სამომავლო ხედვები გააცნო და მათთან სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა. „შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს, […]
ლევან დავითაშვილი – არჩევნებში გამოჩნდება, როგორია ხალხის განწყობა – დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის განწყობაა ის, რომ მას სურს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობის შენარჩუნება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე, რომლებსაც, მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ აქვეყნებენ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის რეიტინგები საკმაოდ სუბიექტურია და არ არის გამყარებული ობიექტური კვლევებითა და მეთოდოლოგიით, რომლებიც საჭიროა, რომ ეს ინფორმაცია იყოს სარწმუნო. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ასეთ რეიტინგებში საერთაშორისო ბრენდები და ავტორიტეტული სახელები […]
ლევან დავითაშვილი – ქუთაისის აეროპორტში ახალი, 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გვექნება, რაც ქალაქს საშუალებას მისცემს, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სატვირთო გადაზიდვების ჰაბი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა იწყება. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პროექტის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მნიშვნელობასა და მის საჭიროებაზე ისაუბრა – როგორც ქუთაისის აეროპორტის, ისე მთელი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიის განვითარებისთვის. „ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის დასაწყისი – როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ […]
ვლადიმირ პუტინი ირანელ კოლეგას თურქმენეთში შეხვდა

რუსეთის პეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, პარასკევს, თურქმენეთში მოლაპარაკებები გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან. ლიდერები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების ზრდას და მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებზე ერთმანეთის მსგავსი შეხედულებების ქონას. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისა და დასავლეთის წინააღმდეგობის ფონზე, ვლადიმირ პუტინს კავშირების გაღრმავება სურს მათთან, ვისაც ის უწოდებს გლობალურ აღმოსავლეთს და გლობალურ სამხრეთს. 22-24 ოქტომბერს, რუსეთი ყაზანში […]
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ხელოვნური ინტელექტით მართვადი დრონების წარმოებას აძლიერებს

მოსკოვში ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტით მართვადი დრონებით, უკრაინულ სამიზნეებზე წარმატებული იერიშები მიაქვთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი ტიპის დრონებით ორი რაზმია აღჭურვილი, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვის, მეორე კი რუსეთის კურსკის რეგიონში, საიდანაც რუსეთი უკრაინული ძალების განდევნას უკვე ორ თვეზე მეტია უშედეგოდ ცდილობს. „ბიჭები იბრძვიან, ძალიან წარმატებით იბრძვიან“,- ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი, რომელიც […]
უკრაინული ძალები ტორეცკის ნახევარს ინარჩუნებს და რუსების წინსვლის შეჩერებას ცდილობს

11 ოქტომბერს, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ტორეცკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები რუსული ჯარის იერიშების შეჩერებას ცდილობს და ამ დროს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის ნახევარს აკონტროლებს. „შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის დაახლოებით 40-50 პროცენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, დანარჩენი ტერიტორია კი მტერმა დაიპყრო“,- თქვა ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას ტორეცკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვასილ ჩინჩუკმა. სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, […]
პროექტში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ფაზას წარმოადგენს, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება – პრემიერი

პროექტში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ფაზას წარმოადგენს, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება – პრემიერი ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას, სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას […]