2024 წლის ბიუჯეტი მიმართულია სოციალური მიზნებისათვის – ეკა სეფაშვილი

მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს დეპუტატები დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
2024 წლის ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 20 მილიარდ 600 მილიონით განისაზღვრება და ის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით თითქმის 700 მილიონით არის გაზრდილი.
პარტია “ხალხის ძალის” წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის მესამედი სოციალური საკითხებისთვისაა გათვალისწინებული.
“2024 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც შარშანდელი ბიუჯეტი, მესამედი მიმართულია სოციალური მიზნებისათვის. დამატებითი თანხები მობილიზებულია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისათვის, ასევე სოციალური პროგრამებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისათვის. რა თქმა უნდა, თანხები მომატებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობს ბოლომდე დაკმაყოფილებულია, ამისათვის საჭიროა კვლავ გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება