აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრას ბრიუსელში ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
აქვე ნათქვამია, რომ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც.
“მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, მიმოიხილავენ მის მიღწევებს და გამოავლენენ კონკრეტულ რეკომენდაციებს პოლიტიკის მომავლისთვის” – აღნიშნულია ტექსტში.
მინისტერიალამდე ბრიუსელში დღესვე იკრიბება საგარეო საქმეთა საბჭო. მთავარ განსახილველ თემებად უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესია და ისრაელში არსებული ვითარება სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ