დავით ნარმანია, ზუგდიდში, დებატების პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების ტურნირის ფარგლებში, ზუგდიდში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად იყოს გააზრებული რატომ არის საჭირო განახლებადი ენერგიის განვითარება და როგორ […]
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ოთარ შამუგიამ, დუბაიში, იაპონიის ინიციატივით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ შეხვედრას, რომელიც იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრ იტო შინტაროს მოწვევით გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრი და მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით […]
„საბა“ 11 დეკემბრიდან მკითხველთათვის ახალ კამპანიას იწყებს

„საბა” 11 დეკემბრიდან მკითხველთათვის ახალ კამპანიას იწყებს და მათ საშუალებას აძლევს აპლიკაცია SABA Reader-ში ბესტსელერები უფასოდ წაიკითხონ. „თიბისის“ ცნობით, ბესტსელერებზე უფასო წვდომა ლიტერატურის მოყვარულებს ერთი თვის განმავლობაში ექნებათ, ხოლო წიგნების ჩამონათვალი პერიოდულად განახლდება. „კამპანიის მთავარი მიზანია, ნებისმიერ მკითხველს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს როგორც ქართულ, ასევე თარგმნილი ლიტერატურის პოპულარულ ტექსტებს. უფასო წვდომით ისარგებლებს ყველა მსურველი, იმისდა მიუხედავად […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „იბერია რეფრეშმენტსი“ გახდა

“იბერია რეფრეშმენტსი”, რომელიც 2004 წელს დაარსდა და Pepsico International-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. „იბერია რეფრეშმენტსი“ არ არის მარტო მდგომი სუბიექტი, ის წარმოადგენს დიდი საერთაშორისო კერძო საინვესტიციო ჯგუფის Revery Group-ის ნაწილს. ჯგუფის მთავარი მიზანია სასმელების ბიზნესის განვითარება სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. „იბერია რეფრეშმენტს“ ექსკლუზიური უფლება აქვს აწარმოოს […]
შემოსავლების სამსახურს ბიზნესი ₾1 მლრდ-მდე გადასახადზე ედავებოდა – 2022 წლის ანგარიში

ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველმა საბჭომ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში დაკისრებული გადასახადების შესახებ 2,796 საჩივარი შევიდა. ეს 2021 წელთან შედარებით 300 დავით ნაკლები იყო. ამ დავების საგანს ₾948 მილიონის საგადასახადო დავალიანება წარმოადგენდა, ეს 2021 წელთან შედარებით 900 მილიონი ლარით ნაკლები იყო. დავების განმხილველმა საბჭომ გასულ წელს სულ 72 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც […]
თვითმფრინავი, რომელსაც რადიოაქტიური ტვირთი გადაჰქონდა, ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 19 კგ რადიოაქტიური ტვირთი იყო ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება. Baza-ს ცნობით, ავიაკომპანია ЮТэйр-ის რეისზე, რომელიც 11 დეკემბრის ღამეს ხანტი-მანსიისკიდან მოსკოვში სრულდებოდა, ბორტზე 104 მგზავრისა და ეკიპაჟის 5 წევრის გარდა რადიოაქტიური ნივთიერებაც იყო.. დაშვებისას თვითმფრინავმა ავარიული განგაში გამოაცხადა შასის გაუმართაობის გამო. საბოლოოდ დაშვება წარმატებით დასრულდა – დილის […]
წაიკითხე ბესტსელერები უფასოდ SABA Reader-ში

„საბა“ 11 დეკემბრიდან მკითხველთათვის ახალ კამპანიას იწყებს და მათ საშუალებას აძლევს აპლიკაცია SABA Reader-ში ბესტსელერები უფასოდ წაიკითხონ. ბესტსელერებზე უფასო წვდომა ლიტერატურის მოყვარულებს ერთი თვის განმავლობაში ექნებათ, ხოლო წიგნების ჩამონათვალი პერიოდულად განახლდება. კამპანიის მთავარი მიზანია, ნებისმიერ მკითხველს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს როგორც ქართულ, ასევე თარგმნილი ლიტერატურის პოპულარულ ტექსტებს. უფასო წვდომით ისარგებლებს ყველა მსურველი, იმისდა მიუხედავად ყოფილა ის […]
სამადაშვილი კარბაიას მკვლელობაზე: ქართული ოცნება მას უმოქმედობით პასუხობს, დაუცველები ვართ

ამას ქართული ოცნება სრული უმოქმედობით პასუხობს და საუბრობს ტყუილ მშვიდობაზე, საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს მის მიერ წარმოებული პოლიტიკა, რამენაირად ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვართ სრულიად დაუცველები და რეალობა არის ის, რომ ხდება, მაგალითად, რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საერთაშორისო ჩართულობის კიდევ უფრო შევიწროება.
დოლიძე: ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას, საზოგადოებას სრულიად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ

ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ თავისი როლი ნამდვილად ითამაშა. შეიქმნება ახალი პლატფორმა, არ ვაპირებთ შერწყმას არცერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან, ჩვენ გვექნება ჩვენებური ხედვა, განსხვავებული ხედვა და შესაბამისად, […]