ყინვაგამძლე დიზელი „სოკარში“

ზამთრის დადგომისთანავე, მძღოლები, რომელთა ავტომობილებსაც დიზელის ტიპის საწვავი სჭირდებათ, სერიოზული პრობლემის წინაშე დგებიან. ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, მაღალი ხარისხის, ევრო 5 დიზელიც კი, ხშირ შემთხვევაში, -6 გრადუსზე იყინება. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად და მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, „სოკარი“ უკვე ორი წელია, ევრო 5 ტიპის დიზელს ანტიფრიზს უმატებს. დანამატი საერთაშორისო გერმანული კომპანია BASF-ის მიერაა წარმოებული და […]

ამერიკული F-16 ყვითელ ზღვაში ჩავარდა, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო

ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავი ყვითელ ზღვაში, კორეის ნახევარკუნძულის მიმდებარედ, ჩამოვარდა. სამხრეთ კორეული გამოცემა Yonhap News-ის თქმით, პილოტმა კატაპულტირება შეძლო, ხოლო თვითმფრინავის ნარჩენების წყლიდან ამოღება მოხერხდა. სამხედრო წყაროების ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი სამხრეთ კორეის ქალაქ კუნსანის სამხედრო ბაზასთან წვრთნებს გადიოდა, როდესაც წყალში ჩავარდა. კუნსანის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო ბაზა სეულის სამხრეთით 180 კმ-ში მდებარეობს და მასზე ამერიკული სამხედრო-საჰაერო […]

ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7-მა დატოვა

ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის საკრებულოს 12 წევრიდან 7-მა დატოვა – ამის შესახებ პარტიის წევრებმა ბრიფინგზე ისაუბრეს. ამასთან, ენმ-ის ყოფილი წევრის, გიორგი კილაძის თქმით, ქუთაისში არსებული 10 შტაბიდან 7 თითქმის სრული შემადგენლობით ტოვებს პარტიას. “ეს გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისში საკრებულოს წევრების უმრავლესობამ, საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7 ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას. ქუთაისში არსებული 10 შტაბიდან 7 შტაბი თითქმის სრული შემადგენლობით […]

გვაქვს დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება – ბექა დავითულიანი

მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ქვეყანას ევროკომისიის მხრიდან აქვს დადებით რეკომენდაცია, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. მისივე თქმით, საქართველო დადებით შეფასებას ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა. “გვაქვს დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პოზიტიურად ვიყოთ განწყობილები და ვიფიქროთ, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება. ეს […]

საპენსიო სააგენტოს წმინდა ამონაგები 804.9 მლნ ლარს შეადგენს

საპენსიო სააგენტოს 30 ნოემბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 804.9 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 467 ათასი ადამიანია.

დეკანოიძე: თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინას, რთული იქნება საქართველოს განცალკევება

ევროპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის EU-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთი დაბლოკავს, ამ გადაწყვეტილების საქართველოსგან განცალკევება რთული იქნება. მისი თქმით, გაფართოების შესახებ პაკეტი უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს კონტექსტში ერთიანად აღიქმება. “ჩვენ რეკომენდაცია მივიღეთ ზუსტად გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და ძალიან რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების ნებიდან გამომდინარე, რაც რეალურად ძალიან კარგად იცოდა ევროკავშირმა და […]

ბორელი: საქართველო კარგად ასრულებს საქმეს, ევროკომისიის წინადადება ძალიან პოზიტიურია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკომისიის წინადადება და ანალიზი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ჟურნალისტებთან განაცხადა. ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგში ევროკავშირის გაფართოების და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხები დგას. “ორბანმა მთელ მსოფლიოში იმოგზაურა, ესტუმრა პრეზიდენტ მაკრონს, ჩავიდა არგენტინაში. დიახ, ეს საკითხი იქნება […]

ვტოვებ ენმ-ის, რადგან ახალი მოძრაობის დროა – დოლიძე

ბაჩო დოლიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ბაჩო დოლიძე, რომელიც ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას თანამოაზრეა, ამბობს, რომ ახლა ახალი მოძრაობის დროა. „წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ, თავისი როლი ნამდვილად ითამაშა. შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც […]

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატებმა მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციის თაობაზე რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივა გააკრიტიკეს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციის თაობაზე, ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივა გააკრიტიკეს. გოცირიძის კანონპროექტი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განხილვის საგანი არ ყოფილა, თუმცა კომიტეტის წარმომადგენლებმა უმრავლესობიდან უკვე გამოხატეს პოზიცია, რომ მას მხარს არ დაუჭერენ. კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ ის კანონპროექტის განხილვისას საკუთარ პოზიციაში მკაცრი იქნება. ამასთან, ის […]

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებზე დამტკიცდება, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელოვნური კრიზისები და გადინება ელექტორალურ საფრთხეს ვერ შეუქმნის – მელია ძლიერი ფიგურა მაშინ იყო, როცა ენმ-ს ლიდერი იყო, როცა ოპოზიციის ოპოზიცია გახდა, მისმა ფასმა დაიწია

არჩევნებზე შედეგით დამტკიცდება, რომ „ნაცმოძრაობას“ ეს ხელოვნური კრიზისები და გადინება ელექტორალურ საფრთხეს ვერ შეუქმნის – ნიკა მელია ძლიერი ფიგურა მაშინ იყო, როცა ენმ-ს ლიდერი იყო და როცა ოპოზიციის ოპოზიცია გახდა, მისმა პოლიტიკურმა რეიტინგმა, ფასმა დაიწია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ […]