გივი მიქანაძე – ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ოპოზიცია კი სპეკულირებს – როცა 2009, 2011, 2012 წლებში არაერთი ჩვენი მოქალაქე სცემეს, წამებით მოკლეს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ რა გააკეთეს?

როცა 2009, 2011, 2012 წლებში არაერთი ჩვენი მოქალაქე სცემეს, წამებით მოკლეს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ რა გააკეთეს? ოპოზიცია სპეკულირებს ამ საკითხებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გალში, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე “ადრე თუ გვიან აუცილებლად წარდგება”. „ხელისუფლება […]
Volvo Retail Experience – თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, „ვოლვო ქარ საქართველოს“ კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში, „თიბისი ჯგუფის“ მხარდაჭერით, ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმი გაიხსნა. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 1200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმი საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს. შოურუმში შვედური ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს ვოლვოს მოდელები, სურვილის […]
ვტოვებ “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან ახალი მოძრაობის დროა – ბაჩო დოლიძემ პარტია დატოვა

ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ისევ ტოვებენ – დღეს პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება, პოლიტიკური მოძრაობის ყოფილმა საორგანიზაციო მდივანმა გააკეთა. ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ მათი პოზიციები ახალ მენეჯმენტთან შეუთავსებელია და მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი პარტიაში არაფორმალური მმართველობა გახდა. ის ახალ პარტიას შეუერთდება, რომელიც მისი განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნება. “ყველანი ვხედავთ რა შედეგიც დადგა არაფორმალური […]
მქონდა კარგი დისკუსია საქართველოსთან, ძალიან დადებითად ვართ განწყობილი, დარწმუნებული ვარ, კარგ პასუხს ვიპოვით საქართველოსთვის – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დღეს, ევროკავშირის დედაქალაქში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. პარალელურად, ილია დარჩიაშვილს ორმხრივი შეხვედრები ექნება კოლეგებთან, როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოში. მთავარი თემა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ასრებული მოლოდინებია. სწორედ 14-15 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგი და მზადება არის მთავარი საკითხი ევროკავშირის […]
პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან სწორედ ის ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – ომბუდსმენი გალში, საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი, ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ტექსტში ნათქვამია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან სწორედ ის ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. “სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ. კერძოდ, ოკუპირებული […]
მესი სკალონის შეხვდება – ეს არგენტინის ნაკრების მწვრთნელის ინიციატივა იყო

ჟურნალისტი ესტებან ედული გვაუწყებს, რომ ლიონელ მესი მალე არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლიონელ სკალონის შეხვდება. “ალბისელესტეს” ვარსკვლავი და დამრიგებელი ნაკრების რესტრუქტურიზაციის საკითხს განიხილავენ. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ სკალონიმ არგენტინის ნაკრების დატოვება არ გამორიცხა, ახლა კი მაიამის “ინტერის” შემტევთან შეხვედრის ინიციატორი თავად ის გახლავთ.
წაიკითხე ბესტსელერები უფასოდ SABA Reader-ში

“საბა” 11 დეკემბრიდან მკითხველთათვის ახალ კამპანიას იწყებს და მათ საშუალებას აძლევს აპლიკაცია SABA Reader-ში ბესტსელერები უფასოდ წაიკითხონ. ბესტსელერებზე უფასო წვდომა ლიტერატურის მოყვარულებს ერთი თვის განმავლობაში ექნებათ, ხოლო წიგნების ჩამონათვალი პერიოდულად განახლდება. კამპანიის მთავარი მიზანია, ნებისმიერ მკითხველს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს როგორც ქართულ, ასევე თარგმნილი ლიტერატურის პოპულარულ ტექსტებს. უფასო წვდომით ისარგებლებს ყველა მსურველი, იმისდა მიუხედავად ყოფილა ის […]
ზელენსკი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლათინური ამერიკა იყოს ჩვენ მხარეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ლათინური ამერიკის უკრაინის მხარეს ყოფნა მისი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ზელენსკიმ არგენტინაში ვიზიტის დროს ისაუბრა, სადაც ახალარჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. “მჯერა, რომ არგენტინის ახალი პრეზიდენტისა და მისი გუნდის პოზიცია უცვლელი დარჩება. დღეს ის დამყარებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების მხარდაჭერაზე”. – თქვა ზელენსკიმ. […]
ბადრი შუბლაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა

ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “სხვა პრობლემები არ გვეყოფოდა. ამ დილაუთენია ამ ომიანობისას და ეს თავზარდამცემი ამბავიც! ბადრიამ ჩაიდინა ეს უბედურება! აპააააა! აბა ახლა, როგორ შეამკობ ამ ცალტვინას გრიშა ბატონო! ველოდებით!”
ჯოზეფ ბორელი – კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მოვუწოდებ გააგრძელოს ამ გზით სიარული

კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მოვუწოდებ, გააგრძელოს ამ გზით სიარული, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. ბორელის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება […]