მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პარლამენტარები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ – NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტარები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ. კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ თქვენნაირი ადამაინის შეხედულებების შედეგები ასე გადანაწილდა: · ვეთანხმები – 41% · არ ვეთანხმები – 53% · არ ვიცი – 5% 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC […]

თოფურია/ვოლკანოვსკი – დვალიშვილი/სეჰუდო – ორი უდიდესი ქართული ბრძოლა ერთ ღონისძიებაზე

გუშინ, 10 დეკემბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეჰუდოს ამავე წვეულებაზე შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი დიდი ალბათობით ქამარზე ჩხუბი გარდაუვალი იქნება. შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილზეა, ხოლო სეჰუდო მეოთხე ადგილზე იმყოფება.

Volvo Retail Experience – თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, „ვოლვო ქარ საქართველოს” კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში, თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, ,,ვოლვო ქარ საქართველოს” შოურუმი გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 1200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ,,ვოლვო ქარ საქართველოს” შოურუმი საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს. შოურუმში შვედური ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს ვოლვოს მოდელები, სურვილის შემთხვევაში საკუთარი გემოვნებით და მასალებით […]

საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI ან ინსტიტუტი) და CRRCსაქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ახალი კვლევა, რომელიც ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა – 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ […]

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი) – უზუნთა – შქმერი – ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

NDI – გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 33% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 25%-ის აზრით საქართველო საერთოდ არ იცვლება

„ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ „საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება“, 33% მიიჩნევს, რომ „საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება“, ხოლო 25% -ის აზრით „საქართველო საერთოდ არ იცვლება“. ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, თუმცა დადებითი შეფასების მაჩვენებელი ოდნავ გაზრდილია. ამასთან, კვლევის თანახმად, ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე […]

NDI – მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი – ოპოზიციის მხარდამჭერთა მესამედი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნახევარი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს

მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი,- ამის შესახებ ინფორმაციას „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. კითხვაზე, როგორ შეაფასებთ არსებული მთავრობის საქმიანობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, კარგად 54% აფასებს, მაშინ როდესაც, მარტის თვეში იმავე კითხვაზე დადებითი პასუხი 43-მა პროცენტმა გასცა. ოქტომბრის მონაცემებით, მთავრობის საქმიანობა ცუდად 38%-მა შეაფასა, მარტის მონაცემებით კი გამოკითხულთა 43 პროცენტი აფასებდა მთავრობის მუშაობას […]

NDI – რესპონდენტთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, – ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს. რომელი […]

აფხაზეთის ე.წ. შსს – კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე „შესაბამისი სამსახურები გამოძიებას აწარმოებენ“. გამოცემა „აიაშარას“ ცნობით, ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, 6 დეკემბერს გალის რაიონის „შინაგან საქმეთა სამმართველოში“ შევიდა შეტყობინება, რომ გალის საქალაქო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. ”შემოსულ სატელეფონო შეტყობინებაზე რეაგირების შედეგად 1979 […]

თვითონაც ვერ გაურკვევიათ ისე მირბი-მორბიან პარტიიდან, ფაქტია, რომ მიხვდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ბრენდის ქვეშ ხელისუფლების მოპოვება არის შეუძლებელი – ბექა დავითულიანი

ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ისევ ტოვებენ – დღეს პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება, პოლიტიკური მოძრაობის ყოფილმა საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ გააკეთა. ენმ-დან წევრების გადინების საკითხს მმართველი გუნდი ეხმაურება – პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ პარტიის უკვე ყოფილი წევრები მიხვდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ბრენდის ქვეშ ხელისუფლების მოპოვება არის შეუძლებელი. “თვითონაც ვერ გაურკვევიათ ისე […]