NDI: მოსახლეობის 62% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% თვლის, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება, 29% კი ფიქრობს, რომ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. 7% ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იციან, 2%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

Volvo Retail Experience – თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, „ვოლვო ქარ საქართველოს“ კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში, თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, “ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმი გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ყველაზე მეტი მიიჩნევს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში ₾3,000-ზე მეტია საჭირო – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახალ სოციოლოგიურ კვლევას აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მოქალაქეთა პოზიციებს ასახავს. NDI-მ მოქალაქეებს ჰკითხა თუ რა თანხა იქნებოდა საკმარისი, რათა მათმა ოჯახმა კომფორტულად იცხოვროს. საგულისხმოა გარემოება, რომ მოქალაქეებისთვის ეს კითხვა ღია არ იყო და მათ რამდენიმე არჩევანს შორის უნდა დაეფიქსირებინათ პოზიცია: ა) 1000 ლარამდე – 7%; ბ) 1001-2000 ლარამდე – 22%; […]

უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს – NDI-ის კვლევა

უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს – NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები ცნობილია. კითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა (ოქტომბრის მონაცემები) · კარგად – 16 პროცენტი · საშუალოდ – 41 პროცენტი · ცუდად – 30 პროცენტი · არ ვიცი – 11 პროცენტი · უარი პასუხზე – 1 პროცენტი კვლევის თანახმად, პრეზიდენტის […]

მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი – NDI-ის კვლევა

მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი – NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები ცნობილია. კითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმინობას? პასუხები ასე გადანაწილდა (ოქტომბრის მონაცემებით): · კარგად – 54 პროცენტი · ცუდად – 38 პროცენტი · არ ვიცი – 6 პროცენტი · უარი პასუხზე – 2 პროცენტი კვლევის თანახმად, მთავრობის შეფასება ყველაზე მაღალი მცირე […]

დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს – NDI

დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს – NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები ცნობილია. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ან არა არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? პასუხები ასე გადანაწილდა. · მოსალოდნელია (2022 წლის დეკემბრის მონაცემით) 20 პროცენტი · მოსალოდნელია (2023 წლის მარტის მონაცემით) 15 პროცენტი · მოსალოდნელია (2023 წლის ოქტომბრის მონაცემით) 16 პროცენტი […]

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება: 16% – კარგად 41% – საშუალოდ 30% – ცუდად 11% – […]

NDI – გამოკითხულთა 44% პარლამენტის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 34% – ცუდად, 13% ამბობს, რომ პარლამენტი კარგად მუშაობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კერძოდ, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პარლამენტის საქმიანობას, რესპონდენტების 44% ამბობს, რომ საშუალოდ. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ცუდს უწოდებს 34%; 13% ამბობს, რომ პარლამენტი კარგად მუშაობს; 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 1% კი პასუხზე უარს ამბობს. კვლევის თანახმად, აღნიშნული სტატისტიკის სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით განაწილება […]

სანდრო ბაზაძემ 2023 წელი FIE-ს კაც ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა

სანდრო ბაზაძემ 2023 წელი FIE-ს კაც ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა. დღეს FIE-მ მიმდინარე წელს ბოლოჯერ განაახლა რეიტინგი. ქართველი მოფარიკავე 284 ქულით კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, ამჯერად ამერიკელ ელი დერშვიცს 111 ქულით უსწრებს. წყარო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

რეტროსპექტივის – “თანამედროვე ქართული კინოს” ფარგლებში, ფილმ “სხვისი სახლის” ჩვენება გაიმართა

რეტროსპექტივის – “თანამედროვე ქართული კინოს” ფარგლებში, ფილმ “სხვისი სახლის” ჩვენება გაიმართა. ფილმის რეჟისორი რუსუდან გლურჯიძეა. კინემატოგრაფიის ცენტრის ინიციატივით, კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში, 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, მიმდინარეობს რეტროსპექტივა “თანამედროვე ქართული კინო”. ღონისძიების მთავარი მიზანი, თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაციაა. ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა. პროგრამაშია 2005-23 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი.