საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც რეალურად იქნებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულების მექანიზმი – ხატია დეკანოიძე

ოკუპირებულ გალში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში “ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის” აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებას ითხოვს. განცხადება ხატია დეკანოიძემ გააკეთა და თქვა, რომ საკითხს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დააყენებს, რადგან ხელისუფლება აღნიშნული სიის აღსრულებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. “ჩვენ გვაქვს მიღებული რეზოლუცია, არსებობს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომლის მიხედვითაც, ძალიან სერიოზული, არა მხოლოდ სანქციები და სასჯელები […]

NDI: ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ოთხიდან ერთს მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ათიდან ერთი მოქალაქე ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის აღწერის დროს ამბობს, რომ საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. კერძოდ, 12% ამბობს, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნის, 28%-ს ფული ჰყოფნის საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნის ტანსაცმელზე. 45% აცხადებს, რომ ფული ჰყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, […]

NDI-ის კვლევა: ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. კითხვაზე, “ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მაქსიმუმ სამი პასუხი” – პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: · ფასების ზრდა/ინფლაცია – 37% · სამუშაო ადგილები – 35% · სიღარიბე – 28% · ტერიტორიული მთლიანობა – 23% · […]

NDI: საქართველოს მთავრობის საქმიანობას დადებითად 54% აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის საქმიანობას დადებითად 54% აფასებს. მთავრობის დადებითი შეფასება წინა კვლევის შემდეგ, რომელიც მარტში ჩატარდა, 11%-ითაა გაზრდილი. მთავრობის საქმიანობას დადებითად ყველაზე მეტად უმცირესობების დასახლებები აფასებენ, ასევე, 35-54 წლის ადამიანები. კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტლებში მოიმატა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ […]

NDI: დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს, კერძოდ, კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ – 80% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, 16%-ის თქმით, მოსალოდნელია, ხოლო 3%-მა არ იცის პასუხი. კვლევის მიხედვით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, […]

NDI: უმეტესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა. კითხვაზე, “რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა? მაქსიმუმ სამი პასუხი”, პასუხები ასე ნაწილდება: კვლევის თანახმად, დასახლების სხვა ტიპებთან შედარებით, თბილისელები განათლების სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებს უფრო კრიტიკულად აფასებენ.

NDI: მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. NDI-ის კვლევის მიხედვით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 47% პასუხობს, რომ არც ერთი, 19% […]

ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის 12 წევრიდან შვიდმა პარტია დატოვა, გავიდა საქალაქო ორგანიზაციის წევრთა ნაწილიც

„ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილმა. საკრებულოს 12 წევრიდან შვიდმა პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა 11 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. მათი თქმით, რჩებიან ოპოზიციაში და არ აპირებენ დატოვონ საკრებულოს დეპუტატის მანდატები. პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, შეუძლებელია ქვეყნის არაფორმალურ მმართველობასა და ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლა, როცა პარტიაში მსგავსი მმართველობა და […]

“კარბაიას გარდაცვალების ფაქტს” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს იძიებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გალის რაიონის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. სააგენტო “აიაშარას” მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში მისი ცემის შესახებ არაფერია ნათქვამი. დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ გამოძიებას“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სააგენტო აიაშარასთვის მიწოდებული […]

NDI-ის კვლევა: “ქართული ოცნება” – 19%; “ნაციონალური მოძრაობა” – 4%

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნდა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. პასუხების გაცემის დროს რესპონდენტების არჩევანი ანონიმური რჩებოდა. კითხვაზე, რომელი პარტია დგას მათთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულმა მოქალაქეებმა ასე უპასუხეს: · არცერთი პარტია – 47%; · “ქართული ოცნება” – 19%; · უარი პასუხზე – 13%; · არ ვიცი – 6%; · “ნაციონალური […]