თვითონაც ვერ გაურკვევიათ ისე მირბი-მორბიან პარტიიდან, ფაქტია, რომ მიხვდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ბრენდის ქვეშ ხელისუფლების მოპოვება არის შეუძლებელი – ბექა დავითულიანი

ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ისევ ტოვებენ – დღეს პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება, პოლიტიკური მოძრაობის ყოფილმა საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ გააკეთა.
ენმ-დან წევრების გადინების საკითხს მმართველი გუნდი ეხმაურება – პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ პარტიის უკვე ყოფილი წევრები მიხვდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ბრენდის ქვეშ ხელისუფლების მოპოვება არის შეუძლებელი.
“თვითონაც ვერ გაურკვევიათ ისე მირბიან და მორბიან ამ პარტიიდან. ფაქტი ის არის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ბრენდის ქვეშ მიხვდნენ, რომ ხელისუფლების მოპოვება არის შეუძლებელი. ახლა ნაწილს წარმოდგენილი აქვს, რომ დაიშლებიან და სადღაც რაღაც სხვა პლატფორმასა და სხვა ბრენდის ქვეშ გაერთიანდებიან. “ნაციონალური მოძრაობა” ისევ დარჩება ალბათ ყველაზე მსხვილ, თუმცა ბევრად სუსტ პარტიად. მარტივ მამრავლებად დაშლილი მე არ მგონია, რომ ამ ხალხს, რომელიც ამ ღირებულებების მატარებელია ჰქონდეს ამ ქვეყანაში კიდევ ხელისუფლების დაბრუნების შესაძლებლობა,” – აცხადებს ბექა დავითულიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება