ფასების ზრდას, დასაქმებას და სიღარიბეს მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია, მეოთხე ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობა – NDI

კითხვაზე – ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხული მოქალაქეობის უმრავლესობა ფასების ზრდას, დასაქმებას და სიღარიბეს ასახელებს, მეოთხე ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობა, მეხუთეზე პენსიები. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. […]
წლის მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება Spotlight ბრუნდება – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

23-24 დეკემბერს თბილისში მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება – Spotlight-ი გაიმართება, რომელიც marketer.ge-ს გუნდის მიერ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. უკვე მეათე წელია Spotlight-ი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, დაესწრონ შთამაგონებელ გამოსვლებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, მიიღონ ახალი ცოდნა, გაიზიარონ გამოცდილება და შეიძინონ ახალი კავშირები. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წელს ღონისძიების მთავარი თემა „მემკვიდრეობაა“. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ დავით გოგიჩაიშვილის, […]
„კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იგეგმება საქართველოსა და იაპონიის ერთობლივი კომიტეტის შექმნა“ – ოთარ შამუგია

დუბაიში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ შეხვედრას, რომელიც იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრ იტო შინტაროს მოწვევით გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ოთარ შამუგიამ დადებითად შეაფასა ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის ფარგლებში (JCM) […]
საქართველოს მოქალაქეების 16 % ემიგრაციაში წასვლას გეგმავს – NDI

მოქალაქეები – განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა – ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის მანძილზე ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს – ამის შესახებ საუბარია NDI-ის კვლევაში. დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს […]
უმუშევრობა, დაბალ ხელფასებთან და ინფლაციასთან ერთად, მთავარი ეკონომიკური გამოწვევაა – NDI კვლევა

საქართველოს მოქალაქეებს უმუშევრობა, დაბალ ხელფასებთან და ინფლაციასთან ერთად მთავარი ეკონომიკური გამოწვევად მიაჩნიათ. ამის შესახებ საუბარია NDI-ის კვლევაში. კითხვაზე თქვენი აზრით, რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი 3 ყველაზე დიდი პრობლემა, 58% სწორედ უმუშევრობას ასახეხელებს, შემდეგ მოდის დაბალი ხელფასები, ინფლაცია, სიღარიბე და მაღალი გადასახადები.
მოქალაქეთა უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება – NDI

NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგებით, მოქალაქეთა უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება. თბილისში მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ 4000 ლარზე მეტი სჭირდებათ, ხოლო სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობის თქმით, კომფორტული ცხოვრებისთვის თვეში 2000 ლარის შემოსავალი ეყოფოდათ.
მოსახლეობის 90%: ჯანდაცვის პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებსაც უნდა ფარავდეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა — 90% მიიჩნევს, რომ საყოველთაო დაზღვევამ უნდა დაფაროს მენტალურ/ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისები, როგორიცაა ექიმის კონსულტაცია, წამლები, ჰოსპიტალიზაცია. კვლევა დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნდა. ამასთან, უმრავლესობის (83%) აზრით დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს. თუმცა მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა, მათმა ნახევარმა კი მიმართა კიდეც. ხოლო მათ, […]
10-დან 1 მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს — NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს 10-დან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია. ამავე კვლევის მიხედვით, 10-დან 1 მოქალაქეს მაინც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის. გარდა ამისა, მოსახლეობის 62% იცნობს ერთ ადამიანს მაინც, ვინც ბოლო 1 წლის […]
NDI: მოსახლეობის 37% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 37% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 33%-ის აზრით – სწორი მიმართულებით, ხოლო 25% მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. ამასთან, NDI აღნიშნავს, რომ ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებები, ოპოზიციის მხარდამჭერები და ქალები არიან განწყობილნი.
NDI: მოსახლეობის 47% პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 47%-მა არცერთი პარტია დაასახელა, 19%-მა – ქართული ოცნება, ხოლო 4%-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გამოკითხულთა 6%-მა არ იცოდა პასუხი და 13%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე. კვლევა პირისპირი ინტერვიუსმეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 […]