ბრიტანეთის ახალი უწება გააკონტროლებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ქმნის ახალ უწყებას, რომლის ამოცანა იქნება, იბრძოლოს იმ სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს დაუწესეს უკრაინაში სამხედრო შეჭრის საპასუხოდ. სავაჭრო სანქციების განხორციელების ბიურო (The Office of Trade Sanctions Implementation, OTSI) 2024 წლის დასაწყისში შეუდგება საქმიანობას. სამსახური ყურადღებას მიაქცევს, რომ კომპანიებმა მესამე ქვეყნებში არ გაიტანონ პროდუქცია შემდგომ რუსეთისთვის გადასაცემად. გარდა ამისა, ის ჯარიმებს […]
ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს – NDI-ის კვლევა

საქართველოში უმუშევრობა, დაბალ ხელფასებთან და ინფლაციასთან ერთად, მთავარი ეკონომიკური გამოწვევაა. ამის შესახებ წერია NDI-ის, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევაში, რომელიც დღეს, 11 დეკემბერს, გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებად სახელდება: · უმუშევრობა – 58%; · დაბალი ხელფასები – 48%; · ფასების ზრდა – 43%; · სიღარიბე – 23%. “სხვა ჯგუფებთან შედარებით, უმუშევრობა ყველაზე ნაკლებად პრობლემური […]
ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე — მოქალაქეთა მთავარი პრობლემები NDI-ის კვლევის მიხედვით

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე — ესაა ის საკითხები, რასაც საქართველოს მოსახლეობა მთავარ გამოწვევად ასახელებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ეროვნული დონის გამოწვევებს შორის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მე-4 ადგილზეა. განათლება NDI-ის კვლევის ფარგლებში ცალკე დაისვა კითხვა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს შორის. ამ მიმართულებით მოქალაქეები მთავარ გამოწვევებად განათლების დაბალ ხარისხს (24%), მასწავლებელთა/ლექტორთა დაბალ კვალიფიკაციას (23%) […]
NDI-ის კვლევის თანახმად, დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს გზავნის

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს გზავნის. ამასთან, NDI-ის მონაცემებით, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს, მათივე განმარტებით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებშია. აღსანიშნავია, რომ NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, […]
NDI – ევროკავშირში გაწევრიანება მოსახლეობის ურყევი ნებაა – ყველაზე მაღალი მხარდაჭერა დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. კვლევის თანახმად, ევროკავშირის ყველაზე მაღალი მხარდაჭერა დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, პასუხები ასე გადანაწილდა: 79% – მისაღებია 11% – მიუღებელია […]
NDI – გამოკითხულთა 83% ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ისეთი მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა, პრობლემატურია, 8%-ის აზრით არ არის პრობლემატური

„ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83% ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ისეთი მენტალური (ფსიქიკური) ჯანმრთელობის დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა, „პრობლემატურია“, 8%-ის აზრით „არ არის პრობლემატური“. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86%-ს არ უფიქრია ფსიქოლოგისა ან ფსიქიატრისთვის მიმართვა, 12% -ს კი უფიქრია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იმ 12 პროცენტიდან, ვისაც უფიქრია სპეციალისტისთვის მიემართა, ნახევარი ასეც მოიქცა. […]
NDI – მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია

მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობა, 35-54 ასაკობრივი ჯგუფი და კაცები უფრო მეტად ამბობენ, რომ დასაქმებულები არიან. კითხვაზე, ჩამონათვალიდან, რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, გთხოვთ შეარჩიეთ ის საქმიანობა, რომელიც თქვენთვის ძირითადია, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება: 44% – დასაქმებული; 41% – […]
NDI – უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება

უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, აღნიშნულია, რომ თბილისში მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ 4000 ლარზე მეტი სჭირდებათ, ხოლო სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობის თქმით, კომფორტული ცხოვრებისთვის თვეში 2000 ლარის შემოსავალი ეყოფოდათ. კითხვაზე, რამდენი ლარი იქნებოდა […]
კარგი ამბავია ის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, საქართველო კარგად მუშაობს, კომისიის ყველა ანალიზი და წინადადება ძალიან დადებითი იყო – ჯოზეფ ბორელი

კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მოვუწოდებ, გააგრძელოს ამ გზით სიარული, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გააკეთა. “კარგი ამბავი ის არის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ. საქართველო კარგად მუშაობს. ამ დრომდე კომისიის ყველა ანალიზი და წინადადება მასზე ძალიან დადებითი იყო. მოვუწოდებ […]
დავით ნარმანია, ზუგდიდში, დებატების პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების ტურნირის ფარგლებში, ქ ზუგდიდში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნა და დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. “დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად ვახორციელებთ უკვე მეორე პროექტს, რომელიც მოიცავს სკოლის […]