“მინდოდა მეთქვა” – ანსამბლ “ქსოვრელებმა” ალბომის პრეზენტაცია გამართეს

“მინდოდა მეთქვა” – ასე ჰქვია ანსამბლ “ქსოვრელების” ალბომს, რომლის პრეზენტაცია ნატახტარში გაიმართა. ანსამბლის ტრადიციების გამგრძელებელმა გიორგი შოშიტაშვილმა მსმენელს 14 ნაწარმოები წარუდგინა. ღონისძიებას მუსიკოსები და მსმენელები ესწრებოდნენ.
“მოკვდა სანდრო ისე, რომ გრძნობაში არ მოსულა. გამოსული მისი წიგნები კი საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა და აყვარებდა ხალხს მის დამწერს”

უკიდურესად ხელმოკლე ალექსანდრე ყაზბეგი სადაც, ვისთანაც ღამეს გაათევდა, ყველა აღნიშნავდა, რომ მას ძალიან ცოტა ეძინა და თითქმის მთელი ღამის განმავლობაში წერდა. ის ჯერ “დროების”, შემდეგ “ივერიის” აქტიური თანამშრომელი იყო. ავადმყოფობა დროდადრო მოუვლიდა ხოლმე. თბილისის ქუჩებში თავისი განუყრელი მეგობრით, მხარზე შემოსკუპებული მაიმუნით – ჟაკოთი დასეირნობდა. ჯერ სასტუმრო “პეტერბურგში” ცხოვრობდა, შემდეგ “დროების” რედაქციაში. როცა ავადმყოფობამ დარია ხელი, […]
უმრავლესობის აზრით, წამლების და მომსახურების ფასი ჯანდაცვის ყველაზე დიდი პრობლემაა – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასური ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემაა. · წამლების საფასური – 68% · სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასური – 40% · ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის/კვალიფიკაციის ნაკლებობა – 28% · წამლების დაბალი ხარისხი – 28% · საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა -15% · ბიუროკრატია […]
ყველაზე მეტი მიიჩნევს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში ₾3,000-ზე მეტია საჭირო – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახალ სოციოლოგიურ კვლევას აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მოქალაქეთა პოზიციებს ასახავს. NDI-მ მოქალაქეებს ჰკითხა თუ რა თანხა იქნებოდა საკმარისი, რათა მათმა ოჯახმა კომფორტულად იცხოვროს. საგულისხმოა გარემოება, რომ მოქალაქეებისთვის ეს კითხვა ღია არ იყო და მათ რამდენიმე არჩევანს შორის უნდა დაეფიქსირებინათ პოზიცია: ა) 1000 ლარამდე – 7%; ბ) 1001-2000 ლარამდე – 22%; […]
ახალგაზრდები მხარს არ უჭერენ მმართველ პარტიას – რა აჩვენა კვლევამ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება. NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას: „არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს“, გამოკითხული პირების 62% პასუხობს – „არა“. 29% კითხვაზე დადებით პასუხს იძლევა. 7% ამბობს, რომ არ იცის, 2% პასუხზე უარს ამბობს. აღნიშნული სტატისტიკის განაწილება […]
,, ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად” – რა თქვა ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერთან საუბარზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი არგენტინაში ახალარჩეული პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ზელენსკიმ შემდგომ თქვა, რომ ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ესაუბრა. “ინაუგურაციის პარალელურად მე ვესაუბრე უნგრეთის პრემიერმინისტრს მაქსიმალურად გულწრფელად. ცხადია, ჩვენ ევროპის პოლიტიკაზე ვილაპარაკეთ” – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეო მიმართვაში. უკრაინა უახლოეს დღეებში ევროკავშირთან გაწევრიანების […]
NDI – ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა. […]
NDI – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია, – ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი. კითხვაზე, საქართველოში არსებულ მრავალ პოლიტიკურ პარტიას შორის რომელი დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, იმავე პასუხს აფიქსირებს 35-54 ასაკობრივი კატეგორიის 48% […]
NDI – უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს

უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს, – ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით დადებითად 29%-მა შეაფასა, 37%-მა საშუალოდ, 26%-მა კი ცუდად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ მარტის თვესთან შედარებით, გამოკითხვის მაჩვენებლები მინიმალურად არის შეცვლილი. ამასთან, NDI-ს შეფასებით, თბილისელები, ახალგაზრდები […]
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ფასების ზრდა/ინფლაცია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, 35%-ის აზრით, ასეთია სამუშაო ადგილები, 28% ასახელებს სიღარიბეს, 23% კი ტერიტორიულ მთლიანობას

„ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის (37%) ფასების ზრდა/ინფლაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. 35%-ის აზრით, ასეთია სამუშაო ადგილები, 28% ასახელებს სიღარიბეს, 23% კი ტერიტორიულ მთლიანობას. კითხვაზე: „ბოლო ათი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით?“ 45% მიიჩნევს, რომ ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება გაუმჯობესდა. 28%-ის აზრით, არ შეცვლილა, ხოლო 23% ფიქრობს, […]