“საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს…” – “ოცნების” და ოპოზიციის მომხრეების პასუხები NDI-ის კვლევაში

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) გამოაქვეყნეს, მოიცავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებასაც. კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი (46%) ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების 37% იზიარებს. ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე […]
NDI: მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ათი პროცენტითაა გაზრდილი

აშშ-ის “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 54% დადებითად აფასებს, 38% კი – უარყოფითად. მიმდინარე წლის მარტში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 43 – 43% იყო. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. ჯამში გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ პრემიერის საქმიანობა მიჩნეულია საშუალოდ ან კარგად, 29%-ისთვის – კარგად, 37%-ისთვის – […]
შექმენი საკუთარი ვებგვერდი უფასოდ – Glovo-სა და Kovzy-ს ერთობლივი შეთავაზება!

თუ გსურთ მიიღოთ შეკვეთები საკუთარი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით და გადაიხადოთ მხოლოდ შეკვეთების მანძილით დაანგარიშებული საფასური, მაშინ Glovo-სა და Kovzy-ის ერთობლივი შეთავაზება სწორედ თქვენთვისაა. Glovo და ონლაინ პლატფორმა Kovzy, რომელიც რესტორნებს ბიზნესის გაციფრულებაში ეხმარება, სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ, რომელიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ საკუთარი ვებგვერდი და ააწყოთ მიტანის სერვისი 1 დღეში! რას გულისხმობს Glovo-სა და Kovzy-ის თანამშრომლობა? · […]
მოქალაქეთა 90%-ის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს – NDI

NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგებით, უმრავლესობის აზრით , დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს. კითხვაზე, „თქვენი აზრით, რამდენად პრობლემატურია, თუ საერთოდ პრობლემატურია, ჩვენს საზოგადოებაში მენტალური ჯანმრთელობის ისეთი დარღვევები როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა?“, 83% პასუხობს, რომ პრობლემატურია, 8% ამბობს, რომ არ არის პრობლემატური, ხოლო ასევე 8% ამბობს, რომ არ იცის. […]
„საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია“ – DRI

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლის თავზე, საქართველოში ადამიანის საბაზისო უფლებების დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება. ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) 2023 წლის შემაჯამებელ დოკუმენტშია ნათქვამი. ამავე დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია – საქართველოში მცირდება განსხვავებული აზრის თავისუფლად, რეპრესიების შიშისაგან თავისუფალ გარემოში გამოთქმის სივრცე, რაც ჟურნალისტების, უფლებადამცველების, სამოქალაქო აქტივისტებისა […]
რას ფიქრობენ მოქალაქეები ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა – კერძოდ, 79% ამბობს, რომ მისაღებია გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 11% ამბობს, რომ მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის. ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. რაც შეეხება […]
“ბედნიერი ხარ? ასაკის სხვაობის შიში როგორ გადალახე?” – ქეთი ძიგუა მეუღლის, ლევან ქარაზანიშვილის, 28-წლიანი სხვაობისა და ოჯახური იდილიის შესახებ – Marao

“ბედნიერი ხარ? ასაკის სხვაობის შიში როგორ გადალახე?” – ქეთი ძიგუა მეუღლის, ლევან ქარაზანიშვილის, 28-წლიანი სხვაობისა და ოჯახური იდილიის შესახებ – Marao ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა. წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხელმომწერებს პირად ფოტოებს ხშირად უზიარებს. ლევანს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი 28 […]
NDI: გამოკითხულთა 24%-ის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24%-ის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევაა. გამოკითხულების 23% ფიქრობს, რომ განათლების სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევა მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალი კვალიფიკაციაა, ხოლო 22%-ის აზრით – უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური. NDI-ის მიხედვით, დასახლების სხვა ტიპებთან შედარებით, თბილისელები განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს უფრო კრიტიკულად აფასებენ. […]
NDI: საქართველოს მოსახლეობის 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 79% უჭერს მხარს, 11% წინააღმდეგია, ხოლო 8%-ს არ აქვს პასუხი. ამასთან ერთად, ორგანიზაციის ცნობით, ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარებული კვლევით, ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანთა […]
NDI: 83% ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ძალიან ცოტას უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა. იმ 12% დან ვისაც ეს უფიქრია, ნახევარი ასეც მოიქცა, მეორე ნახევარმა კი მიზეზად შესაბამისი ფინანსების ან საჭიროების არქონა დაასახელა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოების განწყობის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის […]