ალუდა ღუდუშაური – ჩვენ ვთქვით, რომ 15-ში ყველანი ვზეიმობთ – მოვიდეს, დადგეს იქ სალომე ზურაბიშვილიც და იზეიმოს, ყავასაც დავალევინებთ და ჩაისაც – რა გზასაც ის ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს

სალომე ზურაბიშვილი რა გზასაც ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაური გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კამპანიის, „ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს, რომელსაც 13 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსს გადასცემს. როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი “ხან რას იგონებს, ხან რას”. ღუდუშაური მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი სტატუსზე გადაწყვეტილებას […]

დმიტრო კულება – სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან – ორი წლის წინ ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მიიღებდა

იცით, რომ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში გაფართოების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელი იყო. იმ დროს ვერც ჩვენ და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მივიღებდით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, უჭერს თუ არა უკრაინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და […]

იან ლიპავსკი – ჩეხეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მისი თქმით, საქართველომ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები, რომელთან დაკავშირებითაც, დადებითი შეფასება არსებობს. „არსებობს არსებობს გარკვეული შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი, რომელიც უნდა შესრულდეს. რამდენადაც მე მესმის, ასეთი ნაბიჯების დადებითი შეფასება არსებობს“, – აღნიშნა იან ლიპავსკიმ.

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ასევე, გამოკითხულთა 13%-სთვის საფრთხედ აღიქმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია; 11%-სთვის რუსული პროპაგანდა; 5% ამბობს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ტერორიზმია; არალეგალი მიგრანტების ჩამოსვლას კი საფრთხედ მიიჩნევს 4%. ამასთან, კვლევის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების […]

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ, სახვითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსის გამარჯვებული ალექსანდრე ხუბუა დააჯილდოვა. როგორც აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ალექსანდრე ხუბუას ფერწერული ნამუშევრისთვის „ურბანიზაცია“ ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცა. „ასევე, კონკურსის ფინალისტებს, ფერმწერ ვერიკო იობაშვილს უსათაურო […]

ვახტანგ ცინცაძე – საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ინოვაციებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას

თბილისში კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია – GITI – გაიხსნა, რომელიც წელს მე-13 გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. ორდღიანი კონფერენცია ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით იმართება, ღონისძიების მხარდამჭერები არიან […]

NDI – „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას ემხრობა

„ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას ემხრობა – ევროკავშირთან და აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შედარებით მაღალია,- ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებშია აღნიშნული. კვლევის თანახმადვე, უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. გარდა ამისა, ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, […]

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს

„ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22-22%-ის აზრით, ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები უსახლკარო ცხოველები და გზებია. კვლევის მიხედვით, უსახლკარო ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას აწუხებს. ამასთან, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს, 27%-ს არ აწუხებს, 4% კი ამბობს, რომ მის უბანში უპატრონო/ქუჩის ძაღლები არ […]

თბილისში, კიბერუსაფრთხოებისა და აიტი ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია “ჯი აიტი” გაიხსნა

თბილისში, კიბერუსაფრთხოებისა და აიტი ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია “ჯი აიტი” გაიხსნა, რომელიც წელს მე-13 გაიმართა. კონფერენცია აი სი თი ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით იმართება. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობას რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში. კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ევროპის ქვეყნებიდან, სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან.

რა თქმა უნდა ველი და იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში საქართველოსაც მიენიჭება კანდიდატის სტატუსი – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში იმედოვნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მისი განცხადებით, “აშკარაა, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მთავრობაც ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს”. “რა თქმა უნდა, ველი და იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში საქართველოსაც მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშკარაა, რომ არა […]