მანჩესტერის ერთი გუნდიდან მეორეში – ტენ ჰააგს “სიტის” ფეხბურთელი სურს

The Sun-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედს” თანაქალაქელი “სიტის” ნახევარმცველის, კალვინ ფილიპსის შეძენა სურს. “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს მიაჩნია, რომ ინგლისელი მისი გუნდის სქემაში კარგად ჩაჯდება. შესაძლოა, “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებმა ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა ზამთარში სცადონ, ზაფხულში კი გამოისყიდონ. 28 წლის ფილიპსის სატრანსფერო ღირებულებად 32 მილიონი ევრო სახელდება. არ მგონია ამ სეზონის ბოლომდე […]

ქართველი მოთხილამურეები წვრთნებს უცხოეთში გადიან

FIS-ის საშეჯიბრო კალენდრის მიხედვით, ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. 2023-2024 წლების სეზონზე, ეტაპები ბაკურიანში მოგულსა და სკი კროსის, ხოლო გუდაურში – სნოუბორდ კროსის დისციპლინებში ჩატარდება. საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და მისი გენერალური სპონსორი “სილქნეტი” საქართველოს ნაკრების, ცალკეული სპორტსმენის მომზადებაზე ზრუნავენ და სეზონის დაწყებამდე უცხოეთში წვრთნას უზრუნველყოფენ. „სკი კროსის“ ნაკრების ვარჯიშები შვეიცარიის ცნობილ კურორტ […]

ბობოხიძე კარბაიაზე: პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმის გარდა ხელისუფლებასაც ეკისრება

პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს, მაგრამ პასუხიმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებასაც იმ დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო, რომელიც ახალისებს საოკუპაციო რეჟიმის მსგავს მოქმედებებს. ევროპულმა საქართველომ თავის დროზე წარვადგინეთ იმ სამოქმედო ბერკეტების ნუსხა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ხელისუფლებას სურვილის შემთხვევაში ექნებოდა საშუალება დაიცვას არათუ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლება, არამედ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებიც კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

უკრაინული მედია რუსეთის მხარეს გადასული ილია კივას ლიკვიდაციის ადგილიდან კადრებს ავრცელებს

უკრაინულმა მედიამ რადის ყოფილი დეპუტატი ილია კივას ლიკვიდაციის ადგილზე გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. როგორც ირწმუნებიან, ვიდეო მათ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) წყარომ მიაწოდა. უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატი ილია კივა 6 დეკემბერს, მოსკოვის მახლობლად, სასტუმრო Величъ Кантри Клаб-ის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აიღო. კივა 2014 წლიდან პარტია Правый сектор-ის წევრი იყო. 2017 […]

NDI: 10-დან 1 მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, 4-დან 1-ს თანხა მხოლოდ საკვებზე ყოფნის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს არ აქვს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა. გამოკითხვის თანახმადვე, ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, […]

NDI: 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებსაც უნდა ფარავდეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ძალიან ცოტას უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა. იმ 12% დან ვისაც ეს უფიქრია, ნახევარი ასეც მოიქცა, მეორე ნახევარმა კი მიზეზად შესაბამისი ფინანსების ან საჭიროების არქონა დაასახელა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოების განწყობის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის […]

NDI: 58% არაა დარწმუნებული, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას, 33% კი დარწმუნებულია, რომ შეძლებს. 9% ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის. ეს მაჩვენებელი 2023 წლის მარტის კვლევის შედეგთან შედარებით 8 პროცენტით გაზრდილია – მარტში 50%-ს ეპარებოდა ეჭვი, რომ […]

მოიმარაგე ინტერნეტი, სასაუბრო დრო და SMS სილქნეტის 90-დღიანი პაკეტებით

დღეიდან, სილქნეტის ქსელში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სპეციალურ ფასად სასურველი პაკეტი, სამი თვით გაიაქტიურონ. აქციის ფარგლებში შეთავაზებული იქნება შემდეგი 90 დღიანი პაკეტები: · 1 000 ადგილობრივი წუთი – 24 ლარად; · 25 000 მბ ინტერნეტი – 24 ლარად; · ულიმიტო ინტერნეტი – 79 ლარად; · ულიმიტო სასაუბრო დრო და ულიმიტო სმს – 54 ლარად; · ულიმიტო […]

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ვართ ტყუილის ჭაობში და ეს კვლევებშიც აისახება – რაც შეეხება ნიკა მელიას, მას განვიხილავ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს

ტყუილის ჭაობში ვართ და ეს კვლევებშიც აისახება, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოება ტყუილით არის გაჯერებული და ამაში დიდ როლს სხვადასხვა პოლიტიკოსი ასრულებს. „ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც 30 წლის ქართულმა პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა შექმნეს. თავდაპირველად, ეს არის ტყუილი, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი საზოგადოება და […]

მიხეილ სარჯველაძე – არც ერთი ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება – ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაბიჯი უკან არ იქნება!

მინდა, მთელი ჩვენი ქვეყნისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად ვთქვა: – არც ერთი ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება – ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაბიჯი უკან არ იქნება, – აღნიშნული განცხადებით დაიწყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ. სარჯველაძე თემურ კარბაიას მკვლელობას გამოეხმაურა და მომხდარს “საოკუპაციო რეჟიმის ბარბაროსული“ აქტი უწოდა. “დადგება დრო, როცა ყველას, […]