ერთი კვირაა, ნავალნის თანამებრძოლებსა და ადვოკატებს მისი ნახვის უფლებას არ აძლევენ

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლების თქმით, ერთი კვირაა, რაც ნავალნი არავის უნახავს, მათ შორის, არც მის ადვოკატებს ეძლევათ მისი მონახულების საშუალება. ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიში X-ზე წერს, რომ საპატიმრომ, სადაც ოპოზიციონერი 19-წლიან სასჯელს იხდის, სასამართლო სხდომაზე ნავალნის ვირტუალურად ჩართვაზე უარი თქვა და მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელა. “მეექვსე დღეა, არ ვიცით სად არის ალექსეი […]
გორის გვირაბებში, გეგმური მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო, 11 დეკემბრის 23:00 საათიდან 12 დეკემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო, 2023 წლის 11 დეკემბრის 23:00 სთ-დან 12 დეკემბრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 12 დეკემბრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის […]
The Time – თბილისი ევროპის ყველაზე ცოცხალი დედაქალაქია

„ადგილობრივი ღვინო, საბაგირო და ღამის ცხოვრება – თბილისი ევროპის მეორე ბერლინი ხდება“, – გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს. გამოცემის ჟურნალისტმა კრის შალკმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და The Times-ის მკითხველს დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. „საბჭოთა ეპოქის საწყობებსა და საუკუნის წინ აშენებულ სახლებში თანამედროვე ბუტიკური სასტუმროები და ბარებია […]
მარგველაშვილი ზურაბიშვილზე: მოვაწერ მის პეტიციას ხელს, თუ სააკაშვილის ხელმოწერაც იქნება

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც 13 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში გაიმართება, არ მივა. როგორც მარგველაშვილი მაბობს, პეტიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ მასზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელმოწერაც იქნება. “პირველ რიგში გამიკვირდა, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს და პრეზიდენტებს არ ახსენებს და პრემიერმინისტრებით შემოიფარგლება მარტო თავის საჯარო განცხადებაში. მეორე, მე ვუთხარი ადმინისტრაციას, რომ ასეთ პეტიციას […]
ფრანგი თინეიჯერები მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს

საფრანგეთის სასამართლომ იმსჯელა 2020 წელს მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობის საქმეზე. მკვლელობის ფასილიტაციისთვის ექვსი ფრანგი მოზარდი დამნაშავედ ცნეს. მოზარდები გასამართლდნენ დანაშაულებრივი შეთქმულების და ცილისწამების მუხლებით. 2020 წელს ჩეჩენმა ტერორისტმა 47 წლის ფრანგ მასწავლებელს თავი მოკვეთა. როგორც ცნობილია, სამუელ პატის მოსწავლეებმა ტერორისტს მისი ვინაობა შეატყობინეს და უთხრეს, რომ მან წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები საკლასო ოთახში გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე […]
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩატარდება

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩატარდება. “დღეს, 2023 წლის 11 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების იმ რეგიონებში ჩატარების საკითხზე იმსჯელა, სადაც სამხედრო მდგომარეობაა გამოცხადებული. მსჯელობაში მონაწილეობდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ხელმძღვანელები. ყველა მხარე […]
„საბანკო სექტორის წვლილი საქართველოს განვითარებაში“

საქართველოს საბანკო ასოციაცია საბანკო სექტორის მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილ წვლილს აჯამებს. ეკონომიკის და ბიზნესის განვითარება, ინოვაციები, დასაქმება და განათლება, სპორტისა და კულტურის მხარდაჭერა – ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამ წვლილს ასახავს.
“ბაიერნი” ზამთარში გაძლიერდება – კლუბი მინიმუმ 2 ტრანსფერს განახორციელებს

ცნობილი და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბაიერნი” გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გააძლიერებს. მიუნხენელები იანვრის თვეში ახალი 2-3 ფეხბურთელის დამატებას შეეცდებიან. მოგეხსენებათ, “რეკორდმაისტერი” ბუნდესლიგის გასულ ტურში გასვლაზე “აინტრახტთან” 1:5 განადგურდა და იყო საუბარი იმის შესახებ, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს გაათავისუფლებდნენ.
წლის მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება Spotlight ბრუნდება – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

23-24 დეკემბერს თბილისში მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება – Spotlight-ი გაიმართება, რომელიც marketer.ge-ს გუნდის მიერ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. უკვე მეათე წელია Spotlight-ი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, დაესწრონ შთამაგონებელ გამოსვლებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, მიიღონ ახალი ცოდნა, გაიზიარონ გამოცდილება და შეიძინონ ახალი კავშირები. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წელს ღონისძიების მთავარი თემა „მემკვიდრეობაა“. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ დავით გოგიჩაიშვილის, […]
ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში “ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის” აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებას ითხოვს

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებას ითხოვს. განცხადება ხატია დეკანოიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გააკეთა. “მექნებოდა შეთავაზება ადამიანის უფლებების კომიტეტის, შევიტანოთ რეზოლუციის პროექტი, დავამტკიცოთ ეს რეზოლუცია, ვუყაროთ კენჭი და ასევე, ეს იყოს ზუსტად გალში მომხდარი არა ადამიანური ფაქტის დადასტურებაც და დაგმობაც,“ – აცხადებს ხატია დეკანოიძე. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია […]