გორის გვირაბებში გეგმური მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო, 11 დეკემბრის 23:00 საათიდან 12 დეკემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო, 2023 წლის 11 დეკემბრის 23:00 სთ-დან 12 დეკემბრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 12 დეკემბრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. მათივე ცნობით, საავტომობილო […]
“ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა” | ზურაბიშვილი კარბაიას მკვლელობაზე

“ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა” | ზურაბიშვილი კარბაიას მკვლელობაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობას X-ზე ეხმაურება. ზურაბიშვილის თქმით, ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა. “ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, კარბაიას სიცოცხლე ემსხვერპლა […]
საიამ TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო მოქალაქის სამართალდამრღვევად ცნობა სტრასბურგში გაასაჩივრა

საიამ TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო მოქალაქის სამართალდამრღვევად ცნობა სტრასბურგში გაასაჩივრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს. საქმე ეხება მოქალაქე ირაკლი მაილაძეს, რომელიც ვიდეოში სატრანსპორტო კოლაფს აკრიტიკებდა. სამართალდამცველებმა ვიდეოს ავტორი დააკავეს, საქალაქო სასამართლომ კი მას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საიას შეფასებით, ინტერნეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე მსგავსი ფორმით გამოთქმული […]
ადგილობრივების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა კარბაიას მკვლელობისთვის დაკავებული “მილიციელები” გაათავისუფლა

ადგილობრივების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას, მკვლელობისთვის დაკავებული “მილიციელები” გაათავისუფლა. “როგორც ადგილობრივები გვაწოდებენ ჩვენ ინფორმაციას, სამივე დამნაშავე არის განთავისუფლებული და გვიან ღამით ისინი გალში უკვე იმყოფებოდნენ. ოკუპირებული რეჟიმი არ აპირებს მათ დასჯას. ეს ფაქტი, რომ ისინი გაათავისუფლეს, იმის მაჩვენებელია, რომ დაუსჯელობის სინდრომი გრძელდება,” – ამბობს მოძრაობა “აფხაზეთისთვის წევრი,” ნუკრი ნოდია. მომხდარს ამ […]
ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე | ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ “მაქსიმალურად გულწრფელად” ესაუბრა უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. ზელენსკი და ორბანი ერთმანეთს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე შეხვდნენ. “ვესაუბრე უნგრეთის პრემიერმინისტრ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად. და ნათელია, რომ ეს ეხება ჩვენს ევროპულ საქმეებს”, – თქვა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების საკითხი წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 14-15 დეკემბერს, ბრიუსელში […]
მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზვავი, ნისლი და ქარბუქი | გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზვავი, ნისლი და ქარბუქი | გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო, მთიან რაიონებში, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. სააგენტოს თქმით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს ამბობს, რომ “კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე” გამოძიება მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას, “გარდაცვალების ფაქტზე” შესაბამისი სამსახურები გამოძიებას აწარმოებენ. მის ცემაზე არაფერია ნათქვამი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს მიერ სააგენტო “აიაშარასთვის” მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 6 დეკემბერს განყოფილებაში “სატელეფონო შეტყობინება” შევიდა, რომ ბაზრის მიდამოებში, “ნასვამ მდგომარეობაში” მყოფი მოქალაქე “ავიწროებდა მოქალაქეებს და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა”. დე ფაქტო სამინისტრო […]
დაზიანებული აქვს ორგანოები, ნეკნები მოტეხილი | ოკუპირებულ გალში მოკლული თემური [ვიტალი] კარბაიას ახლობელი

ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თემურ/ვიტალი კარბაიას მკვლელობაზე საქართველოს მთავრობა დუმს. ფაქტს არ გამოხმაურებია არც პრემიერმინისტრი და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით გუშინ, 10 დეკემბერს, გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, კარბაია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დოკუმენტების შემოწმების მიზნით გააჩერეს, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, ნაცემი კაცი ჯერ ე.წ. განყოფილებაში წაიყვანეს, შემდეგ კი კლინიკაში. არსებული ცნობებით, საქართველოს […]
ხაზარაძე კარბაიაზე: წარმოუდგენელია, ასეთი ტრაგედიის დროს ხელისუფლება დუმს, ეშინიათ

ეს არის იმის შედეგი, რომ სულ რაღაც რამდენიმე ხნის წინ გინტური მოკლეს, ცინიკურად და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი რეაგირება ჰქონია. ახლა, მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი გალის რაიონში. ეს არის წარმოუდგენელი რაღაც, როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიისა და ასეთი მკვლელობის დროს ხელისუფლება დუმს და დუმს იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, იმიტომ, რომ მათ ეშინიათ თავიანთი მოქალაქეების დაცვა, ეშინიათ […]
პარიზში, სასტუმრო Ritz-ში 750 000 ევროდ შეფასებული დაკარგული ბეჭედი მტვერსასრუტში იპოვეს

პარიზში, სასტუმრო Ritz-ში დაკარგული ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 750 000 ევროს შეადგენს, მტვერსასრუტის ტომარაში იპოვეს. ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, ძვირადღირებული ბეჭედი მალაიზიელ ქალს ეკუთვნის, რომელმაც პარასკევს პოლიციას მიმართა, რადგან ეჭვობდა, რომ ბეჭედი სასტუმროს თანამშრომლებმა მოჰპარეს. მისი თქმით, მან ბეჭედი მაგიდაზე დატოვა, დაბრუნებისას კი ადგილზე აღარ დახვდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრომ ბეჭდის მფლობელს […]