ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში “ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის” აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებას ითხოვს

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებას ითხოვს. განცხადება ხატია დეკანოიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გააკეთა.
“მექნებოდა შეთავაზება ადამიანის უფლებების კომიტეტის, შევიტანოთ რეზოლუციის პროექტი, დავამტკიცოთ ეს რეზოლუცია, ვუყაროთ კენჭი და ასევე, ეს იყოს ზუსტად გალში მომხდარი არა ადამიანური ფაქტის დადასტურებაც და დაგმობაც,“ – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების უფლებების დასაცავად, იმ საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, რაც ქვეყანას გააჩნია. კომიტეტის სხდომა თავმჯდომარემ სამძიმრით დაიწყო.
“ის ბარბაროსობა, რომელიც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იხილა, რა თქმა უნდა, საჭიროებს შეურიგებელ დამოკიდებულებას და მთელი ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება სწორედ ამგვარი გახლავთ, საქართველო ვერასდროს შეურიგდება ოკუპაციას,“ – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრებ თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება