გნაბრის ტრავმა სერიოზულია – “ბაიერნმა” ახალ წლამდე დანაკლისი მიიღო

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში “ბაიერნი” გასვლაზე “აინტრახტთან” 1:5 განადგურდა, მაგრამ ეს მატჩი მიუნხენელებისთვის სხვა მხრივაც აღმოჩნდა სამწუხარო. “რეკორდმაისტერის” შემტევი სერჟ გნაბრი 66-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ ტრავმა მიიღო და 5 წუთში ისევ შეცვალეს. ჟურნალისტ კერი გაუს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით, 2-3 თვე გაუცდება. მიმდინარე სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე […]
ზურაბიშვილის შემოთავაზებულ პეტიციას ხელს მხოლოდ სააკაშვილის შემდეგ მოვაწერ – გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემლობაში სალომე ზურაბიშვილს მისი წინამორბედი გიორგი მარგველაშვილი ამხელს. მეოთხე პრეზიდენტი არ აპირებს მივიდეს ზურაბიშვილის დაანონსებულ დიდ შეკრებაზე. გიორგი მარგველაშვილს უკვირს, რატომ არ ახსენა მოქმედმა პრეზიდენტმა გამოსვლაში ყოფილი პრეზიდენტები, რომელთაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბევრი აქვთ გაკეთებული. მარგველაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მისი ხელმოწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დოკუმენტზე, როცა მას ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს. მე ყოველთვის […]
ემხრობა თუ არა უკრაინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას — კულებას პასუხი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ყველა ქვეყნის პროგრესი მნიშვნელოვანია, ამავდროულად ხაზს უსვამს, რომ გაფართოების პროცესი კომიდან უკრაინამ გამოიყვანა. ამის შესახებ კულებამ ბრიუსელში, ქართული მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კითხვაზე, ემხრობა თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და უკრაინასთან ერთ ჯგუფში ყოფნას. „მე ვფიქრობ, ერთი დიდი ჯგუფია ახლა იმ ქვეყნების, […]
11-12 დეკემბერს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო, 2023 წლის 11 დეკემბრის 23:00 სთ-დან 12 დეკემბრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 12 დეკემბრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების […]
მინიმალური საათობრივი ანაზღაურების წესის დარღვევის გამო, 10 თვეში 31 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა

შრომის ინსპექციამ, ექიმებისა და ექთნებისთვის დაწესებული მინიმალური საათობრივი ანაზღაურების წესის დარღვევის გამო, 10 თვეში, 31 სამედიცინო დაწესებულება დააჯარიმა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. შრომის ინსპექციის სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის 1იანვრიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში 354 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმეს, საიდანაც 47 კლინიკაში მინიმალურ ზღვარზე ნაკლები საათობრივი ანაზღაურების გაცემა გამოვლინდა. მათივე ცნობით, ჯარიმა განესაზღვრა 31 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო […]
15 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება

15 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება. რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია, რომლის გახსნის დღე სექტემბრის პირველი სამშაბათია, დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ აპირებს. პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში თებერვლის პირველ სამშაბათს – 6 თებერვალს განაახლებს.
რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებშიც გეგმავს

რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საომარი მდგომარეობის მიუხედავად, არჩევნები ე.წ. რუსეთის ახალ რეგიონებშიც ჩატარდეს. რუსული მედია იუწყება, რომ კომისიის წევრებმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან, თავდაცვის სამინისტროსთან, ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისა“ და ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ხელმძღვანელებთან […]
ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სიმონ მორდიუს. „შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი გაფართოების დღის წესრიგი და ამ კუთხით ევროპული საბჭოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო. მინისტრმა დიპლომატიურ მრჩეველს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია […]
15 დეკემბერს პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში თეა ახვლედიანს მოუსმენს

პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს მოუსმენს. ახვლედიანი პლენარულ სხდომაზე, 15 დეკემბერს, “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. მისი მოსმენა პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგში უკვე ასახულია. სახელმწიფო მინისტრი სესიაზე გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვების უპასუხებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო – მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.