საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია გამოწვევად რჩება

საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა – ასეთი შეფასებით გამოეხმაურა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI). არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ამ დრომდე, ვერ მოხდა ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ელიტურ კორუფციას ეფექტურად გაუმკლავდებოდა. OECD/ACN-ის ანტიკორუფციული ქსელის ბოლო ანგარიში ასახავდა ყველა იმ პრობლემას, რაც საქართველოში არის, მათ შორის, სასამართლოს და საგამოძიებო უწყებების დამოუკიდებლობის და […]

შვედეთი იზოტოპებს რუსეთში ბირთვული ქობინის მწარმოებლისგან ყიდულობს – გამოცემა Expressen-ი

რუსული „ელექტროხიმპრიბორის“ ქარხანა, რომელიც სხვა პროდუქციასთან ერთად, ბირთვულ ქობინებს აწარმოებს, იშვიათი რადიოაქტიური იზოტოპებით ამარაგებს შვედეთს იმ კომპანიების შუამავლობით, რომლებსაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ რუსულ სპეცსამსახურებთან. ამის შესახებ წერს შვედური გამოცემა Expressen-ი, რომლის თქმით, იზოტოპების მიწოდება ნაწილობრივ შვედეთის მთავრობის წყაროებიდან ფინანსდება. რუსეთში რადიოაქტიური იზოტოპების შეძენა სანქციებს არ ექვემდებარება. სტატიაში ხაზგასმულია, რომ რადიოაქტიური იზოტოპები შეიძლება გამოყენებულ იქნას სამეცნიერო […]

ირაკლი პეტრიაშვილი – NDI-ის კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ქვეყნის მოსახლეობის მთავარი გამოწვევები, სწორედ ის საკითხებია, რომლის გადაჭრასაც პროფკავშირები წლებია ითხოვს

NDI-ის კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მთავარი გამოწვევები, სწორედ ის საკითხებია, რომლის გადაჭრასაც პროფკავშირები წლებია ითხოვს და ადვოკატირებას უწევს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ევროკავშირის სტრუქტურებთან ურთიერთობისას. ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „მოსახლეობის გამოწვევა სწორედ ეს საკითხებია და არა ის კარდებალეტი, რასაც ქართველი პოლიტიკოსები დღის წესრიგად […]

წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 13.8 ტონას მიაღწევს – G&T-ის ახალი პროგნოზი

„გალტ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლები $245 მლნ-ს, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.8 ტონას მიაღწევს. თუკი სარკინიგზო კომპანიის მიერ ამ მაჩვენებელზე გასვლა მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მეოთხე კვარტალში რკინიგზით 3.5 მლნ ტონა ტვირთის გადატანა მოხდება. საპროგნოზო მაჩვენებელი 1 მლნ ტონით ჩამორჩება 2022 წლის შედეგს. გასულ წელს რკინიგზით 14.8 მლნ ტონა ტვირთის […]

ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც, კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ნებადართული არ არის, კონსტიტუციის უხეში და მიზანმიმართული დარღვევაა – ანრი ოხანაშვილი

პრეზიდენტი უნებართვო ვიზიტებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტმა პრაღის სასახლეში მიიღო – ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის ორმხრივი მოლაპარაკებები, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ძალისხმევა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგები და ვითარება სამხრეთ კავკასიაში. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს კონსტიტუციის მორიგ უხეშ დარღვევად მიიჩნევენ მმართველ გუნდში. „ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც […]

მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, აქტიურად საუბრობენ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და მიღებულ შედეგებზე – დარჩიაშვილი

მნიშვნელოვანი სამუშაო კვირა ბრიუსელში პოზიტიური გზავნილებით გაიხსნა. 14-15 დეკემბრის სამიტამდე, გაერთიანების პირველი დიპლომატები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს პროგრესს პრიორიტეტების შესრულების გზაზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ცოტა ხანში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალით გაგრძელდება, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც დაესწრება. იქამდე ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნის […]

დმიტრო კულება: ჩვენ შეგვიძლია ხტომა, შეგვიძლია ცეკვა, თუკი იქნება დამატებითი მოთხოვნა, გარდა იმისა, რაც უკვე გაკეთდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინას „ჯერ კიდევ უჭირს უნგრეთის უხეში განცხადებების გაგება“. მისივე თქმით, უკრაინამ შეასრულა ყველა პირობა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების დასაწყებად. “ჩვენ შეგვიძლია ხტომა, შეგვიძლია ცეკვა, თუკი იქნება დამატებითი მოთხოვნა, გარდა იმისა, რაც უკვე გაკეთდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თამაში სამართლიანად უნდა წარიმართოს“, – ამბობს დიპლომატი. კულებას […]

კვარაცხელიამ სრული დატვირთვით ივარჯიშა, ოსიმენი კი მაროკოში გაფრინდა

ხვიჩა კვარაცხელია მსუბუქი გრიპის გამო გუშინ მხოლოდ სპორტულ დარბაზში დაიტვირთა, დღეს კი გუნდთან ერთად სრულად ივარჯიშა და “ბრაგასთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში დიდი ალბათობით “ნაპოლის” დაეხმარება. Il Mattino წერს, რომ კვარაცხელია, სავარაუდოდ, სასტარტოში იქნება, მაგრამ თუ 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იქნა, შეიძლება მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ძირითად შემადგენლობაში ჯაკომო რასპადორი დააყენოს. ასევე გუნდთან ერთად ივარჯიშა კაიუსტემ, […]

,, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულად უსწავლელ ახალ თაობას” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს: ,,საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულად უსწავლელ ახალ თაობას. ეს არის მასწავლებელთა გადამზადების იმ პროგრამის შეჩერების პირდაპირი შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით. 2012 წლიდან შეიცვალა მთავარი რამ – სწავლა ისევ აღარ არის პრესტიჟული. ბავშვები უყურებენ, რომ ცხოვრებაში სულ სხვა კრიტერიუმებია საჭირო წარმატების […]

„ევროპული მარში“ და ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა თბილისში

თბილისში, უამინდობის მიუხედავად, ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა „ევროპულ მარშში“. „შენი ხმა ევროკავშირს“ – ასე ერქვა მესამე სექტორის მიერ მოწყობილ მსვლელობას, რომლის მიზანიც ევროკავშირისთვის ხმის გაგონება იყო. აქციაზე ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაშალეს, რომელიც საქართველოში შეიკერა.