„წითელი ხაზები ჯერ კიდევ არ გადაულახავთ“ — გახარია „ოცნებაზე“

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ წითელი ხაზები „ჯერ არ გადაულახავს“. ამის შესახებ გახარიამ 9 დეკემბერს, რაჭაში, პარტიის ადგილობრივ წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ესენი გონზე არიან მოსაყვანები. ჯერ კიდევ წითელი ხაზები არ გადაულახავთ. მე იმედი მაქვს, რომ ის ღირსეული ადამიანები, ვისაც ოცნებაში ჯერ კიდევ გონიერება და პრაგმატულობა შერჩა, დაფიქრდებიან, რომ ამ წითელი […]

მხოლოდ დეკემბერში რუსეთში თვითმფრინავების გაუმართაობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა – მედია

მხოლოდ 2023-ის დეკემბერში, რუსეთში თვითმფრინავების გაუმართაობის, ჯამში ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. „ნიუსუიკის“ ცნობით, 8 დეკემბრის ჩათვლით, ადგილი ჰქონდა რვა ასეთ შემთხვევას. ამას დაემატა 11 დეკემბერს, სატვირთო ხომალდის, Sukhoi Superjet 100-ის გაუმართაობა, რომელსაც აეროპორტში დაბრუნება მოუწია. როგორც წესი, თვითმფრინავების პრობლემები გამოწვეულია ძრავის ან სხვა დეტალების გაუმართაობით. თუმცა, მომხდარი შემთხვევების შედეგად, ოფიციალური ცნობებით, არავინ დაზიანებულა. ამავე დროს, გაუმართაობის […]

მთავრობამ დაამტკიცა საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის

დღეს, 11 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე დამტკიცეს დოკუმენტი — საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის. ეს ინფორმაცია სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ გაავრცელა. თუმცა, თავად დოკუმენტი, ჯერჯერობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ჯაველიძის განცხადებით, დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის “პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემების ერთიანი ხედვის შემუშავება”. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით […]

თურქეთს ციფრული ჯანდაცვის მსოფლიო ლიდერობა სურს

თურქეთის კერძო საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ასოციაციის (OHSAD) ხელმძღვანელის რეშათ ბაჰათის თქმით, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქვეყანა მოწინავე პოზიციებზე უნდა იყოს, რადგან ეს ტექნოლოგია გადამწყვეტ როლს შეასრულებს ჯანდაცვის სისტემაში. მისივე განცხადებით, კერძო სექტორი ჯანდაცვის სფეროში მოსახლეობას 4 მილიარდი დოლარის სერვისებს აწვდის. ამ სექტორში 450 ათასი ადამიანია დასაქმებული, ირიბად კი ეს მაჩვენებელი 1,5 მილიონსაც კი აღწევს. ამის […]

რუსეთის პრეზიდენტი ჯარისკაცებს: 2024 წელს კენჭს ისევ ვიყრი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარასკევს უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებთან შეხვედრისას, სამხედროებს განუცხადა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ხელისუფებაში დარჩენის შანსი 2030 წლამდე აქვს. პუტინი ქვეყანაში 1999 წლის ბოლო დღეს, ბორის ელცინის შემდეგ აირჩიეს. ის რუსეთის ისტორიაში, იოსებ სტალინის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი ვადით მართავს ქვეყანას. მან ლეონიდ ბრეჟნევის […]

სლოვაკი მძღოლები უკრაინა-სლოვაკეთის საზღვარს ნაწილობრივ დაბლოკავენ

სატვირთო ავტომობილების სლოვაკი მძღოლები უკრაინასთან ქვეყნის ერთადერთი სატვირთო გზის ნაწილობრივ ბლოკადას გააგრძელებენ. გადამზიდველთა ასოციაციის განცხადებით, ბლოკადა 11 დეკამბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყო. სლოვაკი და პოლონელი მძღოლები, უკრაინული გადამზიდი ფირმებისთვის ევროკავშირში წვდომის შეზღუდვას ითხოვენ. ევროკავშირმა, შეზღუდვა გასულ წელს მოხსნა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. „სატვირთო ავტომობილებისთვის სლოვაკეთში შესვლა დაიბლოკება. კერძო პირების გადაადგილება არანაირად არ შეიზღუდება“, […]

ზელენსკის თეთრ სახლში ელიან

უკრაინის პრეზიდენტი ამ კვირის განმავლობაში ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის და რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს. შეერთებული შტატების დედაქალაქში ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად, მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. შესაძლოა, ამ კვირაშივე გადაწყდეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კონგრესში შეტანილი კანონპროექტის ბედი, რომელიც კიევისთვის თითქმის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს. აქედან 50 მილიარდი უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყფას […]

„რუსეთი საწვავს ფასდაკლებით აღარ გვაძლევს“ – ნავთობიმპორტიორთა კავშირი

რუსეთი საქართველოსთვის დიზელის და რეგულარის საწვავის #1 იმპორტიორია. ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ამ ბაზარზე მთლიანი იმპორტის 63,3% მოდის. საქართველოს ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში რუსეთიდან საწვავის რეგულარული იმპორტი ფაქტობრივად აღარ განხორციელებულა. მიზეზი რუსეთის მხრიდან საწვავზე დაწესებული მაღალი ფასია. როგორც ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რუსეთი ქართველ ნავთობიმპორტიორებს საწვავს ფასდაკლებით აღარ აძლევს. […]

“მადლობელი ვართ უნგრეთის ხელისუფლების” | ილია დარჩიაშვილის მადლობა პუტინის მეგობარ ორბანს

“მადლობელი ვართ უნგრეთის ხელისუფლების”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში, მინისტერიალის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრობს. ის იმედოვნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება. “მადლობელი ვართ უნგრეთის ხელისუფლების, მათი ძალიან მკაფიო გზავნილებისთვის, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, შესაბამისად ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია და ეს ნამდვილად იქნება, რომ […]

სუპერმარკეტიდან საკვების ქურდობისთვის იტალიაში საქართველოს 40 წლის მოქალაქე დააკავეს

სუპერმარკეტიდან საკვების ქურდობისთვის იტალიაში საქართველოს 40 წლის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. შემთხვევა რომში, სან პაოლოს რაიონში მდებარე სუოერმარკეტში მოხდა. 40 წლის მამაკაცმა თაროებიდან აღებული საკვები პროდუქტი ზურგჩანთაში დამალა, რა დროსაც ის მაღაზიის მენეჯერმა შენიშნა და მის შეჩერებას შეეცადა. მამაკაცი სუპერმარკეტიდან გაიქცა, თუმცა გარეთ გასული ის პოლიციამ დააკავა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს […]