ფრონტზე უკრაინელი მსახიობი ანდრიი პავლენკო დაიღუპა

ფრონტზე დაიღუპა უკრაინელი მსახიობი, რეჟისორი და სამხედრო მოსამსახურე ანდრიი პავლენკო. ამის შესახებ მისი ცოლი დარია ორეხოვა წერს. “ომი არავის ინდობს. ომს მიყავს ჩვენი ახლობლები და საყვარელი ადამიანები. ომმა წაიყვანა ანდრიი პავლენკო. დამშვიდობების დღეს მოგვიანებით შეგატყობინებთ. ძალიან მომენატრები ჩემო საყვარელო”. – წერს ორეხოვა. პავლენკოს 50-ზე მეტ სერიალსა და ფილმში აქვს ნათამაშები. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია 1941, […]
“რომ გვქონდეს [ძალა] ტერიტორიები ძალისმიერად დავიბრუნოთ, ასე ვიზამდით, ალბათ” | დავითულიანი

“სამწუხაროდ დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ ეს ტერიტორიები ახლა, დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ასე მოვიქცეოდით, ალბათ. აი იმ პირობებში – როცა რაღაცები ხდება იქ და ჩვენ მოქალაქეებს კლავენ და მათ უფლებებს არღვევენ”
აბუ დაბი მილიარდერების „ახალი თავშესაფარია“ – Bloomberg

კაიმანისა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური ზონების პოპულარობის კლების ფონზე აბუ დაბი სხვადასხვა ქვეყნის მილიარდერების აქტივების მიზიდულობის ახალ ცენტრად იქცა. ამის შესახებ Bloomberg წერს. მართვის საკონსულტაციო კომპანიის M/HQ-ის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, ამჟამად აბუ დაბის გლობალურ ბაზარზე (ADGM) 5000-ზე მეტი კერძო კომპანიაა. 2016 წელს მათი რიცხვი 46 იყო. ბიზნესცენტრი მიმზიდველია მეწარმეებისთვის, მათი აქტივების დაცვის გარანტიებით, […]
იურიდიულმა კომიტეტმა 2011 წლამდე გაცემული არაელექტრონული პირადობების გაუქმებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებას. მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. “კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას”. […]
“მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის მხარდაჭერისთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინში” | ზურაბიშვილი

“მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის მხარდაჭერისთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს და პეტრ პაველთან შეხვედრასა და ჩეხეთში ვიზიტს ეხმაურება. “მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის, იმ დროს, როდესაც ამ კვირაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველოდებით. საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში […]
“ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი” | ჩეხეთის პრეზიდენტი

“ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი”, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს. მის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ნავალნის ციხეებში ვერ პოულობენ და ადვოკატები მასთან კავშირზე ვერ გადიან – CNN

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელი უცნობია და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მისი ადვოკატები მასთან კავშირზე ვერ გადიან – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
“რაის ბედნიერი ახალი წელი, ამხელა გადასახადები საიდან, ხალხო, საიდაააან…” – ნინო განუგრავა

11.30.. ფილარმონიასთან კოსტავაზე ჩავედი.. და დავიწყე ფიქრი სად გამეჩერებინა მანქანა.. ,,ამირანთან” შეწეულივით როა.. ორი თუ სამი მანქანა იდგა და ერთი ადგილი იყო.. არიქა მეთქი.. ღმერთო ასე როდის შეგიყვარდი ასე რომ დამახვედრე ადგილითქო.. ვიფიქრე და შევჯლიგინდი.. წყვეტილი ხაზიბიცაა მანდ დახაზული.. ოღონდ სისქეს არ დავკვირვებივარ.. ჩვეულებრივი პარკინგი მეგონა.. მოკლედ გავაჩერე და შევედი სულ რაღაც 15-20 წუთით ჩაჩავაში […]
ჩეხეთის პრეზიდენტი – ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც საქართველო – ჩეხეთის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი ფაკულტეტი 2021 წლის 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს დაფუძნდა და დღეს უკვე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხ პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცოდნას 300-მდე სტუდენტი ეუფლება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, […]