რუსეთიდან დაადეპორტებენ მოზარდებს, რომლებმაც პეტერბურგში მარადიული ცეცხლი ჩააქრეს

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის კრასნოსელსკის რაიონში სკოლის მოსწავლეებმა მარადიული ცეცხლი ჩააქრეს. პოლიციის გადაწყვეტილებით, მოზარდებს და მათ ოჯახებს დაადეპორტებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ პოლიციამ მოზარდების ოჯახები შეამოწმა და გაირკვა, რომ ისინი რუსეთში მიგრაციის კანონების დარღვევით ცხოვრობდნენ.
საუბარია ერთი ოჯახიდან 10 და 14 წლის ძმებზე, და კიდევ ერთ 12 წლის ბიჭზე. მათ 10 დეკემბერს, ლენინის გამზირისა და 9 მაისის გამზირის კუთხეში მარადიული ცეცხლი თოვლით ჩააქრეს.
“აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიცია სასამართლოსთვის ამზადებს მასალებს ორივე ოჯახის ს ფედერაციიდან გაძევების შუამდგომლობით”, – ამბობს უწყება.