ბჟანია თვლის, რომ რუსეთის “უანგარო დახმარების” იმედი მუდამ არ უნდა ჰქონდეთ

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი, ასლან ბჟანია თვლის, რომ რუსეთის “უანგარო დახმარების” იმედი მუდამ არ უნდა ჰქონდეთ, რადგან, მისი აზრით, მოსკოვი მთელ რესურსებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმართავს. ამის შესახებ მან ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. “ასლან ბჟანიამ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მუდამ არ უნდა გვქონდეს რუსეთის უანგარო დახმარების იმედი, რადგან იქნება სხვა, დღევანდელი საბრძოლო მოქმედებებისგან უფრო […]

ვატო სურგულაძე – მშობიარობის დაფინანსების DRG მეთოდის შემოღება სამეანო მომსახურების ხარისხის შემცირებას გამოიწვევს – ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და თეთრ ხალათებზე „დიდი ჯიბეების“ დაკერება

მშობიარობის დაფინანსების DRG მეთოდის შემოღება გამოიწვევს სამეანო მომსახურების ხარისხის შემცირებას, გართულებული შემთხვევების და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის ზრდას, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების ქვეყნიდან გადინებას, სამშობიარო დაწესებულებების დახურვას, სამედიცინო პერსონალის შორის უმუშევრობის მაჩვენებლის გაზრდას, ორსულებს შეეზღუდება ექიმის არჩევანის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აგრეთვე გაჩნდება „black/grey თანხები“, მეანის და […]

შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვან, შეიძლება სხვადასხვა ოფისი გახსნან, მაგრამ ერთია მათი მთავარი პრინციპი – ეს არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს

ჩვეულებრივი დეზინფორმაციული შტურმი მიდის ქართულ საზოგადოებაზე – ცდილობენ გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ და ამით დააბნიონ ქართული საზოგადოება, თითქოს რაღაც სხვა ცენტრები იქმნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ბაქოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. „სინამდვილეში, არის ერთადერთი ძალა […]

ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იქნება

აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მომავალ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი „ახალი აზერბაიჯანული პარტიის“ კანდიდატი იქნება, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და ცენტრალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თაჰირ ბუდაგოვმა განაცხადა. „ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე განიხილება. აზერბაიჯანელი ხალხი ამბობდა, რომ ის, ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, გახდება აზერბაიჯანის მარადიული პრეზიდენტი. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმ პოლიტიკით, […]

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი, ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან შეხვედრაზე შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევასთან დაკავშირებით. „ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან შეხვედრაზე, მქონდა შესაძლებლობა რომ გამეზიარებინა […]

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის შეტევის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში ოთხი პალესტინელი დაიღუპა

ისრაელის შეტევის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში ოთხი პალესტინელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა უპილოტო საფრენი აპარატით ქალაქ ჯენინში ლტოლვილთა ბანაკსა და ალ-სიბატის რაიონებზე შეტევა განახორციელა. პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-მ განაცხადა, რომ რეგიონის სამი საავადმყოფო ისრაელის სამხედროებმა ალყაში მოაქციეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ […]

რომელ მიკროსაფინანსოს ჰყავს ყველაზე მეტი დასაქმებული

2023 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 4 443 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია ( 2022 წლის მესამე კვარტალში 4 264 იყო). ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომელთა შორის, ყველაზე მეტი, 982 დასაქმებული „კრისტალს“ ჰყავს, მეორე ადგილზეა „რიკო ექსპრესი“, მესამეზე კი „სვის კაპიტალი“. ტოპ-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რომლებიც მიმდინარე წლის […]

ქვეყნის მასშტაბით, 3036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა

ქვეყნის მასშტაბით, 3036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს, სერვისების განვითარების სააგენტოდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2012 წლიდან დღემდე, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებიდან 54 მკვდრადშობილი იყო. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სუროგაციის გზით ყველაზე მეტი ბავშვი – 933, 2023 წლის 11 თვეში დაიბადა, მათ შორის […]

შალვა პაპუაშვილი ძველი პირადობის მოწმობების გაუქმებაზე – ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას

ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას, – ასე უპასუხა ბაქოში ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველი ჟურნალისტების კითხვას 2011 წლამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ძველი პირადობის მოწმობების ჩანაცვლების საკითხზე ოპოზიციასთან შეთანხმება მიღწეულია. „პირადობის მოწმობებს რაც შეეხება, იცით, რომ […]

ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსების კონკურსში თსუ-ის მეცნიერები ლიდერობენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსების კონკურსის ლიდერია – 2023 წლის კონკურსში გამარჯვებული 112 პროექტიდან ყველაზე მეტი – 36 პროექტი (რაც გამარჯვებული პროექტების დაახლოებით 32 პროცენტია) თსუ-ის მეცნიერებს ეკუთვნით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა […]