Bolt და Visa მომხმარებლებს ახალ შეღავათებს სთავაზობენ

Bolt და Visa მომხმარებლებს ახალი შეთავაზებით უბრუნდებიან. ამჯერად ისინი თბილისსა და ბათუმში მგზავრებს ახალი ტიპის აქციას სთავაზობენ. Visa-ს ნებისმიერი ბარათით გადახდისას, თუ მომხმარებელი კვირაში სამ მგზავრობას შეასრულებს, შემდეგ სამ მგზავრობაზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. Bolt და Visa მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ქვეყანაში პარტნიორობენ და ქმნიან მაღალი ხარისხის მომსახურებას. საქართველოში მათი თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო და სამომავლო პერსპექტივაშიც […]

შალვა პაპუაშვილი – წინ არაფერი უდგას, ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს ისტორიული სიმართლე, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი

წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბაქოში ვიზიტის დროს მედიასთან განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა წინაპირობა სახეზეა, რომ ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. “ჩვენ, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის […]

ანა ნაცვლიშვილი – იმედია, ორბანი ვერ შეძლებს ვეტო დაადოს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას – „ოცნების“ ერთადერთი მეგობარი ევროკავშირში არის ის, ვისი ხელითაც, შესაძლოა, მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება ყველა ქვეყნისთვის

იმედია, ორბანი ვერ შეძლებს გაფართოებისთვის ვეტოს დადებას – „ოცნების“ ერთადერთი მეგობარი ევროკავშირში არის ის, ვისი ხელითაც, შესაძლოა, მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება ყველა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას ხელს, ორბანის ხელით, პუტინის რუსეთი უშლის. “მე იმედი მაქვს, ორბანი ვერ შეძლებს ვეტო დაადოს ევროკავშირის […]

ანა ნაცვლიშვილი – პიროტექნიკის დღეს მოქმედი რეგულაციები არ მუშაობს – პარლამენტში 9 თვეა დევს ჩვენი კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვაზე, მაგრამ „ქართული ოცნება“ ისე აპირებს დაასრულოს სესია, კომიტეტზე განხილვა არ ყოფილა

პიროტექნიკის დღეს მოქმედი რეგულაციები არ მუშაობს და ამ პირობებში გვყავს დაზარალებულები, მათ შორის ბავშვები – პარლამენტში 9 თვეა დევს ჩვენი კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვაზე,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ისე ასრულებს საშემოდგომო სესიას, რომ 9 თვის წინ შემოტანილი კანონპროექტის არც ერთი განხილვა არ ყოფილა კომიტეტზე. […]

ხვიჩას და ვიქტორს გაუცდათ – დღეს “ნაპოლის” გადამწყვეტი მატჩია – რა შემთხვევაში გავლენ მერვედფინალში?

“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლასთან ახლოსაა, ამისთვის მათ ბოლო ტურში პორტუგალიურ “ბრაგასთან” ერთბურთიანი მარცხის უფლებაც კი აქვთ. ვალტერ მაცარის გუნდი მინიმუმ, არწაგებაზე იფიქრებს – დღეს, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე. ნეაპოლელბს რთული პერიოდი აქვთ და პორტუგალიელებს ზედიზედ სამი წაგებით მასპინძლობენ. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საკუთარ მოედანზე ჩემპიონატშიც საშინლად გამოიყურება და გამარჯვება არც უეფას მთავარ საკლუბო […]

“კლიპერსმა” ბრჭყალები გამოაჩინა? კალიფორნიელების ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “პორტლენდ ტრეილბლეიზერსი” 132:127 დაამარცხა. კავაი ლეონარდმა თავი 34 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა. ჯეიმს ჰარდენმა და პოლ ჯორჯმა 20-20, ივიცა ზუბაცმა კი 18 ქულა დააგროვა. “ტრეილბლეიზერსის” შემადგენლობიდან ანფერნე სიმონსმა გუნდს 38, ხოლო შაედონ შარპმა 27 ქულა შესძინა. ამრიგად, “კლიპერსი” ზედიზედ 4, ჯამში კი 12 […]

გოგას პირადსარეკორდო 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და “ორლანდოს” მორიგი გამარჯვება [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ორლანდო მეჯიქმა” “კლივლენდ კავალიერსი” 104:94 დაამარცხა. “მეჯიქის” რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 29:01 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება მიითვალა. “ორლანდოდან” საუკეთესო პაოლო ბანჩერო გახდა, გუნდის ლიდერმა 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. “კლივლენდიდან” დარიუს გარლანდმა საკუთარ გუნდს 36 […]

VIDEO: „სააკაშვილს ფული სჭირდება თორემ სააკაშვილი, თავის ინიციატივით ვანოს არ მისცემდა პარტიას..“ – თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება

„სააკაშვილს ფული სჭირდება და დიდი ფულის გავლენით ხდება ეს ყველაფერი, თორემ სააკაშვილი თავის ინიციატივით ვანოს არ მისცემდა პარტიას არცერთ შემთხვევაში…“ ეს განხადება თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში” გააკეთა. ნახეთ ვიდეო:

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს რეგიონული როუმინგის შეთანხმებას

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. მანამდე რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყანა შესაძლოა შეთანხმდეს ამ ქვეყნებს შორის როუმინგის საფასურის ეტაპობრივ შემცირებაზე. მინისტერიალის შედეგები სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ შეაჯამა ბრიუსელში. მინისტერიალს ესწრებოდნენ […]

ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იქნება

აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მომავალ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი „ახალი აზერბაიჯანული პარტიის“ კანდიდატი იქნება, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და ცენტრალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თაჰირ ბუდაგოვმა განაცხადა. „ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე განიხილება. აზერბაიჯანელი ხალხი ამბობდა, რომ ის, ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, გახდება აზერბაიჯანის მარადიული პრეზიდენტი. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმ პოლიტიკით, […]