გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დუბაიში გამართულ აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებრივი რესურსების სექტორის მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ნინო თანდილაშვილმა […]

„მთავრობას პრობიზნესურად რომ არ ვთვლიდე, ჩემს ბიზნესს არ განვავითარებდი“ – ბიზნესმენი

ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მსხვილი პროექტების მმართველი ჰოლდინგული კომპანია IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, #რედაქტ2-ის კითხვას – რამდენად პრობიზნესურია მთავრობა პასუხობს, რომ დღეს მთავრობა პრობიზნესურია. ბიზნესმენი, რომელიც ენერგეტიკაში, გადამმუშავებელ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, დეველოპმენტში, კომერციულ უძრავ ქონებასა და განათლების მიმართულებით წლების განმავლობაში ინვესტირებას ახდენს, იმასაც ამბობს, რომ მთავრობის ქმედებებში რაღაცეებს შეცვლიდა, თუმცა ამაზე კარგად […]

სახლი იწყება კარით – “გაბილდის” ინოვაციური ცეცხლგამძლე კარი

სახლის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პირადი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. უსაფრთხო სახლი სიმშვიდის განცდას ქმნის. ეს კი მაცხოვრებელს რელაქსაციაში ეხმარება, რადგან მისი ქონება და, რაც მთავარია, საყვარელი ადამიანები საფრთხისგან დაცულია. საცხოვრებლის უსაფრთხოების მთავარი ნაწილი კი შემოსასვლელი კარია. რკინის კარი სახლის მთავარი დამცავია. კომპანია “გაბილდი” შემოსასვლელი და შიდა კარების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. თუ კარის […]

გიორგი კვირიკაშვილი კანდიდატის სტატუსის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი [2015-18 წწ.] პირველ საჯარო განცხადებას აქვეყნებს ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, და მათ შორის, ხელისუფლებას ამ წარმატებას ულოცავს. თუმცა, ყოფილი პრემიერი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს წარმატება „ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის“. კვირიკაშვილის 12 დეკემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიტანა ეროვნული […]

ქვეყნის მასშტაბით, 3036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა

ქვეყნის მასშტაბით, 3036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს, სერვისების განვითარების სააგენტოდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2012 წლიდან დღემდე, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებიდან 54 მკვდრადშობილი იყო. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სუროგაციის გზით ყველაზე მეტი ბავშვი – 933, 2023 წლის 11 თვეში დაიბადა, მათ შორის […]

ასლან ბჟანია – დასავლეთს სურს, ჩვენი დედაქალაქი თბილისში იყოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას განცხადებით, დასავლეთს, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების სახით, არ სურს აფხაზეთის მსოფლიოს ნაწილად დანახვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „მათ სურთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმაზომიერად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, ასევე […]

მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს – როგორი იქნება დღევანდელი დღე

ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც ენერგეტიკულად რთული იქნება. აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, მოერიდეთ კამათს და გარშემომყოფებთან კონფლიქტს. პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა მარტივი პრობლემების სწრაფად მოსაგვარებლად. პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, წვეულებებისა […]

პარლამენტში 9 თვეა დევს ჩვენი კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ | ნაცვლიშვილი

“ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა და მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულია მათი კანონპროექტი, რომელიც პიროტექნიკის აკრძალვას ეხება. ნაცვლიშვილმა გამოჯანმრთელება უსურვა ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გუშინ თბილისში გადმოყვანილ ბავშვს, რომელმაც პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო. “მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ პარლამენტში ჩვენ მიერ მომზადებულია და 9 თვეა დევს კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის […]

ოპოზიცია გინტურისა და კარბაიას მკვლელობის საქმეებზე ერთობლივი რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის

ოპოზიცია დროებით ოკუპირებულ გალში “მილიცილების” მიერ თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის. ინიციატივა პოლიტიკურ გაერთიანება “ევროოპტიმისტებს” ეკუთვნით. როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, პარლამენტმა კარბაიასთან დაკავშირებული რეზოლუცია იმ პროექტთან ერთად უნდა მიიღოს, რომელიც სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას ეხება. ცნობილია, რომ მას მხარს სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაუჭერენ. “ჩვენი მოქალაქეების დაცვა ოკუპაციის […]

კაპიტოლიუმში გადაუჭრელი საკითხები პუტინსა და მის ხროვას სტიმულს აძლევს – ზელენსკი აშშ-ში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში, სამხედრო მაღალჩინოსნებს მიმართა. ზელენსკის თქმით, უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის იბრძვის. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ს კონგრესში უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხის გადაუჭრელობის ფონზე მიმდინარეობს. აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარების პროცესის შეყოვნებას ზელენსკიმ პუტინის “ახდენილი ოცნება” უწოდა. ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ […]