აკვაკულტურის წარმომადგენლებისთვის აშშ-ი გაცვლით პროგრამას აცხადებს – საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა აკვაკულტურის სფეროს წარმომადგენლებისათვის გაცვლითი პროგრამა გამოაცხადა. “კოორდინირებული აგროკულტურის განვითარებისა და ინოვაციის პროგრამის” ფარგლებში მოკლევადიანი, 1 და 2-კვირიანი ტრენინგები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. პროგრამა კალმახის აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლების, მმართველების და ადმინისტრატორებისთვისაა, რომლებიც აკვაკულტურის განვითარებაში, სავაჭრო პროცესებსა და აგრობიზნესის მართვაში იღებენ მონაწილეობას. პროგრამაში […]
„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება” – ირაკლი კობახიძე

დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე?! – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე არაფერი ესაქმება. „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ [„ქართულ ოცნებას“] არაფერი გვესაქმება, მითუმეტეს რომ ის [სალომე ზურაბიშვილი] აგრძელებს კონსტიტუციის […]
უმძიმესი კადრები – თურქეთის სუპერლიგაში მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდნენ [VIDEO]

როგორი ტყიურებიც იყვნენ ისეთებად დარჩნენ ამათ ფული და კარგი ცხოვრება ვერ გამოასწორებს გარდა ერთისა თავის სახლში უნდა დაბრუნდნენ და გააგრძელონ წინაპრების საქმიანობა
თითო დასაქმებულიდან 64 ლარი საზოგადოებრივ მაუწყებელს — დაფინანსების ახალი მოდელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან კონსულტაციების შემდეგ, პარლამენტმა მაუწყებლის დაფინანსების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი შეცვალა. თუ კანონპროექტის ეს ვერსია შევა ძალაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება. ახალი კანონპროექტით, მაუწყებლის დაფინანსება 2026 წლიდან დამოკიდებული იქნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე. მიმდინარე წლის ნოემბერში, პირველი […]
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის და Georgia Capital-ის აქციები გაიაფდა

გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული კომპანიის აქციების ფასები გასულ თვესთან შედარებით გაიაფდა. წინა კვირასთან შედარებით გაზრდილია მხოლოდ თიბისი ბანკის აქციები. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 33.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.59% წინა კვირასთან შედარებით და – 4.24% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 171 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP […]
შეხვდით ახალ წელს ჯადოსნურ გარემოში – SOLO-ს, Visa-სა და ვაზისუბნის მამულის ერთობლივი პროექტი

SOLO აქტიურად აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის გამორჩეული გამოცდილების შესაქმნელად ინიციატივების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, წელს SOLO-ს, Visa-სა და ვაზისუბნის მამულის ინიციატივით ერთობლივი პროექტი – ვაზისუბნის საახალწლო ღონისძიება იმართება. ორი დღის განმავლობაში – 31 დეკემბერსა და 1 იანვარს, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საზეიმო ვახშამს ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ისიამოვნონ ახალი წლის ჯადოსნური გარემოთი და შექმნან დაუვიწყარი […]
იშოპინგე ბაზისბანკის Mastercard-ით ისთ ფოინთში და მოიგე ავტომობილი

ბაზისბანკის Mastercard ბარათების მფლობელებისთვის, შოპინგისა და გართობის ქალაქ ისთ ფოინთში საჩუქრების საახალწლო გათამაშება+ვიქტორინა იწყება. წინასაახალწლო პერიოდი იდეალური დროა შოპინგისთვის, თუმცა, ისთ ფოინთიდან, შენაძენებთან ერთად შესაძლოა არაჩვეულებრივი პრიზებითაც დაბრუნდეს მომხმარებელი სახლში. მთელი დეკემბრის განმავლობაში, ისთ ფოინთის ნებისმიერ ობიექტში ბაზისბანკის Mastercard ბარათებით მინიმუმ 50 ლარის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოიგოს ავტომობილი Geely CoolRay, iPhone 15, Apple […]
დაპირისპირება GCA- ს ოფისთან

დღეს GCA-ში საერთო კრება იყო ჩანიშნული. 150 ავტორ-შემსრულებლებსა და მათ წარმომადგენლებს კი კრებაზე არ უშვებენ. GCA-ში მიზეზს არ განმარტავენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კრებას მხოლოდ ასოციაციის მიერ არჩეული წევრები დაესწრებიან. GCA-ში კრება გუშინაც გაიმართა, თუმცა რადგან კრებას სულ 5 წევრი ესწრებოდა, კრება ჩაიშალა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ GCA-ს ამ დრომდე სამი კრება დაუხარვეზდა და დღეს ის […]
ბაქოში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ისინი აფასებენ საქართველოს მონაწილეობას მშვიდობიანი შეთანხმების პროცესში, ეს შეთანხმება სჭირდება რეგიონს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს – არჩილ თალაკვაძე

“ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ჩვენს ვიზიტს აზერბაიჯანში. გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ჩვენს კოლეგებთან. ძალიან აქტიურია მეგობრობის ჯგუფი პარლამენტებს შორის და ჩვენ გვაქვს გეგმები მომავალთან დაკავშირებით,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ბაქოში ვიზიტის დროს მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთელი რეგიონის მომავალი, […]
წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს ისტორიული სიმართლე – რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია – შალვა პაპუაშვილი

წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბაქოში ვიზიტის დროს მედიასთან განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა წინაპირობა სახეზეა, რომ ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. “ჩვენ, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის […]