დავით ბაქრაძე – პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიება დეპოლარიზაციის ნაცვლად, მხოლოდ იმას გამოაჩენს, რამხელა დაპირისპირება და უფსკრულია დღევანდელ პოლიტიკაში

პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიება დეპოლარიზაციის ნაცვლად, მხოლოდ იმას გამოაჩენს, რამხელა დაპირისპირება და უფსკრულია დღევანდელ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით ბაქრაძე ამბობს, რომ ის პრეზიდენტის ღონისძიებაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. „აღნიშნული ფორმატით ეს ღონისძიება ვერანაირად ვერ მოემსახურება დეპოლარიზაციას, ვინაიდან, ერთი მხრივ, მასში მონაწილეობას არ იღებენ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილი […]

ირაკლი კობახიძე – ე.წ. ეკონომისტი გახარია აცხადებს, რომ 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში – აქედან ოცდამეხუთედი უეჭველი მეკუთვნის ხომ? სად არის ჩემი 600 მილიონი დოლარი, არ ვიცი, გახარიას ვკითხოთ

სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 16-დან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. გახარია, ე.წ. ეკონომისტი აცხადებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში, აქედან, ოცდამეხუთედი უეჭველი მეკუთვნის ხომ? სად არის ჩემი 600 მილიონი დოლარი არ ვიცი, გახარიას შეიძლება ვკითხოთ და აღმოაჩინოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას […]

დავით ნარმანია – 45-წლიანი არსებობის განმავლობაში ენგურჰესმა ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენგურჰესის 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სემეკის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, სემეკის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ენგურჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ენგურჰესის 45 წლის იუბილეს ვულოცავ სადგურის ყველა თანამშრომელს, ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენელს. ენგურჰესის მნიშვნელობა დიდია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული თუ სხვა მიმართულებების განვითარებაში. ენგურჰესი არის საქართველოს […]

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი – რობინ დანიგანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. შსს-ს ინფორმაციით, დელეგაციას სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, რამაზ პაპიძემ უმასპინძლეს. „შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ეროლ მუნირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი […]

არჩილ თალაკვაძე – ცდილობენ „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელი გადაერქვას, საზოგადოებისთვის მიუღებელი ადამიანები გადამალონ და რაღაც ახალი შესთავაზონ არჩევნებში მოსახლეობას

როგორც იქნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლებმა, პატრონებმა გაიგეს ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხნის წინ გაიგო, რომ ეს არის დაზიანებული პოლიტიკური პარტია ადამიანებით, რომლებსაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე წააგო 9 არჩევნები და ახლა ხვდება, […]

როგორი ამინდი იქნება 16 დეკემბრამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 15 დეკემბერს გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 12-13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, […]

როგორი ამინდი იქნება 12-14 დეკემბერს საქართველოში | გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: სააგენტოს თქმით, 15 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 15 დეკემბერს გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 12-13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის […]

“ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი ჭყონიას კომპანიებმა 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 335 638 719 ლარი მიიღო

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენისა და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველის, გიორგი ჭყონიას, შესახებ კვლევას აქვეყნებს. როგორც TI წერს, ჭყონია 20 კომპანიის წილს ფლობს და 3-ს ხელმძღვანელობს. ეს კომპანიები კი, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. ჭყონიას კომპანიებიდან სამი – Შპს “გზა”, შპს “ბათუმი ცენტრალი” და შპს “შატო კვირიკე” აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. […]

ლაზარე გრიგორიადისის თქმით, განაჩენის შემდეგ, ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს

მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი ამბობს, რომ საქმეზე განაჩენის შემდეგ მისი ოჯახი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. მედიის კითხვებზე საპასუხო წერილი რიგორიადისმა “ინტერპრესნიუსს” გაუგზავნა. მისი თქმით, მარტის აქციებზე არამარტო კანონს აპროტესტებდნენ, არამედ იცავდნენ ევროპულ კურსს. წერილში ის ამბობს – “ასევე, მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს […]

საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება არის, რომ უნდა მივყვეთ კომისიის რეკომენდაციებს საქართველოსთან დაკავშირებით | ესპანეთის სახელმწიფო მინისტრი

“საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება საბჭოს დასკვნებისთვის არის, რომ უნდა მივყვეთ კომისიის რეკომენდაციებს საქართველოსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არანაირი სირთულე ამ მიმართულებით არ იქნება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს საბჭო, მაგრამ თავმჯდომარეობის რეკომენდაციაა, რომ უნდა მივყვეთ კომისიის რეკომენდაციას.” ამბობს ესპანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ საკითხებში, პასკუალ იგნასიო ნავარო რიოსი ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს