ტყუილია, რომ ეს კანონპროექტი რაიმე ფორმით დაეხმარება რეკომენდაციის შესრულებას – ანა ნაცვლიშვილი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონზე

პარლამენტი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი, პარტიებისთვის თანხის გაცემა აეკრძალებათ. ცვლილებების წინააღმდეგია ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ სიახლე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა. “ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მმართველი […]

კოლუმბიაში რეკორდული რაოდენობის, 380 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს

გლობალური ანტინარკოტიკული ოპერაცია კოლუმბიაში – ამოღებულია რეკორდული რაოდენობის, 380 ტონაზე მეტი ნარკოტიკი – ინფორმაციას კოლუმბიის საზღვაო ძალები ავრცელებს. 45-დღიან საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობა 42-მა ქვეყანამ მიიღო. ამოღებულ ნარკოტიკებს შორის არის 195 ტონა კოკაინი, 175 ტონა მარიხუანა და 14 ტონა ჰაშიში. ოპერაციაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატები, ბელგია, ესპანეთი, ინდონეზია, სენეგალი, კოლუმბია და ბრაზილია.

ენგურჰესის პირველი აგრეგატის გაშვებიდან 45 წელი შესრულდა

ენგურჰესის პირველი აგრეგატის გაშვებიდან 45 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც დარგის სპეციალისტები, ენგურჰესის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მისასალმებელი სიტყვით ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. გაიმართა თომა ჩაგელიშვილის ენგურჰესზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციაც, რომლის დასრულების შემდეგაც, ჰესის თანამშრომლები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს. ენგურჰესი საქართველოს ძირითადი ელექტროსადგურია, რომელიც ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობის დაახლოებით ერთ მესამედს გამოიმუშავებს.

“როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობს დიქტატურა და ეს ყველაზე საშიში ამბიციებია” – უკრაინის პრეზიდენტი შტატებშია

უკრაინის პრეზიდენტი შტატებშია. ზელენსკი სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და ევროპის თავდაცვის ჰაბის შექმნის იდეაზე ისაუბრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, ასეთი კერა უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს, რადგან ქვეყანას ომის შედეგად შეძენილი დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა იდეის განსახორციელებლად, ასევე სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად და ბიუროკრატიული პროცედურების გასამარტივებლად. ზელენსკი […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მინისტერიალებში მიიღო მონაწილეობა და ორმხრივი შეხვედრები გამართა. ოთარ შამუგია სიტყვით გამოვიდა უკრაინის ორგანიზებით გამართულ მინისტერიალზე, რომელიც გარემოზე შეიარაღებული კონფლიქტების გავლენას მიეძღვნა. მონაწილეობა მიიღო იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრის მიერ ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის თემაზე ჩატარებულ შეხვედრაში. მოლაპარაკებები გამართა გერმანელ, ჩეხ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ კოლეგებთან. „კლიმატის […]

რაჭის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ამერიკის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა მძიმე ტექნიკა გადასცა

რაჭის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ამერიკის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა მძიმე ტექნიკა გადასცა. ადმინისტრაციამ აღჭურვილობა ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ფარგლებში მიიღო და ის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებზე განაწილდება. მხარეებმა საქართველოსა და შტატებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

საქართველო იმსახურებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, ეს შედის როგორც საქართველოს, ისე – ევროპის ინტერესებშიც – არჩილ თალაკვაძე

“მსურს, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის ხელისუფლებას, აზერბაიჯანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ბაქოში ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, ბაქოში კიდევ ერთხელ მოისმინეს გზავნილი და მხარდაჭერა, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო არენაზეც განაცხადა. „ამ მომენტში, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შედის მთლიანად რეგიონის […]

რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ქაშაკაშვილის ქუჩაზე არსებული კორპუსების რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი. ნინო ლაცაბიძე მოსახლეობასაც შეხვდა. ამ ეტაპზე, რუსთავში გამაგრება-რეაბილიტაცია 17 საცხოვრებელ კორპუსს უტარდება. პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ჯამური ღირებულება 6 მილიონ 500 ათასი ლარია.

ლაზარე გრიგორიადისი – ციხეში დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები – რაც აქ ხდება, საშინელებაა

[ციხეში] დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები, მარხულობ, არ მარხულობ, გწამს, არ გწამს, არ აინტერესებთ, მრავალფეროვნება არ გექნება, რადგან პატიმრების უმეტესობა ქრისტიანია, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ 21 წლის ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას. გრიგორიადისი საპატიმროში არსებულ სიტუაციაზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ციხიდან გამოგზავნილ წერილში […]

ლაზარე გრიგორიადისის განცხადებით, განაჩენის შემდეგ, ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გირგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს. წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“. ასევე, ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და როგორც აღნიშნავს, მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ. „ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ […]