NDI-ს გაყალბებულმა კვლევის შედეგებმაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ლიდერობს, ის კი, რომ 61% თითქოს გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ცოტა საეჭვოდ მიმაჩნია – ეკა სეფაშვილი

„როგორც წესი, ასეთი გამოკითხვები, თუ მაქსიმალურად ობიექტურად არ არის ჩატარებული, რეალურ სურათს ნაკლებად იძლევა“,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა მედიასთან, NDI-ს კვლევაზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც 61% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტია მოსახლეობის მოთხოვნებს პასუხობს და ამომრჩეველი ამას ხედავს. „NDI-ს კვლევა ჩემთვის ნაკლებად სანდოა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათმა მაქსიმალურად […]
გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას უკვე გაცემული აქვს რეკომენდაცია და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება უალტერნატივოა – კობახიძე

გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას უკვე გაცემული აქვს რეკომენდაცია და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება არის უალტერნატივო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. “ქართული ოცნების” ლიდერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. “ყველამ ვიცით, რა ვითარებაც არის კანდიდატის […]
“ნაცმოძრაობის” პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება – მით უმეტეს, რომ ის აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას – ირაკლი კობახიძე

დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე?! – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას“, “ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე არაფერი ესაქმება. “ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, მით უმეტეს რომ ის [სალომე ზურაბიშვილი] აგრძელებს კონსტიტუციის უხეშ […]
Yandex Go-მ, სწრაფი მგზავრობისთვის, თბილისში ახალი ტარიფი – Line აამოქმედა

5 დეკემბრიდან Yandex Go-ს აპლიკაციით შესაძლებელი გახდა ახალი – Line ტარიფით სპეციალური მომსახურებით სარგებლობა. Line ტარიფის არჩევისას მოგემსახურებათ მანქანები, რომლებსაც შეუძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლაინში მოძრაობა. ახალი ტარიფი საშუალებას მოგცემთ, უფრო სწრაფად მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე, განსაკუთრებით – პიკის საათებში. მგზავრობა იწყება 3 ლარიდან. მაგალითად, ღვინის ქარხნიდან თავისუფლების მოედანზე მგზავრობის ღირებულება 4.1 ლარი იქნება […]
ნურც სალომე ზურაბიშვილის იმედი გექნებათ – თავისი არჩევნებისთვის ვერ მოაგროვა მხარდამჭერები და თქვენ როგორ მოგიგროვებთ – დიმიტრი ხუნდაძე

“სულ რამდენიმე დღე დარჩა და ზეიმსაც და ხალხსაც ჩვენ გაჩვენებთ ისევე, როგორც გაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციისა და ცალ ფეხზე დგომის გარეშე, ღირსეულად, ამაყად და არა მორჩილებით”, – ასე მიმართა რადიკალურ ოპოზიციას “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხუნდაძის თქმით, ამ გამარჯვების მითვისება არავის გამოუვიდა. “თქვენი ევროპელობის […]
ოცნების წევრი უნგრეთს ევროპულ გზაზე საქართველოს “ყველაზე მტკიცე მხარდამჭერს” უწოდებს

ქართული ოცნების წევრი გივი მიქანაძე უნგრეთს ევროპულ გზაზე საქართველოს “ყველაზე მტკიცე მხარდამჭერს” უწოდებს. მიქანაძე დარწმუნებულია, რომ 27 ქვეყნის პოზიცია სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოსთვის დადებითი იქნება. “თუკი ვინმე იყო და რჩება საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროპულ გზაზე, ეს არის უნგრეთი და ეს განცხადება გაკეთებული იყო უნგრეთის მხრიდან ჯერ კიდევ წელიწადნახევრის უკან, როდესაც უსამართლოდ არ მოგვეცა კანდიდატის […]
გრიგორიადისის თქმით, განაჩენის შემდეგ ოჯახი ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ამბობს, რომ განაჩენის შემდეგ მისი ოჯახი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. ინტერპრესნიუსისთვის გაგზავნილ წერილში გრიგორიადისი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებსა და მისწრაფებებში ეჭვი არ ეპარება. “ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, […]
კობახიძე: უნგრეთმა დაგვიდასტურა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უნგრეთში ვიზიტისას ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს. “რა თქმა უნდა, უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მგონია, რომ დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ დაგვიდასტურეს ეს ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ, რომ […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე 14 პირი ამხილა – ამოღებულია არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის მიმდინარე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 5 – დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანი გოგონების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.შ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, […]
15 დეკემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შემდეგ კი გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, 15 დეკემბერს გამოიდარებს – დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში 12-13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, […]