“მანჩესტერ სიტი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კალვინ ფილიპსის გაყიდვას შეეცდება

“მანჩესტერ სიტი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კალვინ ფილიპსის გაყიდვას ეცდება, ამის შესახებ ინფორმაცია “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამაც დაადასტურა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, კალვინს ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებთან ერთად გამგზავრება სურს, ამიტომ მისთვის სათამაშო დრო აუცილებელია. “მანჩესტერ სიტიმ” ფილიპსი 2022 წელს, 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

,, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები, გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული” – ლაზარე გრიგორიადისი

ციხეში დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები – რაც აქ ხდება, საშინელებაა – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ მარტის აქციბის მონაწილე, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას აცხადებს. “საშინელებაა, რაც აქ ხდება, სრული უპასუხისმგებლობა, კადრების ნაკლებობაც არის, დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – […]

“ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი ჭყონიას კომპანიებმა 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 335 638 719 ლარი მიიღო

ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას 335 მილიონიანი შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან და შეწირულობები „ქართულ ოცნებას” – ინფორმაციას “გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს. ირკვევა, რომ გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. მისმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან, 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით 335,638,719 ლარი მიიღო. ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ […]

პრემიერი – 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, ახლა 1200 ლარამდეა და სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება

2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 330 ლარი იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი დაახლოებით 1200 ლარამდეა, სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება, ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700, 1800 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის […]

ოთარ შამუგია დუბაიში გამართულ მინისტრების მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ გარემოს დაცვის მინისტრების მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის რუსლან სტრილეცის მოწვევით გაიმართა, მოლდოვას, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, […]

სს „მობაილ ფაინენს სერვის – ჯორჯიას“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, სს „მობაილ ფაინენს სერვის – ჯორჯიას“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „სს “მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას”- ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ფიზიკური პირების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სს “მობაილ ფაინენს სერვის – ჯორჯიას” […]

გიგა ბოკერია – ენგურჰესი ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ნორმალური მთავრობის პირობებში საოკუპაციო რეჟიმზე წნეხისთვის უნდა გამოყენებულიყო, მაგრამ გვაქვს ვითარება, როდესაც ჰესი თითქმის მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს ემსახურება

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სანამ დეოკუპაცია არ მოხდება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კატასტროფული ვითარება მთლიანად ვერ შეიცვლება, „მაგრამ ოკუპაციის პირობებშიც კი საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინსტრუმენტები, რომელიც ვალდებულია, მოქალაქეებისთვის რისკის შესამცირებლად გამოიყენოს“. ამის შესახებ მან ენგურჰესთან საოკუპაციო რეჟიმისთვის ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ენგურჰესი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ნორმალური მთავრობის პირობებში უნდა […]

მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას – გაიგეთ, რომ უფსკრულში, საითაც თქვენ მიისწრაფვით, ამ ქვეყანას ვერ გამოგაყოლებთ

საქართველო არის იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში, რომლის საფუძველზეც ევროკავშირში წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. გასული წლის ივნისიდან დღემდე, მრავალი ბრძოლის გადატანა მოგვიწია იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე ვდგავართ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიის […]

ირაკლი ღარიბაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს, ბოლო 11 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, გამოწვევები კვლავაც რჩება განათლების სისტემაში

მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე […]

რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია გაერო-ს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მეათე სესიის სხდომას ესწრება

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია გაერო-ს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) მეათე სესიის სხდომას ესწრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს. მათი ცნობით, 2023 წლის 11 დეკემბერს, გაერო-ს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) მე-10 სესიის პრეზიდენტად რიჩარდ ნეფიუ აირჩიეს. „კონფერენციის ფარგლებში, ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები პანელურ დისკუსიაში […]