ღარიბაშვილი: 2004 წელს ვითომ რეფორმები ჩაატარეს, ეს იყო მცდელობა, შეეცვალათ ჩვენი დნმ

· 69 · · იყო ეს ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული და მას შემდეგ, შეიძლება, ითქვას, რომ პრაქტიკულად, მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე, რაღაც ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. რეალურად, ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, რომ […]
VR Holding-სა და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

VR Holding-ი შეკვეთილში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეველოპერულ პროექტს ახორციელებს. $600 მილიონიანი VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პროექტი კონკრეტულად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, ყველასთვის კარგად ცნობილი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს გვერდით განხორციელდება. პროექტი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ ურთიერთთანამშრომლობით Paragraph-ის ბრენდის მოთხოვნების და გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდება. მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს, Paragraph Freedom Square a […]
ინალ არძინბა “აფხაზურ-სირიული დღის წესრიგის საკითხების განსახილველად” სირიაში იმყოფება

“ეხო კავკაზას” ცნობით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, “აფხაზურ-სირიული დღის წესრიგის საკითხების განსახილველად” სირიაში იმყოფება. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, არძინბამ, სირიის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერლებთან ერთად, დამასკოში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი დაათვალიერა და “ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების” ხსოვნას მიაგო პატივი. მან ასევე დაათვალიერა სირიის არაბთა რესპუბლიკის სამხედრო […]
ვერ დაგვეხმარება დეპოლარიზებაში, მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ | ბაქრაძე პრეზიდენტის ღონისძიებაზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას არ დაესწრება. მისი თქმით, ის “დეპოლარიზაციას ვერ დაეხმარება” და პირიქით, გამოჩნდება, თუ როგორი “უფსკრულია” ქართულ პოლიტიკაში. “ღონისძიებაზე მოწვევა მივიღე. მთლიანობაში, პრეზიდენტის კამპანიას, რომ ქართველი ერის ხმა მიაწოდოს ევროკავშირს, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული ღონისძიება ვერ შეასრულებს იმ ამოცანას, რაც […]
საქართველოს მთავრობა, ერთი შეხედვით, რუსეთთან ბიზნესის კეთებით უფროა დაინტერესებული, ვიდრე EU-ს გზაზე წინსვლით | EU-ს მაღალჩინოსანი

ამ კვირაში ევროკავშირის სამიტზე უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. Reuters წერს, რომ ქვეყანა ეძებს პროგრესს სასურველ ბლოკში საბოლოო შესვლისკენ. გამოცემა ამბობს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ოფიციალურად მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას, მაგრამ მისი გამოცდილება რეფორმებზე აჩენს კითხვებს რამდენად სერიოზულია ეს. “რუსეთის მიმართ მთავრობის შემრიგებლურმა პოზიციამ ბრიუსელიც გააღიზიანა” – აღნიშნულია სტატიაში. “საქართველოს შემთხვევაში, […]
ღაზის სექტორში 105 დაღუპული ჯარისკაციდან 20 მეგობრულ ცეცხლს ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში დაღუპული 105 ისრაელელი ჯარისკაციდან 20 მეგობრულ ცეცხლს ემსხვერპლა. მონაცემები დათვლილია ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან, 20 ოქტომბრიდან დღემდე. მეგობრული ცეცხლის დროს დაღუპული 20 ჯარისკაციდან დიდი ნაწილი მცდარ საჰაერო თავდასხმებს და გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების მიხედვით, არსებობს მრავალი მიზეზი, რატომაც მრავლადაა მეგობრული ცეცხლის შედეგად დაღუპული […]
“ილჰამ ალიევი სამუდამო პრეზიდენტობის ტიტულს იმსახურებს” – აზერბაიჯანის მმართველი პარტია

აზერბაიჯანის მმართველმა პარტია “ენი აზერბაიჯანმა” საპრეზიდენტო კანდიდატად ილჰამ ალიევი წარადგინა რომელიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 20 წლის განმავლობაში, 2003 წლის შემდეგ იკავებს. “აზერბაიჯანელი ხალხი ამბობდა, ის, ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, აზერბაიჯანის სამუდამო პრეზიდენტი გახდება. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, იმ პოლიტიკით, რომელსაც ის 20 წლის განმავლობაში აწარმოებს და ჩვენი მიწების სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებით, დაიმსახურა ამ ტიტულის ტარების უფლება. […]
რუსეთის ჯარებმა მასიური შეტევა ორი მიმართულებით დაიწყეს – გენერალი ტარნავსკი

რუსეთის ჯარებმა დაიწყეს მასიური შეტევა ავდეევკის და მარიინსკის მიმართულებით. ამის შესახებ წერს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული და სტრატეგიული ჯარების დაჯგუფება „ტავრიის“ მეთაურ, გენერალ ალექსანდრ ტარნავსკიზე დაყრდნობით. “ორი დღის წინ მტერმა დაიწყო მასიური შეტევითი ოპერაციები ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით ავდეევკისა და მარიინსკის მიმართულებით. აქტიურად იყენებს ავიაციას, მართვად საჰაერო ბომბებს. ორ დღეში განახორციელეს 19 ავიაიერიში. […]
2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მლნ ლარი, წელს იყო 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი – ირაკლი ღარიბაშვილი

2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მლნ ლარი, წელს იყო 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და გაისად, 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი, 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლების და მეცნიერების ბიუჯეტის,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამით არის ყველაფერი […]
ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი საქართველოშია – ენნო მიოტსს გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ-მაიორ ენნო მიოტსს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო ნატოსთან ურთიერთობის საკითხებს.