გიორგი ამილახვარი – 2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება

2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში, სისტემა მასწავლებლებს იმ სერვისებს შესთავაზებს, რომლებიც მათ რეალურად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად სჭირდებათ. „მასწავლებლის სახლი“ მთლიანად კონცეპტუალურად შეცვლის მიდგომებს და შემდეგი წლიდან, სრულად გაუქმდება ის სავალდებულო ტრენინგ მოდულები, რომელიც აქამდე არსებობდა და […]

პრემიერის განცხადებით, 2027 წლისთვის საქართველოში ყველა სკოლა ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებული იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ყველა სკოლა 2027 წლისთვის რეაბილიტირებული და აშენებული ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით იქნება. როგორც მან “ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე” აღნიშნა, 2024 წელს დაგეგმილია დაახლოებით 250-მდე ახალი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. „მოგეხსენებათ, რომ შარშან, ჩემი დავალებით, დავიწყეთ მასშტაბური პროგრამა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა ბოლო წლებში, ჩვენ […]

გიორგი ამილახვარი – სტატუსის მიუხედავად, მასწავლებლების 70%-ს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება, დანარჩენი 30%-ის ანაზღაურება კი საათების პროპორციულად გაიზრდება

დაახლოებით, 51 ათასი სტატუსიანი მასწავლებელი გვყავს – სტატუსის მიუხედავად, მასწავლებლების 70%-ს, რომლებიც ძირითადად, სრულ განაკვეთზე არიან დასაქმებულები, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება, დანარჩენი 30%-ის ანაზღაურება კი საათების პროპორციულად გაიზრდება,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ახალი პოლიტიკა შეეხება მასწავლებლებს და […]

ნოემბერში საპენსიო სააგენტოს დაგენერიებულმა ჯამურმა ამონაგებმა 804.9 მლნ ლარს მიაღწია

ნოემბერში საპენსიო სააგენტოს დაგენერიებულმა ჯამურმა ამონაგებმა 804.9 მლნ ლარს მიაღწია,- აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია ნოემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ (+9.2% წინა თვესთან შედარებით). „ერთი მხრივ საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორე მხრივ კი დაბალი ინფლაციის დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე […]

ანა ლუჰრმანი – მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – ველოდებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესს მომავალ წელს

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ კვირაში, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობის მომხრეა, – ამის შესახებ გერმანიის ევროპისა და კლიმატის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ანა ლუჰრმანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, უჭერს თუ არა მისი ქვეყანა მხარს საქართელოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მისი თქმით, საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ქვეყანას ჯერ […]

დონალდ ტუსკი – არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ – უნდა გვახსოვდეს, რისთვის მიმდინარეობს ომი

არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ, – ამის შესახებ პოლონეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. „მე არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ. ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ პოლონეთის […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერიო-კვლევით ცენტრში სემინარს დაესწრნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ეწვივნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, მევენახეობა-მეღვინეობაში კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში სტუდენტებს ღვინის ქიმიაზე, ზადებსა და დაავადებებზე სემინარი ჩაუტარდათ. უნივერსიტეტის ცნობით, საინფორმაციო-გასვლითი ტური სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით […]

ქართულ ბანკებში უცხოელების დეპოზიტები რეკორდულ ნიშნულზეა

ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა ოქტომბრის მდგომარეობით 7.3 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 213 მილიონი ლარით მეტი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ზრდა 1.1 მილიარდი ლარია. ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში სულ 25.7 მილიარდ ლარს ინახავენ, შესაბამისად, მათ შორის არარეზიდენტთა დეპოზიტები 28%-ს შეადგენს. არარეზიდენტი პირები საკუთარ დანაზოგებს ძირითადად (დეპოზიტების 85%-ს) უცხოურ […]

სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ახალი ავტომობილები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს 9 ერთეული ახალი, მსუბუქი ავტომობილი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა. აღნიშნული ავტომობილები სადარაჯო ხომალდების და კატარღების ეკიპაჟებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში გადაეცათ. საქართველოს სანაპირო დაცვის ავტოპარკის განახლების მიზანს საქმიანობის […]

ვიმედოვნებ, 14-15 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება იქნება დამსახურებული აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს ბოლო წლებში აქვს – მიხეილ სარჯველაძე

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას საქართველო. ეს გადაწყვეტილება მიიღება 14-15 დეკემბერს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება დამსახურებული აღიარება იმ წარმატებისა, რომელიც აქვს საქართველოს ბოლო წლებში, რომელიც აქვს საქართველოს ისტორიულ ფესვებზე დაყრდნობით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შედეგად საქართველო დამსახურებულად მოიპოვებს შემდგომ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის დამსახურებულ წევრობამდე. ეს […]