საქართველოს პარლამენტი ხმას არ იღებს უკრაინის მხარდასაჭერად – სალომე სამადაშვილი

საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, მიმდინარე კვირას პარლამენტს საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად მრავალპარტიული მხარდაჭერის გამოხატვა შეეძლო და ეს არ გააკეთა. „დღეს, როდესაც უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, საკუთარი და ჩვენი გადარჩენისთვის, გასაოცარია, რომ საქართველოს პარლამენტი ხმას არ იღებს უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინასთან მოლაპარაკებებიც უნდა გახსნას ევროკავშირმა, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო და ფინანსური დახმარებაც უნდა გამოუყოს […]
ჩვენი გუნდი ყველა ფორმატში იზეიმებს წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს – ქართველ ხალხს ეჩქარება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა – მიხეილ დაუშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის, მიხელი დაუშვილის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ინკლუზიური სამუშაო პროცესი იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ქვეყანამ დაკარგული დრო. “სასწრაფოდ დაიწყოს ინკლუზიური სამუშაო პროცესი იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ქვეყანამ დაკარგული დრო და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გადავიდეს საქართველო გაფართოების მოლაპარაკებების ეტაპზე. ჩვენი გუნდი ყველა ფორმატში აუცილებლად იზეიმებს […]
15 დეკემბერს, თუ საბოლოოდ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ვფიქრობ, ახალი ტიპის პოლიტიკური ცხოვრების დაწყება მოგვიწევს – ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია “გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 15 დეკემბერს საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დეპუტატებმა ერთმანეთთან მუშაობისა და დამოკიდებულების ფორმატი უნდა შეცვალონ. “15 დეკემბერს, თუ საბოლოოდ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ვფიქრობ, ახალი ტიპის ცხოვრების დაწყება მოგვიწევს. ჩემი წარმოდგენით, ნაცვლად იმის, რომ გაყოფილები ვიყოთ, როგორც ახლა ვართ გაყოფილები, და ევროკავშირსა და ევროპას ვიყენებთ შიდა პოლიტიკურ […]
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად უნდა შეიზღუდოს, თუმცა ამ საკითხზე “ლელოს” კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და ალტერნატიულ დოკუმენტს დააინიცირებენ

პარლამენტში პიროტექნიკაზე რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ. “ლელომ” ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ 9 თვეა, დააინიცირეს კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვაზე, რომელიც ამ დრომდე არ განხილულა. მმართველი გუნდი იზიარებს პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად უნდა შეიზღუდოს და ამ საკითხზე მუშაობის დაწყებას აპირებს, თუმცა “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ “ლელოს” კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და ამ საკითხზე ალტერნატიულ პროექტს თავად დააინიცირებენ. […]
“ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს”- ეკონომიკის სამინისტრო

“საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს – ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ” – ამ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკეთებს. საერთაშორისო ფასზე იაფად საწვავის შემოტანაში ეკონომიკის სამინისტრო რუსული საწვავის შესყიდვას გულისხმობს, რომელიც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაბალი ფასის გამო საქართველოსთვის ბენზინის წამყვან მომწოდებლად იქცა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მედიაში […]
5 გბ 1 ლარად – შეთავაზება hi app-ის მომხმარებლისთვის

ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობისთვის თიბისიმ, სულ ცოტა ხნის წინ, ახალი აპლიკაცია – hi app შექმნა, რომლის საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები. აპლიკაცია მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან hi app მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, აკონტროლონ თავიანთი შვილის ფინანსები და ნახონ მისი ტრანზაქციები. რამდენიმე დღეა რაც მოსწავლეებს hi app-იდან შეუძლიათ 1 […]
კიდევ უფრო სწრაფი – “საქართველოს ბანკის” მობილბანკში საინვესტიციო ანგარიშიდან თანხის განაღდების პროცესი გამარტივდა

მომხმარებლებისთვის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ინვესტირების პროცესის გასამარტივებლად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მობილბანკის ინვესტიციების მოდულში აქციის გაყიდვით მიღებული თანხის პირად ანგარიშზე გადატანის პროცესი უფრო მეტად მარტივი და სწრაფი გახდა. თუ აქამდე აქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის საინვესტიციო ანგარიშიდან პირად ანგარიშზე გადატანისთვის ჯამში 4-6 სამუშაო დღე იყო საჭირო, ახლა ეს პროცესი უფრო დაჩქარდა. […]
უკრაინის უმსხვილეს მობილურ ოპერატორზე კიბერშეტევა იყო

უკრაინის უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა „კიევსტარმა“ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქსელის მუშაობა ჰაკერულმა შეტევამ შეაფერხა. მანამდე გამოცემა dev.ua წერდა, რომ ჰაკერული თავდასხმა მოხდა ქსელის ბირთვზე. კომპანიის აბონენტები მობილური სატელეფონო კავშირით და ინტერნეტით დღეს დილიდან ვერ სარგებლობენ. „კიევსტარი“ 24 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. კომპანიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ჰაკერული შეტევის მიუხედავად, აბონენტების პერსონალურ მონაცემებს საფრთხე არ შეჰქმნია. […]
„ხარისხიანი განათლება ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება“ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, განათლების სისტემაში გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ზოგადი განათლების რეფორმის“ პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, სისტემაში გამოწვევები კვლავაც რჩება, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, განათლების სისტემას ძალიან დიდი დარტყმა მიადგა. […]
15 დეკემბერს “სექრეთ გარდენი” ქარვასლას ივენთ ჰოლში, პროექტს „ვინთერ ვანდერლენდის“ საზეიმოდ გახსნის

15 დეკემბერს, მულტიფუნქციური ცენტრი „სექრეთ გარდენი“, რომლის მიზნობრიობაც ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციაა, ქარვასლას ივენთ ჰოლში, პროექტს „ვინთერ ვანდერლენდი“ საზეიმოდ გახსნის. პროექტის მიზანი, ერთი მხრივ საზოგადოებაში შობა-ახალი წლის ამაღლებული, სადღესასწაულო განწყობის შექმნაა, ხოლო მეორე მხრივ ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ერთ სივრცეში (არტ ჰოლი ქარვასლა) ყველა იმ კომპანიის, მეწარმისა და ფიზიკური პირის წარდგენაა, ვინც ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად და […]