ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზე საზოგადოებას აქვს, ბუნებრივია, რეაქცია – კობახიძე ჩცდ-ზე

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში LGBT თემების არსებობა ბავშვებზე მიმართული პროპაგანდა, ასე უპასუხა: ,,LGBT პროპაგანდა არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი. ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ, რაც შეეხება LGBT პროპაგანდას – ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როდესაც ამაში არის ჩართული სხვადასხვა ნაცური […]
კობახიძის თქმით, „რუსული კანონის“ მსგავსი კანონის მიღებას აღარ აპირებენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რუსული კანონის“ მსგავსი კანონის მიღებას აღარ აპირებენ. მისი თქმით, NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობა ყველგან გამოწვევაა და კარგი იქნებოდა, რომ ამაზე კანონი საქართველოსაც მიეღო. თუმცა კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი აღარ აპირებს, რომ რომ ამ კანონის ისევ განხილვას. „ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავუბრუნდებით ამ კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტი იქნებოდა ძალიან […]
უკრაინის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ “კიევსტარზე” კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ “კიევსტარზე” ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა და ქსელის მუშაობა შეფერხდა. მოგვიანებით ეს თავად “კიევსტარმაც” დაადასტურა. კომპანია ამბობს, რომ სპეციალისტები კიბერშეტევის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ (აბონენტები სატელეფონო კავშირითა და ინტერნეტით დღეს დილიდან ვერ სარგებლობენ) და საქმეს უკრაინის სპეცსამსახურები იძიებენ. მათივე თქმით, კიბერშეტევის მიუხედავად, აბონენტების პერსონალურ მონაცემებს საფრთხე არ შეჰქმნია. ცნობისთვის, […]
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის $900 მილიონიანი ტრანში დაამტკიცა

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა [IMF] უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის $900 მილიონიანი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა. პროგრამა ითვალისწინებს 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური სტაბილურობისა და უკრაინის აღდგენისთვის. ცნობისთვის, აშშ-ის ვიზიტად მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი IMF-ის მმართველ დირექტორს, კრისტალინ გეორგიევას შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება. გარდა ამისა, ზელენსკი გეგმავს პრეზიდენტ […]
ოკუპირებული აფხაზეთის “ომბუდსმენი” კარბაიას სიკვდილთან დაკავშირებით ე.წ. ძალოვან უწყებებს მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის „სახალხო დამცველმა“ ანას ქიშმარიამ განცხადება გამოაქვეყნა გალის მკვიდრის, თემურ (ვიტალი) კარბაიას სიკვდილთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ (ვიტალი) კარბაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 44 წლის კაცი ე.წ. სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს და მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქიშმარიამ მიმართა „გენერალურ პროკურორს“, „შინაგან საქმეთა მინისტრს“, „გალის რაიონის პროკურორს“ და „რაიონული […]
მიხეილ სარჯველაძე – თუ გრიგორიადისი პოლიციელისთვის საფრთხის შექმნას ამართლებს და ცინიკური დამოკიდებულების გამოვლენასაც ბედავს, ამის შემდეგ მისი განცხადება ციხეებში ანტისანიტარიაზე, არავისთვის დიდად საყურადღებოდ არ გამოიყურება

თუ გრიგორიადისი პოლიციელისთვის საფრთხის შექმნას ამართლებს და ცინიკური დამოკიდებულების გამოვლენასაც ბედავს, ამის შემდეგ მისი განცხადება ციხეებში ანტისანიტარიაზე, არავისთვის დიდად საყურადღებოდ არ გამოიყურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. რაც შეეხება გრიგორიადისის შეწყალებას, როგორც მან აღნიშნა, არ ჰგონია, „პრეზიდენტმა საკუთარი რეპუტაციით გარისკოს და პოლიციელზე თავდასხმა გაამართლოს“. „ოპოზიციიდან წარმომადგენლები ან არასამთავრობო სექტორიდან […]
Visa საქართველოში ინოვაციებისა და თანამშრომლობის ბრწყინვალე 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, ფინანსური გადაწყვეტების ინიციატორი და ქართული საზოგადოების, მთავრობისა და ფინანსური ინსტიტუტების ერთგული პარტნიორი, საქართველოში 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში, Visa-მ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა გადახდების სისტემის ფორმირებაში, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისა და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობის მიზნით. Visa-ს 25 წლის იუბილეს ფარგლებში, ფორუმი გაიმართა, სადაც დისკუსიის ფორმატში, გადახდების ეკოსისტემაში არსებული გლობალური ტრენდები, […]
„დეპრესიის გადაჭარბებული დიაგნოზები, შესაძლოა, ფარმაცევტული ბიზნესის ინტერესს უკავშირდებოდეს“

დეპრესიის დიაგნოზის სიმრავლე შესაძლოა ფარმაცევტული ბიზნესის ინტერესებთან იყოს დაკავშირებული. ამის შესახებ ფსიქოთერაპევტი სოსო დოლიძე აცხადებს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ბიზნესი დაინტერესებული იყოს რაც შეიძლება მეტი წამლის რეალიზაციით და ამას უკავშირდებოდეს „დიაგნოზების გადაჭარბების“ შემთხვევები. „მედიკამენტის დანიშვნის მიზეზი შეიძლება იყოს ობიექტურიც, როცა, მაგალითად, მსოფლიოს მასშტაბით გარკვეული მოვლენები ხდება, მაგრამ ამავე დროს არის ხოლმე დიაგნოზის გადაჭარბების შემთხვევები, […]
ხმაური საავტორო უფლებათა ასოციაციის შენობასთან – სხდომაზე ასოციაციის წევრების წარმომადგენლები არ შეუშვეს

ხმაური საავტორო უფლებათა ასოციაციის შენობასთან – სხდომაზე არ შეუშვეს ასოციაციის წევრების წარმომადგენლები. საუბარია იმ პირების ინტერესების დამცველებზე, რომლებიც გიგა კობალაძეს უპირისპირდებიან. საჭირო გახდა ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება. შედგა ოქმი. “ჯისიეიში” გადაწყვეტილების მიზეზები განმარტეს, რატომ არ დაუშვეს 150-მდე პირის ადვოკატი სხდომაზე, ისინი ირწმუნებიან, რომ ავტორთა წარმომადგენლებს დოკუმენტები არასწორად ჰქონდათ შედგენილი. “სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტაცია არ არის. შესაბამისად, […]
ცნობილია, როდის გაიმართება “ალ ნასრისა” და მაიამის “ინტერის” დაპირისპირება

მაიამის “ინტერისა” და “ალ ნასრის” დაპირისპირება 2024 წლის 1-ელ თებერვალს გაიმართება, ფლორიდული გუნდი იქამდე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს “ალ ჰილალის” წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 29 იანვარს შედგება. ცხადია, გულშემატკივრებისთვის მთავარ ინტერესს ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დაპირისპირება იწვევს. “ალ ჰილალში” კი ნეიმარი ასპარეზობს, რომელიც ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის ბოლომდე იუქმებს.