ამილახვარის თქმით, მასწავლებლების პროფესიული განვითარება და სახელფასო პოლიტიკა გაიყოფა

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და სახელფასო პოლიტიკა ერთმანეთისგან გაიყოფა. ამის შესახებ მან ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. “აღნიშნული სქემა საჭიროებს განვითარებას. კვლევების თანახმად, მასწავლებელთა უმრავლესობა ამბობს, რომ სტატუსების მოპოვების პროცესში ებმება იმიტომ, რომ მას უნდა სახელფასო დანამატი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ – ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსების […]

13 დეკემბერს ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას გააცნობს

13 დეკემბერს ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას გააცნობს, – ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ბერტალან ჰავასი ავრცელებს. „ხვალ, პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საპარლამენტო დებატებზე უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტზე ისაუბრებს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას განმარტავს“, – განაცხადა ბერტალან ჰავასიმ. უნგრეთის მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ […]

გიორგი ამილახვარის განცხადებით, საქართველო სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში წევრიანდება, რითაც ქვეყანამ „საუკეთესო საერთაშორისო“ პრაქტიკა უნდა მიიღოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საქართველო სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში წევრიანდება, რითაც ქვეყანამ „საუკეთესო საერთაშორისო“ პრაქტიკა უნდა მიიღოს. როგორც მან ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, სამინისტროში სპეციალური პროგრამა შეიქმნა, რომელიც შეისწავლის თითოეული სკოლის შესაძლებლობებს და იმას თუ, როდის შეძლებენ ისინი სასკოლო კვების პროცესში ჩართვას. „მე და ჩვენ არასდროს გავურბივართ, მათ შორის, მძიმე და მწვავე თემებზე […]

განათლების მინისტრი – 840 სკოლაში თავად სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს ის დირექტორები, ვინც თავად სურდათ, არც ერთი დისკრეცია, ჩარევა და მითითება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა

840 სკოლაში თავად სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს ის დირექტორები, ვინც თავად სურდათ. არც ერთი დისკრეცია, ჩარევა და მითითება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა – მე არ ავდგები და არავის დისკრეციით არ დავნიშნავ. უზრუნველვყოფ სამართლიან, გამჭვირვალე, ინკლუზიურ კონკურსს ყველასთვის, მათ შორის, ამ ადამიანებისთვისაც, ვინც ახლა აპროტესტებს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც ის საჯარო სკოლებში […]

თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ NATO-ს კიბერსწავლებაში – „Cyber Coalition 2023“ მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ NATO-ს კიბერსწავლებაში – „Cyber Coalition 2023“ მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდაცვითი სწავლება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობდა. „აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში NATO-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის […]

ილია დარჩიაშვილმა სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაში, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თავმჯდომარეობდა, ასევე მონაწილეობდნენ მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი, ნიკუ პოპესკუ, […]

გამოკითხვის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება – დააფიქსირე შენი აზრი და შეადგინე სერია „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“

საქართველოში წიგნებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი გრძელდება. კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. პროექტის ფარგლებში გამომცემლობა „პალიტრა L” გამოკითხვას ატარებს და მათთვის თანამედროვე მკითხველის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. მკითხველს შესაძლებლობა აქვს, თავად აირჩიოს და გადაწყვიტოს, რომელიც წიგნი შევა ამ სერიაში. ხმის მიცემა ონლაინ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს. შეგიძლიათ, […]

დააკავეს კაცი, რომელმაც არასრულწლოვან გოგოებს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 1995 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც არასრულწლოვან გოგოებს ინტიმური ფოტოები გააგზავნინა, შემდეგ კი ინტერნეტში განათავსა. 1 ნოემბერს დაკავებულ კაცს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. “გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის მაისსა და სექტემბერში კომუნიკაცია სამ არასრულწლოვან დაზარალებულ გოგოსთან დაამყარა. ბრალდებულმა არასრულწლოვნების ნდობა მოიპოვა, […]

უახლოეს დღეებში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი, 15 დეკემბერს კი +22 გრადუსამდე დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 15 დეკემბერს გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 12-13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, […]

ნახეთ დისნეის 29 ენაზე თარგმნილი სიმღერის ქართული მონაკვეთი – [VIDEO]

კინოსტუდია Disney-მ ახალი ანიმაციიდან ჯადოსნური ნატვრა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ფილმის მთავარი სიმღერა 29, მათ შორის, ქართულ ენაზეც არის შესრულებული. ქართული ვოკალის მოსმენა 1:27 წუთიდან არის შესაძლებელი. სამწუხაროდ 9 წამის განმავლობაში არ ისმის არც ერთი სიტყვა, თუმცა სრული სიმღერის მოსმენა Youtube-ზე და სხვა მუსიკალურ პლატფორმებზეა შესაძლებელი. ჯადოსნური ნატვრა Moana-ს და Frozen-ის შემქმნელების ერთობლივი ნამუშევარია, რომელშიც მთავარ […]