ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა სირიაში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სირიაში ჩავიდა. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, „ვიზიტის“ ფარგლებში დაგეგმილია „საერთაშორისო და ორმხრივი – აფხაზურ-სირიული – დღის წესრიგის საკითხების“ განხილვა. მათივე ინფორმაციით, არძინბა, სირიის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერლებთან ერთად, დამასკოში უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ეწვია და „სირიელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო“. ინალ არძინბამ სირიის სამხედრო მუზეუმიც […]
ავსტრიის კანცლერი – არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება

არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა. კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით უკრაინის მიმართ ფავორიტიზმი არ უნდა არსებობდეს. „არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება. უკრაინას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს, რომელიც, ასევე, […]
განათლების მინისტრი – დაახლოებით 1000 სკოლაში დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება – მე მაქვს უფლება, ნებისმიერ ადგილზე ნებისმიერი ადამიანი დავნიშნო, მაგრამ ამას არ ვიყენებთ, რადგან არ გვინდა, ჩვენი შეხედულება სკოლებს თავს მოვახვიოთ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, საჯარო სკოლებში დირექტორების დასანიშნად კანონით მინიჭებული დისკრეციის უფლების გამოყენებას არ აპირებს. როგორც მან ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას აღნიშნა, დისკრეციის უფლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, 1000-მდე სკოლაში დირექტორების ასარჩევად კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. „840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს სკოლის დირექტორები, სამინისტროს და მინისტრის ჩაურევლად. დარჩენილ, […]
გიორგი ამილახვარი – ჩვენ რაში გვჭირდება სალომე ზურაბაშვილთან ერთობა – კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ მონაპოვარია და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება 2 დღეში გამოცხადდება

ჩვენ რაში გვჭირდება მასთან {სალომე ზურაბაშვილთან} ერთობა, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია და იმედი მაქვს, ეს გამოცხადდება და დამტკიცდება 2 დღეში, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს – ამიტომ ჩვენ არავისთან არ გვჭირდება ამის დამტკიცება და არავისთან შეერთება. ყოფილ პრემიერებს, პრეზიდენტებს თუ სურთ აღნიშნულ აქტში მონაწილეობა, მათი არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა […]
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მედიაში ბენზინის ფასის შესაძლო ზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, „აბსოლუტურ დეზინფორმაციას“ უწოდებს და განმარტავს, რომ „საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს“. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ. „საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს – ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, […]
კირქვის მოპოვებისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი იზრდება

კირქვის მოპოვებისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი იზრდება – მოსაკრებლის განახლებული განაკვეთი 14 თეთრის ნაცვლად, 28 თეთრით განისაზღვრება. ამასთან დაკავშირებით პარლამენტი დაჩქარებული წესით“ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, კირქვა ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ბუნებრივი რესურსია და მისი მომპოვებელი სექტორი საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. „ადგილობრივი რესურსის მოპოვების […]
გიორგი ამილახვარის განცხადებით, მოსწავლეების „ეროვნული შეფასების“ სისტემა დაბრუნდება – ასევე, იგეგმება სკოლის ავტორიზაციის ვადის 6-დან 9 წლამდე გაზრდა

სკოლებში „ეროვნული შეფასება“ დაინერგება – მე-6 და მე-9 კლასის პილოტირება 2025 წლიდან დაიწყება, მე-12 კლასის 2026 წელს, ხოლო ეს სისტემა სრულად 2027 წლიდან ამოქმედდება,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ახალი მოდელის დანერგვის მიზნით, ყოველი საფეხურის ბოლოს, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების სისტემა მუშავდება. ამილახვარის თქმით, ეროვნული […]
ამილახვარი: ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, ჩვენ გვინდა, რომ ადამიანის იყოს ქართველი

[ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები] 2004 წელს მიღებული დოკუმენტია და თითქმის 20 წელია არ გადახედილა, არ განახლებულა და დარგის სპეციალისტებს კარგად გესმით, რა მნიშვნელობის დოკუმენტია. პრაქტიკულად ის აწესებს, განსაზღვრავს, თუ როგორი მოქალაქის აღზრდა გვინდა ჩვენ ზოგადი განათლებ ის ეგიდით. და თქვენ [პრემიერმინისტრო] ახსენეთ და გეთანხმებით, რომ ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, ჩვენ გვინდა, რომ ადამიანის […]
,, რაის “ქართული როგორც მეორე ენა” ბიჯო, თქვენ “კრიშა” ხო არ დააცურეთ?” – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: ,,ძვირფასო “ქართული როგორც მეორე ენა”-ს გამპრავებლებო, აი თურმე ეს წიგნი რომ, “ვაიმეე, არაქართველი მოსახლეობისთვის არიიიშ” … რა მინდა გკითხოთ იციით? ა) უკაცრავად და საქართველოში სახელმწიფო ენა ქართული არ არის? რა თქმა უნდა არის.. ბ) უკაცრავად და ის არაქართველი მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეები არ არიან?.. რა თქმა უნდა რომ არიან.. გ) საქართველოს […]
პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის პოლიციის შენობაზე თავდასხმას 23 პოლიციელი ემსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილოდასავლეთ რეგიონში, ქალაქ დერა ისმაილ ხანში თვითმკვლელი ტერორისტი პოლიციის შენობას თავს დაესხა. აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 23 პოლიციელია მოკლული, ხოლო რამდენიმე არის დაჭრილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია თაჰრიკ-ე-ჯიჰად პაკისტანმა, რომელიც პაკისტანის თალიბანის ახალი შტოა. თვითმკვლელი ტერორისტი პოლიციის შენობას თავს დაესხა მანქანით, რომელის ასაფეთქებადი ნივთიერებებით იყო დატვირთული. თავდასხმას შეტაკებები მოჰყვა პლიციასა და ადგილობრივ მებრძოლებს […]