ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მხოლოდ გამკაცრება არ შველის – 2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე – გომელაური

ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მხოლოდ გამკაცრება არ შველის – 2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე – გომელაური ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს – ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მხოლოდ გამკაცრება არ შველის, კომპლექსურადაა სამუშაო და მხოლოდ ის, რომ გავამკაცრებთ და პრობლემა დასრულდება, ასე არ ვთვლი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა […]

ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გააგდო

„ლელოს” დეპუტატს სალომე სამადაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზი, სადაც 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, დაატოვებინა. სალომე სამადაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავდა კითხვით კორუფციასთან დაკავშირებით. ოხანაშვილმა დეპუტატს ფაქტების მოყვანისკენ მოუწოდა, რასთან დაკავშირებითაც სამადაშვილმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევა მოიყვანა. სალომე სამადაშვილის თქმით, თუკი კორუფციას ებრძვიან, გაუგებარია, რატომ ასახელებენ […]

დიახ, ვიზიარებ განცხადებას, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა – მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო აეცილებინა ეს ძალიან საზარელი, მძიმე ომი – ჩიქოვანი

დიახ, ვიზიარებ განცხადებას, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა – მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო აეცილებინა ეს ძალიან საზარელი, მძიმე ომი – ჩიქოვანი ვიზიარებ ამ განცხადებას [2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა] – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვას, შეეძლო […]

დევდარიანის აფერისტობას იოლად დაინახავთ, ამ მოლუსკებთან ერთად არათუ სამშვიდობოს ვერ გავალთ, არამედ ხელს შეგვიშლიან – თამარ ჩერგოლეიშვილი დევდარიანს და მშვილდაძეს დაერია

დევდარიანის აფერისტობას იოლად დაინახავთ, ამ მოლუსკებთან ერთად არათუ სამშვიდობოს ვერ გავალთ, არამედ ხელს შეგვიშლიან – თამარ ჩერგოლეიშვილი დევდარიანს და მშვილდაძეს დაერია “ტაბულას” მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძეს და სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტს ქეთი დევდარიანს აკრიტიკებს: “ამას კიდევ ერთხელ ვდებ.

ანრი ოხანაშვილი თეონა აქუბარდიას – ირაკლი პირველი, მეორე და მესამე რა დამოკიდებულებაა ? ყველას აქვს სახელი და გვარი – თქვენ თეონა პირველად, მეორედ თუ მეხუთედ მოგიხსენიოთ?

თეონა უკაცრავად, ეს ირაკლი პირველი, მეორე და მესამე რა დამოკიდებულებაა… ყველას აქვს სახელი და გვარი, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ანრი ოხანაშვილის შენიშვნა, რომ ყველასთვის კორექტულად მიემართა, მოჰყვა ცოტა ხნით ადრე თეონა აქუბარდიას განმარტებას, რომ ის „ირაკლი პირველის“ სახელით ირაკლი […]

რატი ბრეგაძე – გამოსვლისას ზუსტად 4-ჯერ ვახსენე ევროკავშირი, ხოლო ის, რომ ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა, პარლამენტში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ

მე ვისაუბრე [ევროკავშირის] ოთხ პუნქტზე, თუმცა ქალბატონმა ანამ ეს ყველაფერი ან არ ან ვერ შეისმინა. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, პასუხი არ მაქვს, თუ რატომ ვერ გაიგო მან. მერე, ასევე ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა, აქ, პარლამენტის ეზოში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ და შეიძლება, ეს ეწყინა ქალბატონ ანას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ […]

ირაკლი ჩიქოვანი – „გამაერთიანებელი სიმბოლოს“ – ამ შეფასების გამოყენება პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში „გამაერთიანებელი სიმბოლოს“ – ამ სიტყვის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტთან თანამშრომლობას ეხებოდა. ჩიქოვანის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას კანონმდებლობის შესაბამისად აპირებს. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში „გამაერთიანებელი სიმბოლოს“- ამ სიტყვის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება. გულწრფელად გეტყვით, საკმაოდ […]

რიგაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლატვიაში, რიგაში, BaltTour 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველაზე დიდ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები იყვნენ წარდგენილები. BaltTour 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გასცნობოდნენ. […]

„ევროპის უნივერსიტეტის“ 20 ქართველი სტუდენტი სტაჟირებაზე ესპანეთში გაემგზავრა

„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 20 ქართველი სტუდენტი ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში გაემგზავრა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს. მათი ცნობით, სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით „სიმულაციური მედიცინა და სცენარზე დაფუძნებული სწავლება გადაუდებელი მდგომარეობისას“ – გაივლიან სტაჟირებას. პროგრამის ფარგლებში ისინი შეისწავლიან: გადაუდებელი მდგომარეობების მართვას ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პირობების დროს; სხვადასხვა ტექნიკის […]

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ „წინაღობა არ არსებობს“

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ „წინაღობა არ არსებობს“. თუმცა, როგორც ჩიქოვანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, საკითხზე მიმდინარეობს მიზანშეწონილობის შესწავლა და გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე იქნება მიღებული. „კარგად მახსოვს შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, სადაც საკომიტეტო ფორმატში განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და სადაც […]