FMCG ბაზარზე ბრენდული ქსელების წილი 2028 წელს 55.6%-ის მიაღწევს

ბრენდული ქსელების წილი FMCG ბაზარზე მზარდია და 2023 წელს 38.6%-ის მიაღწია, მაშინ როცა, ეს მაჩვენებელი 2018 წელს 21.7%-ს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ბრენდული ქსელების შემოსავლების და ბაზრის წილის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გეოგრაფიული ექსპანსიაა. მოსალოდნელია რომ ბრენდული ქსელების საბაზრო წილის ზრდა ახალი მაღაზიების გახსნის ხარჯზე მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. „გალტ […]
ირაკლი ჩიქოვანი – ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრება მის გამგებლობაში არსებულ აქტივებს, მისთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ჩვენი სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემობრუნება, მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრება მის გამგებლობაში არსებულ აქტივებს, მისთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები. „დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი შემობრუნდა ქართულ პოლიტიკაში. 2012 წელს რომ არა ის, ნამდვილად ვერ მოხდებოდა ჩვენს […]
ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ უკან იმ ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერიდან, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ჩარჩოში უკრაინის დახმარებას საქართველო გააგრძელებს. ამის შესახებ მან 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველომ დაიჭირა ძალიან მკაფიო პოზიცია, როცა ეს აგრესიული ომი დაიწყო. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა იქნება ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ჩარჩოში. ამას ვაგრძელებთ და ამას გავაგრძელებთ. სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, ამაზეც […]
ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვის მთავრობის გადადგომას დაეთანხმა, – ინფორმაციას მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვწყვეტ: მივიღო ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობები დროებით დავაკისრო რომან სკლიარს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. ამასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაევალათ, განაგრძონ თავიანთი მოვალეობების შესრულება ახალი მთავრობის დამტკიცებამდე. სკლიარს, […]
ჯაბა სამუშიამ კონფერენციის „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ გახსნაზე ქართული ხორბლის მრავალფეროვნებაზე, მარცვლეული კულტურის ისტორიასა და მის გავრცელებაზე ისაუბრა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ გახსნაზე ქართული ხორბლის მრავალფეროვნებაზე, კულტურაზე, მარცვლეული კულტურის ისტორიასა და მის გავრცელებაზე ისაუბრა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათი ცნობით, ორდღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციში 6 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ კონფერენციის […]
ქართული ხორბლის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება

თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ მასპინძლობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენცია 5-6 თებერვალს ტარდება. „კონფერენცია, რომელშიც 6 ქვეყნიდან (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, თურქეთი, ბულგარეთი) 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
რუსეთის ცესკომ წუნი აღმოაჩინა პრეზიდენტობის კანდიდატ ბორის ნადეჟდინის მხარდამჭერთა ხელმოწერების 15%-ში

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წუნი აღმოაჩინა პრეზიდენტობის კანდიდატ ბორის ნადეჟდინის მიერ შეგროვებული ხელმოწერების 15%-ში. პროცედურების თანახმად, სამეტაპიანი შემოწმების შემდეგ საეჭვო ხელმოწერების რაოდენობა არ უნდა აღმატებოდეს 5%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცესკო კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს და ის საპრეზიდენტო არჩევნებს ეთიშება. „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავაბრუნებინოთ ხელნაწერები. საკმარისია, დავაბრუნებინოთ დაახლოებით 4500 ხელმოწერა 9209-დან, რომლებიც ბათილადაა ცნობილი. თუკი ცენტრალური საარჩევნო […]
Reuters-ი: ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგ პაკეტში არ შეიტანს აკრძალვას იმპორტზე

ევროპის კომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგ პაკეტში არ შეიტანს აკრძალვას იმპორტზე, ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება საკუთარ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სურთ, სანქციების ახალი პაკეტი მიიღონ სწრაფად, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავისთვის. მიუხედავად ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მოწოდებებისა, აიკრძალოს მეტი რუსული ექსპორტი, მაგალითად, ალუმინისა, ევროკომისია წარადგენს ზომების პაკეტს, რომელიც, როგორც […]
ჩიქოვანი: გამიჭირდება პრეზიდენტთან მიმართებაში სიტყვის, „გამაერთიანებელი სიმბოლოს“ გამოყენება

ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, საქართველოს პრეზიდენტთან, როგორც „გამაერთიანებელ სიმბოლოსთან” ურთიერთობის შესახებ საკომიტეტო მოსმენაზე ჰკითხა დეპუტატმა თამარ კორძაიამ. ირაკლი ჩიქოვანმა თავისი ხედვა დღეს დეპუტატებს ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარუდგინა. თამარ კორძაიას კითხვის პასუხად მან უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს და პრეზიდენტს კანონის ფარგლებში ექნებათ ურთიერთობა. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში „გამაერთიანებელი სიმბოლოს“, […]
საქართველოში ქარიშხალია მოსალოდნელი – რეგიონების ჩამონათვალი

საქართველოში ქარიშხალია მოსალოდნელი – რეგიონების ჩამონათვალი Meteo.gov.ge-ს მონაცემების თანახმად, 6 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ქარი 25-32მ/წმ-მდე გაძლიერდება. დეტალების გასარკვევად, „კომერსანტი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ეს ნიშნული (25-32მ/წმ-მდე) ქარიშხლის კატეგორიას განეკუთვნება. „ 6 თებერვალს 25-27 მ/წმ-მდე სიჩქარეს ველოდებით აღმოსავლეთ საქართველოში. კერძოდ, კახეთის რეგიონში, მდინარე მტკვრის ხეობაში; ჩრდილო-აღმოსავლეთით (მაღალმთიან […]