ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტი ავრცელებს. “ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: · მიღებულ იქნას ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა; · დროებით, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდეს რომან სკლიარი; · ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელონ საკუთარი მოვალეობების შესრულება; · ხელის მოწერის დღიდან […]
ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული EU-ის დროშის დაწვისთვის დაკავებული „ალტ-ინფოს“ წევრი გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „ალტ ინფოს“ წევრი ლაშა შარუხია, რომელმაც მცხეთის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა. შარუხიასთვის პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის გადაწყვეტილება მოსამართლე რეზო ნადოიმ მიიღო. ლაშა შარუხია მცხეთის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით გასული წლის 16 დეკემბერს დააკავეს. შარუხიას დაკავებას მოჰყვა […]
გომელაურმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პრობლემები მექსიკასთან აშშ-ის სასაზღვრო სირთულეებს შეადარა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული პრობლემები მართვის თვალსაზრისით აშშ-მექსიკის საზღვარს შეადარა. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია გააკონტროლოს. ამის შესახებ მან დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა განიხილება. […]
მიზეზი, რატომაც აზიარებენ FB-ზე 21 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოებს

სოციალურ ქსელებში, მათ შორის „ფეისბუქის“ ქართულენოვან სეგმენტში, ბოლო დღეებია, აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. ჩელენჯი (გამოწვევა) „შენ 21 წლის ასაკში“. გამოწვევა მოიაზრებს, რომ მათ, ვინც საკმაოდ გასცდა ასაკის 21-წლიან ნიშნულს, გამოაქვეყნონ თავიანთი მაშინდელი ფოტოები. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ [NYT] 1 თებერვლის მასალაში აღნიშნავს, რომ ტრენდს მხოლოდ „ინსტაგრამზე“ 3,6 მილიონი გაზიარება აქვს. ჩელენჯის უკან, ამავე წყაროს ცნობით, არიზონის შტატის მცხოვრები, […]
“წულუკიანის სისტემაში დატოვებით ხელს მოაწერთ ქვეყნის კულტურული იდენტობის განადგურებას” – მიმართვა დეპუტატებს

კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაამტკიცონ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, კულტურის სამინისტროს საქმიანობა შეისწავლოს სახელმწიფო აუდიტმა. “თეა წულუკიანის სისტემაში დატოვებით ხელს მოაწერთ ქვეყნის კულტურული იდენტობის შეუქცევად განადგურებას, კეთილსინდისიერი პროფესიონალებისთვის გამოცხადებულ ტერორს და ქვეყნის სრულ კულტურულ იზოლაციას. ის მეორედ არ უნდა დაინიშნოს მინისტრად, რადგან: · ნადგურდება გელათი! · ნადგურდება არქეოლოგიური ძეგლები! […]
ტერ-შტეგენი ბრუნდება – “ბარსელონას” ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება

AS-ი წერს, რომ “ბარსელონას” მეკარე მარკ ანდრე ტერ-შტეგენმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო. გერმანელ კიპერს ზურგის ტრავმის გამო 12 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და მან ოპერაციაც გაიკეთა. მოსალოდნელია, რომ ის 12 თებერვალს “ბლაუგრანას” ლა ლიგის 24-ე ტურში “გრანადას” წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება. “ბარსელონას” ფანებისთვის გასახარია ის ამბებიც, რომ ტრავმები მოირჩინეს რაფინიამ და სერხი რობერტომაც, რომლებიც ასევე […]
,,ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ჩვენი სამშობლო“ – ირაკლი ჩიქოვანი

“გვახსოვს განცხადებები, რომ თუ ივანიშვილი დაბრუნდებოდა, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა, ამიტომ ჩიქოვანისგან მაინტერესებს, არის თუ არა ამის საშიშროება?” – დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვას თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ასე უპასუხა: ,,მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი შემობრუნდა პოლიტიკაში იმიტომ, რომ მართლაც 2012 წელს რომ არა ის, ნამდვილად ვერ მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ცვლილება და არ ვიცი, ჩვენი სახელმწიფო დღეს […]
არის მცდელობა, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის, რათა საქართველო იქცეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციურ სამიზნედ – თამთა მეგრელიშვილი

არის მცდელობა, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის, რათა საქართველო იქცეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციურ სამიზნედ – თამთა მეგრელიშვილი „საბედნიეროდ ქართულმა სახელმწიფომ მოახერხა და პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწია მშვიდობის სახელით ომში ჩართვის მოსურნეთ და ჩვენ თავიდან ავიცილეთ ქართული სახელმწიფოს უკრაინიზაცია, მაგრამ როგორც ირკვევა არის მცდელობა, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს […]
შს მინისტრი ანა ნაცვლიშვილს – უვიზო რეჟიმი რუსეთთან ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა – რაც შეეხება „რუსული მანქანების“ დაჯარიმებას, ყველა ჯარიმდება

შს მინისტრი ანა ნაცვლიშვილს – უვიზო რეჟიმი რუსეთთან ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა – რაც შეეხება „რუსული მანქანების“ დაჯარიმებას, ყველა ჯარიმდება უვიზო რეჟიმი [რუსეთთან] ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა და დღემდე ასე მოდის, – ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე. რაც შეეხება […]
რატი ბრეგაძე – რა ვქნათ ახლა, პარლამენტში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ – გამოსვლისას ზუსტად 4-ჯერ ვახსენე ევროკავშირი

მე ვისაუბრე [ევროკავშირის] ოთხ პუნქტზე, თუმცა ქალბატონმა ანამ ეს ყველაფერი ან არ ან ვერ შეისმინა. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, პასუხი არ მაქვს, თუ რატომ ვერ გაიგო მან. მერე, ასევე ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა, აქ, პარლამენტის ეზოში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ და შეიძლება, ეს ეწყინა ქალბატონ ანას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ […]