ლეაუს შემდეგ კიდევ ერთი კანდიდატი – მბაპეს შესაძლო შემცვლელი პსჟ-მა შესაძლოა, პრემიერლიგიდან მიიყვანოს

პსჟ გუნდის ფორვარდის, კილიან მბაპეს შემცვლელის ძიებას განაგრძობს, რომელიც დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის “რეალში” გადავა. რამდენიმე დღის წინ გავრცელა ინფორმაცია, რომ ფრანგული გუნდი რაფაელ ლეაოს ვარიანტს განიხილავს, ახლა კი Get French Football News-მა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, პარიზელები “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევ მარკუს რაშფორდსაც აკვირდებიან. ინგლისელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად დაახლოებით […]

დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს, გოგონამ კი ნაადრევად იმშობიარა

დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი დაიღუპა, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების […]

გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ფინანსური დავალიანება 6 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ფინანსური დავალიანება 6 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდა. ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა. „მიმდინარეობს იმ პროგრამის განხორციელება, რომლის მიხედვითაც 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება უნულდებათ. დღემდე დაახლოებით 6 ათასამდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ეს უწყვეტად მიმდინარეობს. მათ აქვთ 5 […]

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟოაო გომეშ კრავინიო უკრაინას ეწვია. „სასიამოვნოა ისევ კიევში ყოფნა, ამჯერად ჩემს კოლეგასთან, განათლების მინისტრ ჟოაო კოსტასთან ერთად, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის აღდგენის მიმართ“, – წერს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მინისტრები კიევში მატარებლით ჩავიდნენ. მათი ვიზიტი ორდღიანია და დღის წესრიგის მთავარი თემა ომი და […]

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება. „ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა გამყოფი ხაზის […]

სამთავრობო პროგრამას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 4-მა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა

სამთავრობო პროგრამას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 4-მა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა. იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. აღსანიშნავია, რომ […]

რატი ბრეგაძე – სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ნამდვილად ის, რომ დღეს არცერთი კითხვა არ დასმულა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, რატი ბრეგაძის განცხადებით, „სასიამოვნო მოულოდნელობა“ იყო, რომ დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დეპუტატებს კითხვები არ დაუსვამთ. მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ამ საკითხზე სალაპარაკო არავის არაფერი აქვს“. „გარკვეულწილად, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ნამდვილად ის, რომ არცერთი კითხვა არ დასმულა მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსხვავებით ყველა წინა შემთხვევისგან. რა თქმა […]

4400 გაყიდული ავტომობილი – Tegeta Cars-ის 2023 წლის შეჯამება და გეგმები ელექტროტრანსფორმაციის გზაზე

საავტომობილო წარმოება ერთ-ერთია იმ ინდუსტრიებს შორის, რომლებშიც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. მსოფლიო ბრენდები ერთმანეთის მიყოლებით აახლებენ და თანამედროვეობას არგებენ ბიზნესპროცესებს, მნიშვნელოვნად ცვლიან კონცეფციას წარმოებაში. მთავარი აქცენტი – ელექტრიფიცირებაზე, ხოლო მომსახურების სფეროში ინდივიდუალურ მიდგომაზე კეთდება. ამ ახალ სტანდარტებზე მორგებული პროექტებითა და გაყიდვების მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლებით იწყებს წლის შეჯამებას Tegeta Cars-ის დირექტორი, პეტრე წაქაძე. კომპანიაში აცხადებენ, […]

გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წელს სკოლის საშუალო საფეხურზე კონკრეტული მიმართულებები შემოდის, როგორიც არის ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წელს სკოლის საშუალო საფეხურზე კონკრეტული მიმართულებები შემოდის, როგორიც არის ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულება. მინისტრობის კანდიდატის თქმით, ზოგად განათლებაში ასევე დაინერგება პროფესიული განათლება, რომლისთვისაც 30 საპილოტე სკოლა შეირჩევა. „2024 წელს საშუალო საფეხურზე, ეს არის მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასები, იცით, რომ შემოგვაქვს მიმართულებები, ეს იქნება ჰუმანიტარული, […]

„2022 წელს 4 000 ადამიანი წავიდა შსს-დან, 3 200 ადამიანი მივიღეთ“ — გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური არ იზიარებს მოსაზრებას სისტემიდან პოლიციელების მნიშვნელოვანი გადინების შესახებ, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა ნეგატიურ ბალანსზე მიუთითებს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჰკითხა, თუ რატომ ტოვებენ პოლიციელები სისტემას და ქვეყანას, მათ შორის მექსიკის გავლით გადადიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თურმე, სისტემას, გარბის, ზოგი […]