ნარკოპოლიტიკის გამკაცრება არ მიმაჩნია სწორად – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით ზედოზირების შედეგად ახალგაზრდის გარდაცვალებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მომხრე არ არის, პრობლემა საერთაშორისო მასშტაბისაა და კომპლექსური ღონისძიებების გატარებას საჭიროებს, არამხოლოდ შსს-ს მხრიდან. “ძალიან ცუდი ფაქტია. არ არის ეს იშვიათი, 30-40-ის ფარგლებში მერყეობს [საქართველოში] ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემა აღმოვფხვრათ. ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები […]

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში სამშენებლო კომპანია „არქტურის“ პროექტი – „არქტური ლისი“ შენდება –

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, ფერმწერთა ქუჩა 111-ში, სამშენებლო კომპანია „არქტურის“ პროექტი – „არქტური ლისი“ შენდება. დაბალი განაშენიანების კომპლექსი 5 სართულიან 7 საცხოვრებელ სახლს მოიცავს, რომლებიც ეტაპობრივად ბარდება. კომპლექსის 14330.5 კვ.მ. მწვანე არეალს დაეთმობა, სადაც მოსასვენებლი სივრცეები, ბავშვებისთვის სათამაშო სკვერები, სპორტული მოედანი, სარბენი და სასეირნო ბილიკები მოეწყობა. კომპლექსში გათვალისწინებულია ღია და დახურული ფასიანი ავტოსადგომები, კომერციული და სავაჭრო […]

იგეგმება “ინფლუენსერებისთვის” გზამკვლევი დოკუმენტის შექმნა – კონკურენციის სააგენტო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო გეგმავს, 2024 წელს დაიწყოს მუშაობა “ინფლუენსერების” საქმიანობის მარეგულირებელ გზამკვლევ დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს იმ წესებსა და პირობებს, რაც “ინფლუენსერმა” უნდა დაიცვას საქონლის ან მომსახურების რეკლამირებისას. როგორც ტაბულას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში უთხრეს, გზამკვლევი დოკუმენტი მზად 2025 წელს იქნება. “საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით, არანაირი დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება […]

10 ქართული კომპანიის სათამაშოები საერთაშორისო გამოფენაზე – Spielwarenmesse 2024

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო – „ვუდსის”; „თამაშობანას”; „ოდინდელი”; „კოკიტოს”; „ცაცია ოსტატის”; „დინოს”; „რუსანას”; „გოგორას”; „იკო კიდსის”; „თვითის” სათამაშოები. Spielwarenmesse გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 1949 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სათამაშოების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული სავაჭრო […]

უზბეკური Centrum Air-ი თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს

უზბეკური ავიაკომპანია Centrum Air-ი საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანია ტაშკენტიდან რეგულარულ ფრენებს თბილისის და ბათუმის მიმართულებით განახორციელებს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს. Centrum Air-ი ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ფრენებს 1 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შეასრულებს. ხოლო ავიარეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 7 მაისს დაიწყება. Centrum Air-ი ტაშკენტსა და ბათუმს შორისაც ოპერირებას […]

ქართული ხორბლის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება

5-6 თებერვალს, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ მასპინძლობს. კონფერენცია, რომელშიც 6 ქვეყნიდან (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, თურქეთი, ბულგარეთი) 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით იმართება. კონფერენცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ […]

„აგროოლიმპიადაზე დავინახე ჩემი შრომის შედეგი, რამაც ახალი ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაცია მომცა“ – გაიცანით აგროოლიმპიადის გამარჯვებულები

მეორე წელია, ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ „ეროვნული აგრარული ოლიმპიადის“ მხარდამჭერია. ამასთან ერთად, ის სტუდენტის კატეგორიის გამარჯვებულებსაც აჯილდოებს და ასაჩუქრებს. პრიზებს, რომლებსაც „აგროსფერო“ მათ გადასცემს, საგანმანათლებლო დანიშნულებისაა, რადგან კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიღების ახალი შესაძლებლობების მიცემაა. წლევანდელ გამარჯვებულებს „აგროსფერომ“ საზომი ხელსაწყოებით დაკომპლექტებული სპეციალური ჩემოდანი გადასცა, რომელშიც 3000 ლარის ღირებულების პროდუქცია […]

8 ინსტრუმენტი მეწარმეობის და ინვესტიციების ხელშესაწყობად – ბიზნესს აქცენტები ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამიდან

საქართველოს პრემიერობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მიხედვით, ბიზნესის და საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად აქცენტი 8 ძირითად საკითხზე გამახვილდება. „სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობას, სახელმწიფო ამ პროცესში ჩართავს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, კერძოდ: · უზრუნველყოფილი იქნება საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა. · გაგრძელდება ბიზნესთან ინტენსიური კომუნიკაცია და ახალი რეგულაციების მიღება […]

“ვფიქრობ, ამას ყველაზე უკეთესად ხაბეიშვილი აგიხსნით” – კახა კალაძის განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” დაშლასთან დაკავშირებით

“ვფიქრობ, ამას ყველაზე უკეთესად ხაბეიშვილი აგიხსნით” – კახა კალაძის განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” დაშლასთან დაკავშირებით „არ მგონია, საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო, „ნაციონალური მოძრაობა“ დაეშალა, გარდა ლევან ხაბეიშვილისა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ტოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები და რატომ იშლება ის. ეს შეუქცევადი პროცესია. ის დაპირისპირება, რომელიც […]

“დიახ, ვიმოგზაურე “გახრწნილ” დასავლეთში” – აფხაზი ჟურნალისტი, რომელიც დაკითხეს

აფხაზი ჟურნალისტი ემა ხოჯაა (ხოჯავა) წერს, რომ აფხაზეთის [დე ფაქტო] და რუსეთის გამყოფ საზღვარზე დაკითხვისთვის დააკავეს. ჟურნალისტის განმარტებით, მისი დაკავება “კოორდინირებული იყო აფხაზეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგნლებთან”. “აშკარაა, რომ ჩვენ გავხდით სავაჭრო მონეტა საშინაო და საგარეო დღის წესრიგში სტრატეგიული პარტნიორისთვის”, – წერს ხოჯაა სოციალურ ქსლეში. აფხაზმა ჟურნალისტმა მიმართა ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც მისი აღწერით, “პერიოდულად მიდიან […]