სავაჭრო ცენტრები, ცათამბჯენები სოჭის აეროპორტი – რუსეთს წამყვანი თურქული სამშენებლო ჯგუფი ტოვებს

თურქულმა სამშენებლო ჰოლდინგმა, Ronesans-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლა გამოაცხადა. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კომპანიამ რუსეთის სამშენებლო ბიზნესიდან გასვლა 2022 წლის მაისში, ხოლო უძრავი ქონების ბიზნესიდან 2023 წლის ივნისში დაასრულა, თუმცა ეს მანამდე არ გაუსაჯაროვებია. „ამ ბაზარზე პირდაპირი მართვისგან თავის დაღწევის შესახებ სტრატეგიულმა გადაწყვეტილებამ Ronesans-ის ზრდის სტრატეგია შეცვალა. ამიერიდან ჯგუფი გლობალურად არის წარმოდგენილი სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, თურქეთში, […]

სენატმა 118,2 მილიარდი დოლარის ორპარტიული დახმარების პაკეტი გამოაქვეყნა

სენატმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, კვირას გამოაქვეყნა დეტალები 118,2 მილიარდი დოლარის ორპარტიული დახმარების შესახებ უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ს სამხრეთ საზღვრისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გამოქვეყნებული პროექტით 60,1 მილიარდ დოლარს მიიღებს უკრაინა, 20,2 მილიარდი დოლარი მოხმარდება აშშ-ს საზღვარზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ხოლო 14,1 მილიარდ დოლარს მიიღებს ისრაელი. დაფინანსება მცირე ოდენობით, თუმცა ასევე შეეხება უკრაინის ომის შედეგად განადგურებულ […]

წულუკიანი აპირებს სასამართლოში უჩივლოს ყველას, ვინც საჯაროდ გააკრიტიკებს გელათის გამო

კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ არ იცის, რა ვითარებაა ამ ეტაპზე გელათის ტაძარში. ის გელათზე პასუხისმგებლობას იხსნის იმ დროიდან, როცა მისი რეაბილიტაცია საპატრიარქოს გადაეცა. “ბევრს საუბრობენ გელათზე. სამწუხაროდ, მე ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ. ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 […]

სასკოლო კვების დანერგვაზე აქტიური მუშაობა მიმდინარებს – განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ 2024 წლის სექტემბრისთვის აღწერილი უნდა იყოს საქართველოს ყველა საჯარო სკოლა იმისთვის, რათა დაიწყოს სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა. მისი თქმით, უკვე დასრულებულია კახეთის რეგიონის სკოლების აღწერა. „2023 წელს ჩვენ სპეციალური პროგრამა შევქმენით სამინისტროში, სპეციალური მცირე სამსახური ჩამოვაყალიბეთ და დაწყებული გვაქვს უკვე დეტალური […]

ალასანია: [კონსილიუმის] დასკვნა ობიექტურია, თუმცა მე პირადად, გაუმჯობესებას ვერ ვხედავ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა ობიეტურია. თუმცა ამასთან, ალასანია აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება კლინიკა ვივამედის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. “არაფერი სანუგეშო ჩემთვის პირადად, არ არის. დასკვნა არის სრულიად ობიექტური, მე ვენდობი ამ ექიმებს. მე პირადად, გაუმჯობესებას ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს […]

გომელაური: სამივე შვეულმფრენი, რასაც ვყიდულობთ, სამაშველო ტექნიკით იქნება აღჭურვილი

· 121 · · ახალ შვეულმფრენებს რასაც ვყიდულობთ, ეს იქნება სამაშველო. მრავალფუნქციურია – როგორც სამძებრო, სამაშველო და ყველაფერში გამოიყენებ. აღჭურვილი იქნება სამაშველო ტექნიკით. აღჭურვილი იქნება ეს ვერტმფრენები, რაც ჩამოვა სამივე. თქვა შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

ბათუმის მერის მოადგილემ არტისტული საქმიანობით 45 ათას ლარზე მეტი მიიღო

ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა, არტისტული საქმიანობით შემოსავლის სახით 45 ათას ლარზე მეტი მიიღო. საჯარო მოხელის დეკლარაცია პროფესიით მომღერალმა ხალვაშმა 31 იანვარს შეავსო. გასულ 2023 წელს, მერის მოადგილის თანამდებობაზე მან გამოიმუშავა 44 043 ლარი, დამატებითი შემოსავლის სახით (როგორც არტისტმა) კი უფრო მეტი – 45 605 ლარი. ყველაზე დიდი შემოსავალი ხალვაშმა მიიღო შპს “თბილისი ოფენ ეარისგან” […]

“ვახშამი ჩემს სიყვარულთან ერთად” – ნინი გოგიჩაიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს – Marao

ქართველი მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი 2018 წელს გახდა “მის საქართველო”, მოგვიანებით კი წარადგინა საქართველო კონკურსზე “მის მსოფლიო 2019”. მას შემდეგ ნინი ყოველთვის ექცეოდა ყურადღების ცენტრში და ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზეც. მან მონაწილეობა ერთ-ერთ კულინარიულ შოუშიც მიიღო. ამჯერად კი დუბაიში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. როგორც ცნობილია, ნინი ჟურნალისტია და საკმაოდ წარმატებულიც. ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა […]

“პრინცესა თინა და პრინცესა თიანა” – თიკა ფაცაცია პრინცესას როლში და შედარება “დისნეის” პერსონაჟთან – Marao

თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში მეგობრებს სახალისო შედარებას უზიარებს. ის თეთრი კაბით “პრინცესა თინას” როლშია, რომელიც ძალიან ჰგავს პრინცესა თიანას Walt Disney Pictures’ -ს ანიმაციიდან Princess and the Frog. თიკა ფაცაცია არის ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი, „მის თბილისის“, „მის საქართველოს“, „მის ოქროს გლობუსის“ მე-3 ადგილის ტიტულის მფლობელია. 1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, […]

კვარაცხელია “ვერონას” წინააღმდეგ გატანილ გოლს გამოეხმაურა [PHOTO]

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია “პარტენოპეიში” ჩატარებულ მორიგ ბრწყინვალე მატჩს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. როგორც იცით, ჩვენებურმა სერია A-ს 23-ე ტურში “ვერონას” 87-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაუტანა, რითაც მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა. “ისევ ისე”, – დაწერა ხვიჩამ INSTAGRAM-ზე და ფოტოს უკვე თითქმის 300 000 მოწონება აქვს.