გიორგი ამილახვარმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის თანახმად, მთავარი ორიენტირი კეთდება მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე. როგორც მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებით ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სისტემის განვითარება საერთაშორისო […]

გიორგი ამილახვარი – გაგრძელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმა, რაც გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ბაღების თვითშეფასებასა და ეტაპობრივ ავტორიზაციას

სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა. მიმდინარეობს და გაგრძელდება დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარებას როგორც ურბანული დასახლებების მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების მცირეკომლიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, […]

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 50-მა 18 წლამდე პაციენტმა ისარგებლა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით 50-მა 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტმა ისარგებლა. ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „2023 წელს დაწყებულია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ისრაელის, თურქეთისა და ესპანეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის […]

გიორგი ამილახვარი – ჩვენ გვინდა, პროფესიული კოლეჯების საუკეთესო მასწავლებლები დავაფინანსოთ და გავუშვათ საუკეთესო პრაქტიკის მქონე პროფესიული განათლების ქვეყნებში

ჩვენ გვინდა, პროფესიული კოლეჯების საუკეთესო მასწავლებლები დავაფინანსოთ და გავუშვათ საუკეთესო პრაქტიკის მქონე პროფესიული განათლების ქვეყნებში,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, პროფესიული მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ასევე შეიქმნება თანამედროვე ტრენინგ-მოდულები. „მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებს. ამ […]

17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა ბრალდებას არ აღიარებს

17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა ბრალდებას არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, მათ შორის, არ აკონკრეტებს, თუ რის საფუძველზე მოხდა მამაკაცის მძიმე ბრალდებით დაკავება. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაპატიეთ. სასამართლო პროცესი გუშინ ჩატარდა“, – აცხადებს ადვოკატი. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი ისტორიკოსის, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სანჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა, სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა მადლობა […]

POLITICO-ს ცნობით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს “ცუდი დედამოტ*ნული ტიპი” უწოდა, თეთრ სახლში უარყოფენ

გამოცემა POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირად საუბრებში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს “ცუდი დედამოტ*ნული ტიპი” უწოდა. თეთრ სახლში ამ ცნობას უარყოფენ. გამოცემა წერს, რომ ეს ინფორმაცია მათ შეატყობინეს პირებმა, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტს ესაუბრნენ. ბაიდენის სპიკერმა, ენდრიუ ბეითსმა ცნობა უარყო და თქვა, რომ “პრეზიდენტს ეს არ უთქვამს და არც იტყოდა”. მისი […]

ომის დაწყების შემდეგ ისრაელში ბლინკენის მეხუთე ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ენტონი ბლინკენის მეხუთე რეგიონული ტურნე ახლო აღმოსავლეთში დაიწყო. ბლინკენის მიზანია, რომ ისრაელს და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეუწყოს ხელი. ამ ოფიციალური ვიზიტისას, სავარაუდოდ, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს, ისრაელს, ეგვიპტეს და კატარს ესტუმრება. ვიზიტამდე ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ის აპირებს ყურადღების გამახვილებას ღაზის სექტორში უმძიმეს ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. ამავდროულად, ისრაელში ოფიციალური […]

წულუკიანი გელათზე: “არ ვიცი”, ნიშნავს “არ ვიცი” – რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ამ 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ, სამინისტრო აღარ არის პასუხისმგებელი გელათის მონასტრის მდგომარეობაზე და შესაბამისად, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ვითარება არის მონასტერში. კერძოდ, წულუკიანის თქმით, 2022 წლის 3 ოქტომბერს სამინისტრომ მეპატრონისგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც გელათში ნებისმიერი სახის სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო. “ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6648 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6648 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6648ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6688 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8649 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]