Yandex-მა რუსული ბიზნესი 475 მლრდ რუბლად გაყიდა – ერთ-ერთი მფლობელი ალექსანდრე ჩაჩავას ვენჩურული ფონდია

ჰოლანდიურმა Yandex N.V-მა რუსული ბიზნესის კერძო ინვესტორებისა და კომპანიის მენეჯერების კონსორციუმისთვის მიყიდვის გარიგება დადო. ბიზნესი 475 მილიარდ რუბლად გაიყიდა. ამის შესახებ Yandex-ის პრესსამსახური იტყობინება. მშობელი კომპანია Yandex N.V-ის ნაცვლად გახდება სააქციო საზოგადოების საერთაშორისო კომპანია (МКАО) Yandex, რომელიც რეგისტრირებულია კალინინგრადის რეგიონში. 2024 წლის 31 ივლისამდე ჰოლანდიურმა კომპანიამ უნდა შეცვალოს სახელი და შეწყვიტოს რუსული ბიზნესის ბრენდების გამოყენება. […]

შვილის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს – შსს

შვილის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც არასრულწოვანმა გოგონამ იმშობიარა. ნაყოფი დაიღუპა. კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 137-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების […]

წულუკიანი ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც იტყვის, რომ სამინისტრო გელათში “რაღაცას აფუჭებს”

კულტურის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სამინისტრომ გელათში სამუშაოები შეაჩერა, მასზე პასუხს აღარ აგებს. უფრო მეტიც, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოსმენისას წულუკიანმა განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს ყველას, ვინც იტყვის, რომ “ამჟამად რაღაცას აფუჭებს” გელათში. “მე ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ. ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 […]

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 5 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.4 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 3.93 თეთრით. 5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6648 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8649 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.87 ლარად.

რუსეთში ისრაელის ელჩს “მიუღებელი კომენტარების” გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ

რუსეთში ისრაელის ელჩს “მიუღებელი კომენტარების” გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სამინისტროს მტკიცებით, სიმონ ჰალპერინმა Kommersant-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არასწორად წარმოაჩინა რუსეთის საგარეო პოლიტიკა. ჰალპერინი ელჩის თანამდებობაზე დეკემბერში დაინიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მისი საქმიანობის დასაწყისი ” საოცრად წარუმატებლად” შეაფასა. ინტერვიუში ისრაელის ელჩმა გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჰოლოკოსტის მნიშვნელობის […]

წულუკიანი: ნებისმიერი განცხადება, რომ გელათში რაღაცას ვაფუჭებთ, დასრულდება სასამართლოში

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანი იმუქრება და აცხადებს, რომ სასამართლოში უჩივლებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სამინისტროს გელათში “რაღაცის გაფუჭებაში” დასწამებს ცილს. “მე ვაპირებ და ასეთი დავალებაც აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება სასამართლოში დასრულდება, რადგან მე ამ ყველაფრის მოთმენას აღარ ვაპირებ. როგორც […]

საქართველოს ხელოვანთა ღია წერილი

ჩვენ, საქართველოს ხელოვანები, მივმართავთ საზოგადოებას, მედიასა და ყველა იმ ინსტიტუციას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე მოვლენებით. წლების განმავლობაში, ვებრძოდით იმ უსამართლობას, რომელიც GCA-ში გიგა კობალაძის ხელმძღვანელობით ხდებოდა. მას შემდეგ რაც აუდიტის დასკვნამ, ნათელი მოჰფინა ამ ასოციაციის მიერ ავტორთა დიდი რაოდენობით ჰონორარების გაფლანგვას და თანხების მითვისებას, ჩვენ ღიად დავუპირისპირდით ამ უსამართლობას. ამასთანავე, პროკურატურას მოვუწოდეთ […]

ზურაბ აზარაშვილი – იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულების გახსნა რუსთავში, ასევე დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა

იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო სტაციონარული დაწესებულების გახსნა რუსთავში, რომელიც გათვლილია 80 პაციენტზე, ასევე დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც […]

რატი ბრეგაძე – ექიმების შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც ჩვენ გვიხარია

ექიმების შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც ჩვენ გვიხარია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. რაც შეეხება მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას, ბრეგაძე აცხადებს, რომ ეს განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა ექიმებისგან შესაბამისი რეკომენდაცია იქნება. „ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ეს არის ექიმების შეფასება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ეს, რა თქმა […]

მეზობლების ინფორმაციით, 17 წლის გოგონა მუქარით ხსნის იმას, რომ მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, სკოლის დირექტორი კი აცხადებს, რომ ბავშვისთვის ცვლილებები არ შეუმჩნევიათ და გოგონას სასკოლო ცხოვრებაში მამაც აქტიურად მონაწილეობდა

დასავლეთ საქართველოში 17 წლის მოზარდის მამის მიერ გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, გოგონამ ნაადრევად იმშობიარა, რის შემდეგაც ნაყოფი, სავარაუდოდ, დაიღუპა, მოზარდმა კი კლინიკა დღეს დატოვა. როგორც ადგილობრივმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, გოგონა საავადმყოფოში გამოკითხეს. „იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“,- განუცხადა გოგონას […]