ბახმუტის სიახლოვეს მებრძოლები ფიქრობენ, რომ ომის დასრულებამდე ფრონტზე იქნებიან

უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლ ჯარისკაცთა ნაწილი ამბობს, რომ საავარაუდოდ ომის დასრულებამდე მოუწევს ფრონტის ხაზზე ყოფნა. კიევი მეტი ჯარისკაცის მობილიზებას ცდილობს. მობილიზაციის შესახებ ახალი კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი, თუმცა დამტკიცებისგან, სავარაუდოდ, ისევ შორსაა. ერთ-ერთი შეთავაზებული ცვლილებით, სამხედრო ვალდებულებისგან უნდა გათავისუფლდნენ ის ჯარისკაცები, რომლებიც ფრონტის ხაზზე უკვე 3 წელია იბრძვიან. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შეიარაღებული ძალების მეთაურებს 450 […]
საფრანგეთი რუსეთის ელჩს განმარტების გასაკეთებლად იბარებს

საფრანგეთი ორშაბათს რუსეთის ელჩს გამოიძახებს მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული დარტყმის შემდეგ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ორი ფრანგი თანამშრომელი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ახალი ამბების სააგენტო “როიტერს”, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა. 1 თებერვალს, ხერსონის რეგიონში, რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ფრანგი მოხალისე დაიღუპა და სამი დაიჭრა, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნმა “ბარბაროსობა” უწოდა. […]
კრემლი დასავლეთს აფრთხილებს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად არ გამოიყენოს

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის ორი წელს სრულდება და დასაველთის ქვეყნებში აქტუალურობას იძენს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების საკითხი. გამოცემა „ფაინეშალ ტაიმსის“ ინფორმაციით, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკვე შეიმუშავეს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება. ამავე ინფორმაციას ავრცელებს „ბლუმბერგიც“. ინფორმაციის სანდოობას კითხვისნიშნის ქვეშ აყენებენ მოსკოვში. “ჩვენ ჯერ არ ვიცით […]
უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი, ზალუჟნის შესაძლო გადაყენების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

სულ უფრო გახშირდა ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის პრეზიდენტი მზადაა შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი ვალერი ზალუჟნი, თანამდებობიდან გადააყენოს. ამ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, ზოგიერთი ჯარისკაცი სკეპტიკურადაა განწყობილი ზალუჟნის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამბობს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ შეცვლის გენერალს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ განიხილავს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის […]
პირველი მარტიდან უფასო გახდება – სიახლე, რომელიც მილიონობით ადამიანის პრობლემას მოაგვარებს

· 962 1-ლი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ მოგივათ – პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება მხოლოდ პირთა თანხმობის შემდეგ. შეტყობინებების მიღებაზე მიცემული თანხმობის უარყოფა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ.
საქართველოში ახალი გადასახადი ამოქმედდა – ყველა დატვირთული კონტეინერი 30 ლარით დაიბეგრება

საქართველოში ახალი გადასახადი ამოქმედდა – 2024 წლის 1 თებერვლიდან ქვეყანაში შემოტანილი სავსე კონტეინერები 30 ლარით დაიბეგრება. შესაბამისი ცვლილება “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი. გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი […]
,,არჩევნები და ყარტა-ყურტა ოპოზიცია“ – ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,არჩევნები და ყარტა-ყურტა ოპოზიცია ქართული ოპოზიცია ცდილობს მობილიზებას, გაღმა-გამოღმა და წაღმა-უკუღმა გაჰკივის, ბიძინა და მისი გუნდი ქვეყნის მოღალატეები არიან, რუსეთის ჭაობში მიგვათრევენ, ვინც მაგათ აირჩევთ, მოღალატეები იქნებით, მარტო ჩვენა ვართ ქვეყნის მოჭირნახულეებიც, გულშემატკივრებიც და გადამრჩენელებიცო. არადა, არავის სჯერა მათი. 30 წელზე მეტია, ერთი და იგივე „პლასტინკას“ ატრიალებენ. ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებში […]
“ძალიან მინდა, ეს ქერა ბიჭი ბედნიერ საფეხბურთო ვარსკვლავზე მოხვდეს” – ჩივაძე ჩაკვეტაძეზე

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე ჩივაძემ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. “ყველას თავისი წილი ბედი ან უბედობა დაჰყვება ხოლმე ცხოვრებაში და ძალიან მინდა, ეს ქერა ბიჭი ბედნიერ საფეხბურთო ვარსკვლავზე მოხვდეს, უფრო ბედნიერზე, ვიდრე… თუნდაც, ყენია”. შეგახსენებთ, ჩივაძე თბილისის “დინამოს” ღირსებას 1974-1987 წლებში იცავდა, 324 მატჩი გამართა და 44 გოლიც გაიტანა. წყარო: 90MIN
ხერსონში ოთხი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან დარტყმებს

5 თებერვალს ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა უკრაინის სამხრეთის ქალაქ ხერსონზე რუსეთის იერიშის შედეგად – იუწყება შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო. “მაშველები ხანძარს აქრობენ მანქანაში, რომელიც რუსეთის არტილერიის სამიზნე გახდა ხერსონში შუადღისას… საერთო ჯამში, რუსეთის მხრიდან დაბომბვას ემსხვერპლა ოთხი ადგილობრივი მცხოვრები. დაჭრილია კიდევ ერთი პირი”, – წერს კლიმენკო ტელეგრამით. უკრაინის ძალებმა 2022 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს ხერსონი. […]
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება სწორი ნაბიჯი არ იქნება

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დეპუტატების შეკითხვებს მინისტრობის კანდიდატებმა უპასუხეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა თბილისში 19 წლის ახალგაზრდის, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად დაღუპვის ფაქტს. „ძალიან ცუდი ფაქტია. არ არის პირველი, არ არის იშვიათი. სამწუხაროდ, 30-40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. […]