დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო მატარებლის რეისები ხვალაც უქმდება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები: ამასთან, საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მოლითში მეწყრის ჩამოწოლის გამო, რეისზე არსებული მატარებლები ვერც დღეს, 6 თებერვალს გააგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.
რკინიგზა: მეწყრის ჩამოწოლის გამო რამდენიმე რეისზე მატარებლები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან. “უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში. აღნიშნული რეისების შესრულება […]
ლევან დავითაშვილი – ევროკავშირში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა – რაც შეეხება რუსეთს, ის საქართველოს ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორია, არა პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი

წლები დაგვჭირდება, რომ ჩვენი ექსპორტი ევროკავშირში იზრდებოდეს და მეტი პროდუქტი გავყიდოთ იმიტომ, რომ ეკონომიკა ახლა ყალიბდება, მათ შორის მრეწველობა. კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქტი მეტი რომ გვქონდეს, ამას მეტი ძალისხმევა სჭირდება , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ლევან დავითაშვილის მტკიცებით, ხელისუფლების სურვილია, რომ უფრო მეტი იყოს ევროკავშირში ექსპორტი, თუმცა დღევანდელ […]
„საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მოლითში მეწყერი ჩამოწვა და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას – უამინდობის გამო უქმდება 7 თებერვლის რეისებიც

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკრეტულად, ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან. „აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“,-აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“. მათივე ცნობით, დასავლეთ […]
თამარ კორძაია – რეაქცია, რაც პრეზიდენტის შემოთავაზებას „ქართული ოცნების“ მხრიდან მოჰყვა, მაფიქრებინებს, რომ მათ ეშინიათ ნებისმიერი გაერთიანების – არ ეღიმებათ და რეალურ საფრთხეს ხედავენ

ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას შეფასებით, ის რეაქცია, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებას „ქართული ოცნების“ მხრიდან მოჰყვა, აფიქრებინებს, რომ მათ რეალურად ნებისმიერი გაერთიანების ეშინიათ. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განმარტა, ის პრეზიდენტის წინადადებას მხარს უჭერს, თუმცა, მეტ კონკრეტიკას ელოდება, თუ რას გულისხმობს „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნა. „სიმართლე გითხრათ, მკაფიო წარმოდგენა, როგორ ხედავს ამას პრეზიდენტი, არ […]
ლაშა ხუციშვილი – „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი ვერ გადის

მგონი, ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის კითხვას, რომელმაც გააკრიტიკა „ლელოს“ ინიციატივა 1000 – ლარიან პენსიასთან დაკავშირებით და ფინანსთა მინისტრს მიმართა, „რა თეორიული შანსები არსებობს ან მოიპოვება თუ არა სადმე მსოფლიოში […]
ლევან დავითაშვილი – ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წლის სეზონზე მზად იქნება

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წლის სეზონზე უკვე მზად იქნება. შესაბამისი განცხადებით დავითაშვილმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის სოზარ სუბარის მიერ სვანეთის სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ჰაწვალის მთაზე ჯამში 6 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა იქნება. „საკმაოდ, ძვირი ინფრასტრუქტურაა, […]
რუსეთმა ომის ცნობილი კრიტიკოსის, მწერალ ბორის აკუნინის დაკავების ორდერი გასცა

მოსკოვის სასამართლომ გამოჩენილი რუსი მწერლის, ბორის აკუნინის დაპატიმრების ორდერი დაუსწრებლად გასცა. აკუნინი მის შემოქმედებით ფსევდონიმს წარმოადგენს, ნამდვილი სახელი კი გრიგორი ჩხარტიშვილია. მწერალს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის კრიტიკით გამოდიოდა, ბრალად „ტერორიზმისკენ“ მოწოდება და რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელება ედება. 67 წლის მწერალმა რუსეთი 2014 წელს დატოვა და ახლა ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ცხოვრობს. „ჩხარტიშვილს შეეფარდა აღკვეთის […]
საქართველო უკრაინას მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში სდებს ბრალს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ი] ინფორმაციით, უწყების კონტრტერორისტულმა ცენტრმა საქართველოში 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო. უწყების ინფორმაციით, ასაფეთქებელი უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით სარფის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან შემოიტანეს. სუს-ის ცნობით, ასაფეთქებლის საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით მის გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში საქართველოს 7, ასევე […]
ლევან დავითაშვილი ვაშაძეს – ემოციებზე თამაში პოლიტიკური ტრიუკია – გვესმის, რომ დღეს საქართველოში საუკეთესო მდგომარეობა არ არის და გაჭირვება ჯერ კიდევ პრობლემაა, ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობაში ცხოვრობს

ემოციებზე თამაში არის პოლიტიკური ტრიუკი და მეტი არაფერი, – ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი, ლევან დავითაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელმაც ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განცდა აქვს, პარლამენტში სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს უსმენს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, პარლამენტში გიორგი ვაშაძის კითხვები წლების განმავლობაში არ იცვლება და ერთი და […]