ანა ნაცვლიშვილი – პრეზიდენტის შემოთავაზებულ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ფორმატში ვიქნებით, „ლელო“ მზად არის ყველას ხედვა მოისმინოს – ხელისუფლების გზა არ არის ის, რომელიც „ტაძრამდე მიგვიყვანს“

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ლელოსთვის“ მისაღებია ყველა ინიციატივა და ყველა პლატფორმა, სადაც ევროპულ რეფორმაზე და საქმის კეთებაზე იქნება საუბარი. მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომელიც გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. ანა ნაცვლიშვილის თქმით, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ რაიმეს გაზიარება და კონსენსუსი შეუძლებელია, რა […]

ლევან დავითაშვილი – ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წლის სეზონზე მზად იქნება

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წლის სეზონზე უკვე მზად იქნება. შესაბამისი განცხადებით დავითაშვილმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის სოზარ სუბარის მიერ სვანეთის სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ჰაწვალის მთაზე ჯამში 6 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა იქნება. „საკმაოდ, ძვირი ინფრასტრუქტურაა, […]

ლევან დავითაშვილი – ბათუმში აეროპორტი ბათუმისთვის არის პლუსი, ტურისტულ და საქმიან მიზიდულობას მხოლოდ ზრდის – იმ შემთხვევაში თუ სხვაგან გადავიტანთ, ქუთაისის აეროპორტთან მოდის კონკურენციაში

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განაცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სხვა ლოკაციაზე გადატანა მოხდება, ის პირდაპირ კონკურენციაში იქნება ქუთაისის საერთაშორიოს აეროპორტთან. ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ორი საერთაშორისო აეროპორტი გვერდიგვერდ არსებობა არც ერთის განვითარებას ხელს არ შეიწყობს. „ანგარიშში აღვნიშნეთ, რომ ბათუმში მგზავრთა ნაკადი იზრდება და ბათუმის აეროპორტის შესწავლა-შეფასება […]

გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ანაკლიის პორტზე წინადადებების წარმოდგენა 20 მაისისთვის დასრულდება – ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის შესახებ წინადადებების წარმოდგენა 20 მაისისთვის დასრულდება. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ასევე მიმდინარე წელს შეირჩევა კერძო პარტნიორი და 2024 წელს დაიწყება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებიც. „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მოსახლეობას ვუთხარით, რომ წინადადებების წარდგენის ფორმალურ ეტაპზე გადავდიოდით, რაც ჩვენი კერძო/საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობით არის განსაზღვრული. […]

დავითაშვილი: გვესმის, დღეს საქართველოში გაჭირვება პრობლემაა, არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა

გიორგი ვაშაძის კითხვა არ არის ახალი, ერთი და იგივე გამოსვლას ვისმენთ ხოლმე გიორგი ვაშაძისგან. წლების განმავლობაში ტექსტი აბსოლუტურად ერთი და იგივეა, არ იცვლება არცერთი სიტყვა, საერთოდ არ ეხება სტატისტიკას, რადგან არ არის არცერთ სტატისტიკურ მონაცემზე დამყარებული. ეს არის მოსახლეობის ემოციებით თამაშის მცდელობა. გვესმის, რომ დღეს საქართველოში მდგომარეობა არ არის საუკეთესო და ბევრ ქვეყანაში და ჩვენს […]

“გადაჭრა გარდასახულმა კვარაცხელიამ პრობლემა? ციფრები არ ტყუიან” – იტალიელი ჟურნალისტი

Rtn Tv-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მანომ areanapoli-ში “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა. გადაჭრა თუ არა კვარაცხელიამ თავისი ნამდვილი პრობლემა? ციფრები არ ტყუიან “ნაპოლის” თავდამსხმელს მისი კლასის არაშესაბამისი ზოგიერთი მოქმედების გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ ციფრები საპირისპიროზე მეტყველებს. ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონში ხშირად გააკრიტიკეს. ბევრი საუბრობდა მასზე, რომ შეიძლებოდა ცნობილი კონტრაქტის მოვლენებზე იყო გადართული (ის 1.2 […]

უკრაინის ვერხოვნა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა

რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით, სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ვერხოვნა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება უკრაინაში საომარი მდგომარეობის მორიგი სამი თვით გაგრძელების შესახებ. 2022 წლის 24 თებერვალს დაწესებული საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 335 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა. საომარი მდგომარეობა გაგრძელდა 2024 წლის 13 მაისამდე და მასთან ერთად გაგრძელდა მობილიზაცია. საომარი მდგომარეობის გაგრძელება, სხვა საკითხებთან […]

„წელს ქვეყანა სავარაუდოდ, 50 ათას ტონამდე თხილის მოსავალს მიიღებს“ – ასოციაცია

წელს ქვეყანა მოსავლის სახით, სავარაუდოდ, 50 ათას ტონამდე თხილს მიიღებს, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განუცხადა. მისი თქმით, ასოციაციაში ამის ფიქრის საფუძველს, თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა აძლევთ, რომლით სარგებლობასაც ფერმერები 2023 წლის მსგავსად, წელსაც შეძლებენ. „პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით განისაზღვრა და ის ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო, […]

თურქეთის ინტერესი შუა დერეფნის მიმართ იზრდება

უკრაინაში რუსეთის ომის და ახლო აღმოსავლეთში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის დაპირისპირების პირობებში, ანკარის ინტერესი შუა დერეფნის მიმართ იზრდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა თურქეთი ცდილობს პროცესში უფრო მეტად ჩართვას და პეკინთან ურთიერთობების გაღრმავებას.