ლევან დავითაშვილი – ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წლის სეზონზე მზად იქნება

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წლის სეზონზე უკვე მზად იქნება.
შესაბამისი განცხადებით დავითაშვილმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის სოზარ სუბარის მიერ სვანეთის სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ჰაწვალის მთაზე ჯამში 6 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა იქნება.
„საკმაოდ, ძვირი ინფრასტრუქტურაა, მაგრამ გვესმის, რომ გასაკეთებელია და ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. მიმდინარე გეგმის ნაწილია, ჰაწვალის მთაზე მიმდინარეობს უკვე პროექტირება და ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წილის სეზონზე იქნება მზად. ჯამში 6-კილომეტრიანი არეალია, მესტიის ცენტრს ჰაწვალთან დააკავშირებს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
რაც შეეხება თეთნულდს, დავითაშვილის თქმით, თეთნულდთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)